• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი: “ალასანიას განცხადება იყო უპასუხისმგებლო”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

irakli-garibashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანიას დღევანდელ განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს. როგორც ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ალასანიას განცხადება იყო უპასუხისმგებლო, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე არის შეტევა.

“ალასანიას განცხადება იყო უპასუხისმგებლო, რომ სამინისტროში მიმდინარე გამოძიება არის ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე შეტევა. ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის არჩევანი და ეს პროცესი არის შეუქცევადი. საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული საგარეო კურსი, რომელიც ითვალისწინებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არ არის და არასოდეს იქნება დამოკიდებული ერთი რომელიმე მინისტრის პოზიციაზე. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა, – ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ცოტა ხნის წინ, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამას წინ უძღოდა თავდაცვის მინისტრის განცხადება, როდესაც მან პროკურატურის ბოლოდროინდელი ქმედებების პოლიტიკურ სარჩულზე და ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დღეებში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური სარჩული შეინიშნება. “მინდა დღეს მივმართო საზოგადოებას, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით პროკურატურის ნაბიჯებზე, რომელიც დღესაც გაგრძელდა. რამდენიმე ჩვენს თანამშრომლებს წაუყენეს ბრალი. აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული. მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი წასული იყო კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე და ხელი ეწერებოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, როდესაც კაპანაძე იმყოფება ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე ვაშინგტონში, გრძელდება დაკავებები და დააკავეს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი. ჩვენ არ გვითქვამს, რომ გამოძიებას ვინმე წინ უნდა დაუდგეს, გვქონდა ეჭვი, თუ რა საფუძველი იყო იმის, რომ ეს ადამიანები იყვნენ ციხეში, ესენი არსად არ გარბოდნენ და მაღალი თანამდებობის პირები ჩაუდგნენ თავდებში”, – განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, ადგილი აქვს მიზანმიმართულ შეტევას თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. “ეს არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ჩვენი ქვეყნის ორიენტაციასა და ჩვენი ქვეყნის მომავალთან. ხვალ მივმართავ ჩვენი მმართველი კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს, შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საითკენ მიჰყავს ამ მოვლენებს ჩვენი ქვეყანა. ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე, ეს არის შეტევა იმ სტრუქტურაზე, რომელიც გამორჩეულია საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზაზე. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ კარგად ვიცი ვისი გორისა ვარ. ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, ვერც ის ტალახი, რომელიც იყო ზოგიერთი მედიის წარმომადგენლის მხრიდან ნასროლი. მე გპირდებით ქართულ საზოგადოებას, რომ ბოლომდე მივიყვან ჩემს მიერ დაწყებულ საქმეს და ვუერთგულებთ იმ იდეალებს, რომლისთვისაც საზოგადოებასთან ერთად ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა მთავარია სიმშვიდე სიბრძნე და მტკიცედ გავაგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის ბრძოლა”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2012 წელს დაინიშნა. 2006 წლის ივნისიდან 2008 წლის დეკემბრამდე ალასანია გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო. 2006 წლის 17 მარტამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში. იგი ასევე იყო პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. 2005 წლის 15 თებერვალს ალასანია დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად აფხაზეთში. 2002 წლის იანვრიდან ალასანია იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, მანამდე 2001 წლის ოქტომბრიდან იგი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს. 2004 წლის 16 ივლისიდან იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ხოლო ამ პოზიციის დაკავებამდე იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 2009 წელს ალასანიამ ჩამოაყალიბა პარტია “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”. იმავე წლის თებერვალში ის გაწევრიანდა პოლიტიკურ ალიანსში “ალიანსი საქართველოსთვის”, რომლის წევრები, ასევე, იყვნენ “საქართველოს რესპუბლიკური პარტია” და “ახალი მემარჯვენეები”, ხოლო მოგვიანებით ალიანსს შეუერთდა ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. 2009 წლის გაზაფხულზე ალასანია პარტიასთან ერთად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ალიანსმა თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურა წარადგინა. ალასანია არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების 19%-ით. არჩევნების შემდგომ მან გიგი უგულავას გამარჯვება მიულოცა. 2010 წლის ზაფხულში “ალიანსი საქართველოსთვის” დაიშალა. 2011 წლიდან ირაკლი ალასანია არის კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. 04.11.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ირანული მარილის სინჯები აიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ირანული მარილის სინჯები აიღო

13 years ago

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

10 years ago

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ნარკოდამოკიდებული პირებისთვის დახმარებას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას”

8 years ago

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად ბერლინს ეწვია

10 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by