• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

იუსტიციის სამინისტროს თანამშომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
იუსტიციის სამინისტროს თანამშომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

logod_geo(1)(1)იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კორუფციის ფაქტი გამოავლინეს.

აქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, 2014 წლის 5 ოქტომბრიდან, მიმდინარეობს გამოძიება მოხელეთა მიერ ქრთამის აღების ფაქტზე. მათივე ინფორმაციით, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქის ზეპირი შეტყობინება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტის მხრიდან ქრთამის მოთხოვნის შესახებ.

“გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ მოქალაქებმა (ვ.გ.-მ, რ.ბ.-მ) გადაწყვიტეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა შემდგომი რეალიზაციის მიზნით და აღნიშნულის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირება. ამისათვის, 2014 წლის 24 სექტემბერს, მოქალაქე (ვ.გ.) დაუკავშირდა მის ნაცნობს – ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტს (რ.გ.-ს) და სთხოვა დახმარება ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის დაჩქარებული წესით დაყოფასა და რეგისტრაციაში. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტმა დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, მოქალაქეს (ვ.გ-ს) მოსთხოვა 650 ლარის გადახდა”, – განმარტავენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, 2014 წლის 10 ოქტომბერს, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში ნაკვეთის დაყოფის შესახებ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტმა (რ.გ.-მ) მოქალაქისგან (ვ.გ-სგან) რეგისტრაციის დაჩქარებული წესით (5 სამუშაო დღის ნაცვლად 3 დღეში) დასრულების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 650 ლარი.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტი (რ.გ).

უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას აგრძელებს.

“სამართალდამცავი ორგანოები, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, იღებს და კვლავაც მიიღებს აქტიურ ზომებს ქრთამის დანაშაულთან ბრძოლის მიზნით და საჯარო სამსახურში კორუფცია ვერ დაბრუნდება”, – აცხადებენ სამინისტროში.

10.10.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

თბილისი Thrillist-ის სამოგზაურო სიაშია  მოხვდა

თბილისი Thrillist-ის სამოგზაურო სიაშია მოხვდა

7 years ago

საია მიხეილ სააკაშვილს ზურა ვაზაგაშვილის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამრთლოში უჩივის

13 years ago
„დანა გულში აქვს ჩარტყმული“ – ხონში კაცი მოკლეს

„დანა გულში აქვს ჩარტყმული“ – ხონში კაცი მოკლეს

3 years ago

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა

9 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by