დღეს, 18:00 საათზე, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცირე დარბაზში გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემიის – „ერთგულება’’ გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
2014 წელს ქართველი მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის დაბადებიდან 60 წელი სრულდება.
გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო ინკორპორაცია-ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრ „ამირანის“-ს საქართველოს წარმომადგენლობამ დააფუძნა.
პრემიის მიზანია გამოავლინოს ათი საუკეთესო მინიატურა, მათ შორის პირველი სამეული საპრიზო ადგილის მფლობელი გახდება.
კონკურსზე შემოსული ნამუშევრები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ, ცნობილი ლიტერატორების შემადგენლობით.
კონკურსი ყოველწლიურად გაიმართება.
28.10.14






