• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორებს პასუხობს

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორებს პასუხობს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

img31საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორებს საპასუხო წერილს უგზავნის.
წერილს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს:

“ძვირფასო სენატორო მაკკეინ,ძვირფასო სენატორო რიშ, ძვირფასო სენატორო რუბიო, ძვირფასო სენატორო შაჰინ
დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი 2014 წლის პირველი აგვისტოს წერილისათვის. მივესალმები, რომ თქვენ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები წამოწიეთ. მე ძალიან ვაფასებ თქვენს მეგობრობას და იმ მხარდაჭერას, რომელსაც თქვენ გამოხატავთ ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების მიმართ.

სავსებით გეთანხმებით, რომ სიცოცხლისუნარიანი და კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა მნიშვნელოვანია. მე მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ ადამიანთან საქართველოში, რომელსაც შესწევს უნარი გაგვიწიოს კონსტრუქციული პარტნიორობა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ასეთი თანამშრომლობის გაგრძელებისათვის, ჩვენ ბევრი ამჟამინდელი პოლიტიკური და საკანონმდებლო გადაწყვეტილება მივიღეთ ოპოზიციის მნიშვნელოვანი თანამონაწილეობით.
მე გეთანხმებით იმაშიც, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ წაყენებული ბრალდებების პროცესი უნდა წარიმართოს ყოველგვარი ხარვეზის გარეშე და ყველა საქმე უნდა იქნეს გამოძიებული სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებელად. მე მესმის და ვიზიარებ იმ მღელვარებას, რომ ეს ბრალდებები შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკური დევნა და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს შიდაპოლიტიკურ სტაბილურობასა და საგარეო ურთიერთობებზე.

სახიფათო მეზობლობით დაწყებული და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საჭიროებით დამთავრებული, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი მთავრობა ქვეყნის სათავეში მოვიდა იმისათვის, რომ გაეხსნა საქართველოს სრული ეკონომიკური პოტენციალი და განეხორციელებინა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მაგრამ ორივე ეს მისწრაფება, ისევე როგორც ქართველი ხალხის უსაფრთხოება, მოითხოვს რეალურ დემოკრატიას. ჩვენ აგვირჩიეს იმისათვის, რომ აგვეშენებინა თანამედროვე დემოკრატია, დაგვეცვა ადამიანის უფლებები, დაგვეყენებინა ჩვენი ხალხი განვითარების შეუქცევად გზაზე და უზრუნველგვეყო, რომ ეს წინსვლა ვერ შეაჩეროს ვერცერთმა მომდევნო მთავრობამ, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა.

ჩვენ ამ გეგმის ბევრი პუნქტი შევასრულეთ. ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ განგვეხორციელებინა ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენგან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მოითხოვდა. ჩვენ გადავეცით მეტი ძალაუფლება ხალხს, გავზარდეთ საარჩევნო ბარიერი და მეტი უფლება მივეცით თვითმმართველობას. ჩვენ ვახორციელებთ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმას, რომელიც შემუშავებული იყო ევროკავშირთან ერთად. ჩვენ ვაწესრიგებთ ჩვენს კონსტიტუციას, რომელიც უპრინციპოდ იყო გადაკეთებულ-გადმოკეთებული წინა ხელისუფლების მიერ მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენ მიერ ამ წერილში დასმულ საკითხთა შორის – ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები კანონის უზენაესობის აღსადგენად და დაუსჯელობის სინდრომის აღმოსაფხვრელად. დღევანდელი ქართული სასამართლო სისტემა რადიკალურად განსხვავდება იმ სისტემისგან, რომელიც თქვენ იხილეთ, როდესაც ბოლოს ბრძანდებოდით საქართველოში. ჩვენ მოვსპეთ გამოძალვაზე დაფუძნებული საპროცესო გარიგების სისტემა და წამება ციხეებში. დღეს მოსამართეები არიან დამოუკიდებელი, პროკურატურა აღარ არის დამოკიდებული მთავრობაზე და ბრალდებულებს მრავალი ახალი უფლება მიენიჭათ. ის, რომ ჩვენი ბრალმდებლები ხშირად აგებენ საქმეებს, პროგრესის ნიშანია.

ჩვენ აგრეთვე უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს ახალი სისტემა თანასწორად განიხილავდეს ყველას, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეებს. ჩვენ გვინდა იმ სტანდარტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც განვსჯით მომავალ პოლიტიკურ ლიდერებს და შევქმნით სამართლიან სისტემას. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საჯარო მოხელის მიერ კანონდარღვევის შემთხვევაში, მისი პასუხისგებაში მიცემა იშვიათად ხდებოდა, – ამას ბოლო უნდა მოეღოს და ჩვენ უნდა დავამკვიდროთ უფრო მაღალი სტანდარტი. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 23 ივლისის ანგარიშში ამის თაობაზე ნათქვამია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს უამრავი საქმე, რომელიც დაკავშირებულია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევასთან, რომელიც დღემდე უყურადღებოდ იყო დატოვებული.
ჩვენი მთავრობა ამის გამო აირჩიეს, და, ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები. ეს არ არის ცალმხრივი – ჩვენი მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიესაჯა ერთწლიანი პირობითი სასჯელი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო. რამდენიმე დაბალი რანგის მოხელე და ოფიციალური პირი ასევე მიეცა პასუხისგებაში. მეც საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ თანამდებობაზე ყოფნისას ოდესმე დავარღვევ კანონს, მზად ვარ წავიდე ციხეში.

მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი პროკურორი თავად განსაზღვრავს, რომელი საქმე აწარმოოს, ჩემი პოლიტიკური ჩარევა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმეში, სრულიად გააუფასურებდა იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენ გვინდა გავუზიაროთ ქართველ ხალხს – არავინ არ დგას კანონზე მაღლა და ჩვენი მზარდი სასამართლო სისტემა არ გადაიქცევა ადამიანთა მცირე ჯგუფის ინტერესების დამცველად.

გულწრფელად გთხოვთ, თვალყური მიადევნოთ ამ სასამართლო პროცესებს და ჩამობრძანდეთ საქართველოში, რათა უშუალოდ დაესწროთ საქმის მსვლელობას. მე მოგიწოდებთ, შეისწავლოთ მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომლებმაც აქამდე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან მაღალი შეფასება მიიღეს, რათა თავად დარწმუნდეთ, რომ ბრალდებულთა სასამართლომ კანონის დაცვით ჩაიარა. პროკურორმა უნდა მოახერხოს საქმის სამართლიანად წარმოება და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენა. და თუ ის ამას ვერ შესძლებს, ბრალდებული გამართლდება.

ჩემი ქვეყანა თავის მომავალს ურყევად ხედავს დასავლეთთან ინტეგრაციაში. ჩვენი სვლა ამ გზაზე დაკავშირებულია ბევრ ხიფათთან – ჩვენი ქვეყნის ნაწილი უკანონოდ აქვს ოკუპირებული რუსეთს და სულ ახლახანს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო, მათ გაგვიუქმეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, ჩვენი მთავრობა და ქართველი ხალხი ამ მიზნის ერთგული რჩება. ჩვენ არ ვაპირებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ხელს შეუშლის ჩვენს მისწრაფებებს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული სასამართლო პროცესი უფრო გააღრმავებს ჩვენს წინსვლას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი ერი გულწრფელად მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და უპირობო მხარდაჭერას. თქვენთან და ჩვენს სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე სახელმწიფოს, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებითა და დინამიკური ეკონომიკით. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისათვის, რომ საქართველოში გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა მოქმედებდეს.

ჩვენ პასუხს ვაგებთ ქართველი ხალხის წინაშე იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ქართული სახელმწიფოს წინსვლა კონსოლიდირებული დემოკრატიის შენების შეუქცევად გზაზე, რაც მიუღწევადია, თუ არ ვაღიარებთ იმას, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა. ჩვენ გვჯერა იმის, რომ დრო გვიჩვენებს – ჩვენი ძალისხმევა მიმართული დაუსჯელობის პოლიტიკის აღკვეთისაკენ საქართველოს აქცევს უფრო ძლიერ ქვეყნად და მოკავშირედ.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი რჩევისათვის, ჩემი მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ თქვენი თანამიმდევრული, ხანგრძლივი და მტკიცე მხარდაჭერისათვის, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც გამიზიარებთ თქვენს კრიტიკულ მოსაზრებებს და ამასთან გამოხატავთ მზადყოფნას, რომ ერთობლივად გადავწყვიტოთ ისინი”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის საპასუხო წერილში.
11.07.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ჩაქვის აკვატორიაში ქართველი მეთევზეების მიერ  თევზის უნიკალური ეგზემპლარი  იქნა მოპოვებული

ჩაქვის აკვატორიაში ქართველი მეთევზეების მიერ  თევზის უნიკალური ეგზემპლარი  იქნა მოპოვებული

9 years ago
პროკურატურა: “ე.წ. “კაბელების საქმეზე” გავრცელებულ ინფორმაცია არის სრული სიცრუე”

პროკურატურა: “ე.წ. “კაბელების საქმეზე” გავრცელებულ ინფორმაცია არის სრული სიცრუე”

12 years ago
მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩაერთონ საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში და შემოუერთდნენ საქართველოს თავდაცვის ძალებს- გენერალი ჯონი ტატუნაშვილი 

მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩაერთონ საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში და შემოუერთდნენ საქართველოს თავდაცვის ძალებს- გენერალი ჯონი ტატუნაშვილი 

5 years ago

ამერიკული კომპანია ,,სარაჯიშვილს“ მილიონობით ლარს ედავება

13 years ago

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილს გლოვობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა....

მეტის ნახვაDetails
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026
  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by