• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი ქადაგიძე: “ფინანსური განათლების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში”

12 years ago
in ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

8giorgi_kadagidze_8184საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების თემაზე საერთაშორისო კონფერენციას მართავს. “ფინანსური განათლება – გამოწვევები და პერსპექტივები”, – ასე ჰქვია კონფერენციას , რომელიც ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით, სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გახსნა.

“ზოგადად, ფინანსური განათლების პრობლემა აქტუალურია ყველა განვითარებად ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საშუალო და დაბალო შემოსავლის მქონე მოსახლეობამ, რომელიც საქართველოში აბსოლუტურ უმეტესობას წარმოადგენს, საკუთარი შემოსავლების სწორად დაგეგმვა ისწავლოს. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მიუღებელია და დაუშვებელია, როდესაც ადამიანს, ყოველთვიურად, პირობითად, 900-ლარიანი შემოსავალი აქვს და აქედან 200 ლარს იხდის ძვირადღირებული ტელეფონის განვადებაში, 300 ლარს იმ სესხის მომსახურებაში, რომელიც იმისთვის აიღო, რომ ზაფხულში თურქეთში დაესვენა, კიდევ რაღაც ნაწილი საკრედიტო ბარათის ან “ოვერდრაფტის” ყოველთვიურ შენატანში ეხარჯება და ა.შ. – ასეთი ადამიანები ძალიან სწრაფად საკუთარ თავს ფინანსური სიძნელეების წინაშე აყენებენ და ხშირად გადახდის უუნარო ხდებიან. თუკი საბანკო სექტორში ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ ასეთი ტიპის კრედიტებს, არაფორმალიზებულ საფინანსო სექტორში, ლომბარდებსა და ა.შ. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას, ვინაიდან ამ ყველა “სიკეთეს” უზარმაზარი საპროცენტო განაკვეთებიც ემატება. სწორედ ამიტომ, დღეს შექმნილია ის რეალობა, როდესაც ჩვენი ათიათასობით მოქალაქე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, გადაუხდელი კრედიტების და ნეგატიური საკრედიტო ისტორიის წინაშე დგას”, – განუცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს კონფერენციის დაწყებამდე. მისივე განმარტებით, კვლევები ფინანსური განათლების დონესა და მოსახლეობის ვალის ტვირთს შორის პირდაპირ კავშირს ადასტურებს.

გიორგი ქადაგიძის თქმით, პრობლემების იდენტიფიკაციასთან ერთად, სახელმწიფოს მიზანი იმ ღონისძიებების განსაზღვრაც უნდა იყოს, რომელიც ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული თითოეული ინსტიტუტის ყოველდღიური პასუხისმგებლობა და, უფრო მეტიც, ვალდებულებაცაა.

“აღნიშნულ თემაზე ზრუნვა ფინანსური სექტორის, ეკონომიკის და ქვეყნის ინტერესებშია. ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, ამ მიმართულებით შესაბამის ღონისძიებას ატარებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ყველა უწყების მიერ სისტემური მიდგომა. დღევანდელი კონფერენცია ზუსტად ამ თემას ეძღვნება. ჩვენ ვისაუბრებთ, რა პრობლემები არსებობს, როგორია საერთაშორისო გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, საინტერესო დღე გვექნება”, – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას ბრიტანელი და გერმანელი საერთაშორისო ექსპერტები შონ მუნდი და ანია დაინცერი გაუზიარებენ. შონ მუნდი კონფერენციის მონაწილეებს ფინანსური განათლების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებას გააცნობს, ანია დაინცერი კი გერმანული შემნახველი ბანკების ფინანსური ჯგუფის გამოცდილებაზე ისაუბრებს.

კონფერენციის მუშაობაში მოქმედი კომერციული ბანკების, საქართველოს ბანკების ასოციაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ.

30.09.14

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ვის მისცეს ხმა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა?

10 years ago
„აეროპორტში დაგხვდი მუხბე და ვაი მაგ დახვედრას… ნეტა თუ ხედავდი, რამდენი გულანთებული სვანი დაგხვდა?!“ – ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან

„აეროპორტში დაგხვდი მუხბე და ვაი მაგ დახვედრას… ნეტა თუ ხედავდი, რამდენი გულანთებული სვანი დაგხვდა?!“ – ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან

3 weeks ago
ირაკლი ღარიბაშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

12 years ago

ვის და რატომ უწოდა სოსო ცინცაძემ „კვაზი ელიტა“ და „ოცნებიდან“ ვინ მიისწრაფის რუსეთისკენ

13 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by