• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

N1402745221663461სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს: “სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოში არ იგეგმება არავითარი საწვრთნელი ცენტრის გახსნა და არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა კოალიციის ფარგლებში. ამასთან, ვაცხადებთ, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისი დასტურიც არის ჩვენი მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში. რაც შეეხება IS-ის (“ისლამური სახელმწიფოს”) წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას, საქართველოს მონაწილეობა ძირითადად შემოიფარგლება ჰუმანიტარული მისიებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კოალიციის ფარგლებში საქართველოდან არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა და არც საწვრთნელი ცენტრის შექმნა არ იგეგმება, – ნათქვამია განცხადებაში. Foreign Policy აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. “საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და ნატოსთან ყველაზე თავსებადი ქვეყანა, განიხილავს თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას (ISIS)) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში. საერთაშორისო პარტნიორებთან და კოალიციის წევრებთან ერთად განიხილება სხვადასხვა გზები ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას. მოკავშირეებთან ერთად განხილული არც ერთი ვარიანტი არ შეიცავს ქართული საჯარისო დანაყოფების მივლინებას საომარი მოქმედებების ზონაში. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე”,-ნათქვამია განცხადებაში. საქართველკოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე Foreign Policy-სთან ადასტურებს, რომ საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველომ აშშ-ის სირიელი ამბოხებულების საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა, სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ აშშ-ის წარმოებული თავდასხმების ფარგლებში. სტატიის მიხედვით, თანხმობის შემთხვევაში შეთავაზება შესაძლოა დაემატოს თეთრი სახლის არსებულ გეგმას, ხუთიათასი სირიელი მეამბოხის გაწვრთნის შესახებ მომავალ წელს, საუდის არაბეთში იმ ექსტრემისტების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც ახლა ერაყისა და სირიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს როლს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში, რადგან აშშ-მა და მისმა არაბმა მოკავშირეებმა სირიაში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყეს. “საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა”, – ციტირებს გამოცემა აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის კომენტარს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, გაურკვეველი რჩება საქართველოში გასამართი საწვრთნელი პროგრამის პოტენციური მასშტაბი, თუმცა, ამერიკულ გამოცემას არჩილ გეგეშიძემ განუცხადა, რომ შესაძლოა ამ პროგრამის ფარგლებში საქართველომ უმასპინძლოს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და არა – მხოლოდ სირიიდან. “ეს იქნება კონტრტერორისტული საწვრთნელი ცენტრი ნებისმიერი ეროვნებისთვის”, – ციტირებს გამოცემა არჩილ გეგეშიძის სიტყვებს. სტატიის თანახმად, სექტემბერის დასაწყისში, თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა შეთავაზება ქართველი მაღალჩინოსნებისგან მიიღო. “ჩაკ ჰეიგელის ვიზიტისას საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლას და რომელიც არ არის “მთავარი კოალიციის” წევრი, სადაც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, კანადა, ავსტრალია, იტალია, პოლონეთი და დანია შედიან”, – ნათქვამია სტატიაში. ავტორი აღნიშნავს, რომ პენტაგონი არ აკეთებს კომენტარს, მიიღო თუ არა ამერიკულმა მხარემ ქართული მხარის წინადადება ან როდის იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხზე. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც, სადაც ნათქვამია, რომ თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება. 23.09.14

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

დავით ნარმანიამ განახლებული მეტროსადგური „ვარკეთილი“ გახსნა

დავით ნარმანიამ განახლებული მეტროსადგური „ვარკეთილი“ გახსნა

9 years ago
ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო იქმნება

“საქართველო იქნება კიდევ უფრო მეტად დაცული”

10 years ago
“ქართული ვისკი ღვინის ბარ „სანჩოში“ გაიყიდება” – ალექსანდრე კვერნაძე

“ქართული ვისკი ღვინის ბარ „სანჩოში“ გაიყიდება” – ალექსანდრე კვერნაძე

10 years ago
25 წლის შემდეგ — ჩვილი ფილმიდან «ბავშვი სასეირნოდ მიდის»

25 წლის შემდეგ — ჩვილი ფილმიდან «ბავშვი სასეირნოდ მიდის»

6 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by