• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

83c8353012c39ceევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ. დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტში მოხვდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი, ასევე მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა. როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, ასამბლეა მიესალმება საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას, რომელიც მიუხედავად პოლარიზებული და დაძაბული საარჩევო გარემოსი, იყო დემოკრატიული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი. “პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში ამ არჩევნებმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით შეიცვალა. ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მივულოცოთ ეს მიღწევა, რომელიც მაგალითი უნდა იყოს მთელი რეგიონისთვის”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებას თან სდევდა პოლარიზებული და ანტაგონისტური პოლიტიკური კლიმატი, განსაკუთრებით მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და “ქართული ოცნების” კოალიციური მთავრობის კოჰაბიტაციის პერიოდში. ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რიგ შემთხვევებში ეს დაძაბულობდა ჩრდილავდა ბევრ პოზიტიურ ცვლილებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს დემოკრატიულ გარემოში. “ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ ათასობით მათ აქტივისტსა და მხარდამჭერს სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოები რეგულარულად კითხავდნენ და აშინებდნენ. მთავარი ოპოზიციიური პარტიის წარმომადგენლებზე კი, მათ შორის პარლამენტის წევრებზე, განხორციელდა ძალადობრივი თავდასხმა. “უნდა აღინიშნოს, რომ ორი წლის შემდეგ ყოფილი მმართველი პარტიის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი დაპატიმრებულია, წაყენებული აქვს ბრალდებები ან გამოძიების ქვეშაა, მათ შორის დაპატიმრებული არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავიდ კეზერაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. ამასთან, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, ძლიერი და გამოცდილი ოპოზიციის გამოჩენამ, კარგად ორგანიზებულ მმართველ კოალიციასთან ერთად გააძლიერა პარლამენტისა და პარლამენტარიზმის როლი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში. მეტიც, ბევრ შემთხვევაში პარლამენტმა მიაღწია კონსესუსს ძირითადი პოლიტიკური გამოწვევების გადაჭრისას. “ასამბლეა მიიჩნევს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი განვითარება და ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს ძირითადი ევოლუცია”, – ნათქვამია რეზოლუციაში. ამასთან, ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც დაემყარება ფართო კონსესუსს და, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუციების პლუარისტულ ხასიათს. “ამ მხრივ, ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, განიხილოს პროპორციულ-რეგიონული საარჩევნო სისტემა, ღია სიების საფუძველზე, რომელზეც შეთანხმდება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების უმეტესობა. ასამბლეა მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს ცვლილებების განხორციელებისგან სადავო ან განხეთქილების ენით, ან იმ მეთოდით, რაც დაარღვევს ქვეყანაში ნებისმიერი უმცირესობის უფლებებს”, – ნათქვამია რეზოლუციაში. ასამბლეა ასევე მიესალმება კონსტიტუციური რეფორმებისთვის სახელმწიფო კომისიის შექმნას და რეკომენდაციას უწევს, რომ კონსტიტიციური რეფორმების სახელმწიფო კომისიამ მჭიდროდ ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, ასამბლეა კიდევ ერთხელ ახსენებს საკუთარ შეშფოთებას საქართველოში მართლმსაჯულებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით, ასამბლეა მიესალმება ყოვლისმომცველი რეფორმების პაკეტის მიღებას სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემისთვის, რომლის მიზანიც სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. ასამბლეა ასევე მიესალმება ნიშნებს, რომ სასამართლო ახლა უფრო დამოუკიდებლად მუშაობს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ზოგიერთი სენსიტიური სასამართლო საქმის სამართალწარმოებისას, მათ შორის ხელისუფლების ყოფილი წევრების, გამოვლინდა ხარვეზები, რომელიც უნდა გადაიჭრას. მეტიც, ასამბლეა წუხილით აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ მიაღწია კონსეუსს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი წევრის არჩევანისას. ამიტომ საჭიროა სასამართლო სისტემის, მათ შორის პროკურატურის შემდგომი რეფორმების გატარება. ასამბლეა მოუწოდებს პარლამენტს, შესამჩნევად შეამციროს სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდი მოსამართლეებისთვის, რომლებიც უვდადოდ უნდა დაინიშნონ, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროპული სტანდარტები. ასამბლეა ასევე მოუწოდებს პარლამენტს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებების შეტანისკენ ასეთი დანაშაულებებისთვის შესაძლო თავისუფლების აღკვეთის აცილების მიზნით. “ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში წინასწარი პატიმრობის ფართოდ გამოყენებასთან დაკავშირებით. ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ პატიმრობა გამოყენებული უნდა იყოს როგორც უკიდურესი ზომა, როდესაც არსებობს აშკარა მიმალვის, მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევის მცდელობა ან სერიოზული რისკი, რომ პიროვნება ჩაიდენს სერიოზულ დანაშაულს ან საფრთხეს უქმნის საზოგადოებს წესრიგს და ეს არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს მკაფიო ინსტრუქციები პროკურატურასა და სასამართლოებისთვის, რათა უზრუნველყოს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის მოთხოვნების სრული დაცვა და მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებთან სრული თავსებადობა წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერებისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ოჯახის წევრების წევრების საკუთრების დაყადაღების ფართო გამოყენებასთან დაკავშირებით ისეთი სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებიც არ შეიცავს ბრალდებებს უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულება მოწმეთა ჩვენებებისა და ნაფიცმსაჯულთა შესახებ”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. ამასთან, როგროც რეზოლუციაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობიდან გადადგომა და ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლა დემოკრატიული პროცესის ნაწილია, მიუღებელია, თუ ეს იძულების წესით ხდება. ასამბლეა სერიოზულად შეშფოთებულია სანდო ინფორმაციებით, რომ ამ ცვლილებების უმრავლება “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებზე მმართველი კოალიციის მხარდამჭერა მხრიდან ზეწოლის შედეგად განხორციელდა. ასამბლეა ასევე შეშფოთებულია “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიების ძალადობრივი ჩაშლით სავარაუდოდ “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა მხრიდან ისევე, როგორც ცნობებით იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ბევრმა ოპოზიციურმა კანდიდატმა, მათ შორის უმრავლესობამ “ნაციონალური მოძრაობიდან” საკუთარი კანდიდატურა მოხსნა თითქოსდა ხელისუფლების ზეწოლის შედეგად. “დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ ქმედებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. ხელისუფლებამ სწრაფი და ეფექტური ზომები უნდა გაატაროს მსგავსი ქმედებების დაუყოვნებელი აღკვეთისთვის და სიტაუციის გამოსასწორებლად, სადაც საჭიროა. მმართველი უმრავლესობის ლიდერებმა მკაფიო და ცალსახა სიგნალი უნდა გაუგზავნონ თავიანთ მხარდამჭერებს, რომ დაუშვებელი იქნება ნებისმიერი ზეწოლა ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე და ოპოზიციის პოლიტიკური აქტივობების დარღვევა”, – ნათქვამია რეზოლუციაში. ასამბლეა ასევე შეშფოთებულია იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება და სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და ადგილი აქვს შერჩევით და რევანშისტულ სამართალს. “ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ დანშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, მათ შორის და განსაკუთრებით მთავრობის პირებისა და პოლიტიკოსების მიერ ჩადენილი, იქნება ეს წარსულში თუ ახლა. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ყოფული მთავრობის წევრების საქმეებზე გამოძიება და დევნა ხორციელდება მიუკერძოებლად, გამჭვირვალებს და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების სრული დაცთვით, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციაში. ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ ადგილი არ უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ შერჩევით და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალს, არამედ ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არ ხდება. აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებებს და მართალია, ხაზს უსვამს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, მოუწოდებს ხელისუფლებას ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, უზრუნველყოს, რომ სამართლებრივი ქმედებები, მათ შორის წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა სააკაშვილის წინააღმდეგ არ იყოს პოლიტიკური მოტივების ზეგავლენის ქვეშ. მოუწოდებს ხელისუფლებას სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ამ საქმეებთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის არასათანადო ქცევის ნებისმიერი ბრალდება. ითვალისწინებს რა, ამ სამართლებრივი დევნების გამო შექმნილ დაძაბულ პოლიტიკურ გარემოს, ასამბლეა მიესალმება ხელისუფლების შეთავაზებას შესაძლო ამნისტიასთან დაკავშირებით ყოფილი მთავრობის პირების მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულების გარდა. ასამბლეა ასევე შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის გამო და სთხოვს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა არსებული სამართლებრივი შესაძლებლობა, შეცვალოს მისი წინასწარი პატიმრობა რომელიმე სხვა არასაპატიმრო პრევენციური ღონისძიებით”, – ნათქვამია რეზოლუციაში. ასამბლეა ასევე ხაზს უსვამს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ პრაქტიკა, როდესაც საჯარო მოხელეების სამსახურში აყვანა და გათავისუფლება ხდება მათი პარტიული კუთვნილების საფუძველზე, როგორც წინა, ისევე მოქმედი ხელისუფლების დროს, ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და უნდა შეჩერდეს. რეზოლუციის ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში უმცირესობების წინააღმდეგ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციული ქმედებების მატება, განსაკუთრებით სექსუალური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ. “ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილი სიძულვილის დანაშაულის ეფექტური გამოძიების ნაკლებობასთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა განმარტოს, რომ ასეთი ქმედება არ იქნება შეწყნარებული და ძალადობრივი და დისკრიმინაციული ქმედებების ჩამდენი ნებისმიერი დამნაშავე დაისჯება. ყველა დაინტერესებულმა მხარემ, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში მაღალი მორალური ნდობით სარგებლობენ, თავი უნდა შეიკავონ განხეთქილების ენისა და ქმედებების გამოყენებისგან, რომელმაც შესაძლოა უბიძგოს უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობისა და ვითარების გაუარესებისკენ. ასამბლეა მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მაისში მიღებულ ადამიანთა უფლებების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმას”, – ნათქვამია რეზოლუციაში. ასამბლეა ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინოს რატიფიცირება და ხელი მოაწეროს რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპულ ქარტიას, რომელიც ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების აღებული ვალდებულებაა. ასამბლეა ასევე შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქეთა სისტემატური უკანონო მოსმენების გამო, რაც ადამიანის უფლებთა დაცვის ევროპული კონვენციით აღებულ ქვეყნის ვალდებულებას არღვევს. “მივესალმებით რა ამ საკითხთან დაკავშირებით გატარებულ ბოლო ზომებს, ასამბლეა მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ არის საჭირო სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა შეგროვებისა და მოსმენების დასარეგულირებლად ყოვლისმომცველი კანონმდებლობა”, – ნათქვამია რეზოლუციაში. როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული განვითარების კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაჩრდილა ყოფილი მმართველი პარტიის თითქმის ყველა ლიდერისა და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებმა და სამართლებრივმა დევნამ, რაც ბადებს კითხვებს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით. “ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაძლეულ იქნას ანტაგონიზმი, პოლარიზაცია და რევანშის გრძნობა, რომელიც კვლავაც არსებობს პოლიტიკურ გარემოში. მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა ხელი შეუწყონ ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტს ამ კუთხით”, – ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში. 02.10.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

სამეგრელო-ზემო სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდა

11 years ago
“ვუსურვებ წარმატებებს სპორტსმენებს”

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება

10 years ago
ვლადიმერ პუტინმა ირანისთვის სარაკეტო კომპლექსის მიყიდვაზე აკრძალვა გააუქმა

ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა

9 years ago
იგივე გზა 20 საუკუნის შემდეგ – 17 მაისს აწყურის ღვთისმშობელი სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანდება

იგივე გზა 20 საუკუნის შემდეგ – 17 მაისს აწყურის ღვთისმშობელი სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანდება

11 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by