• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მე იმედს ვიტოვებ, რომ როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, “თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ ურთიერთობას დაიწყებენ”

12 years ago
in პოლიტიკა
A A
“მე იმედს ვიტოვებ, რომ როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, “თავისუფალი დემოკრატები”  ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ ურთიერთობას დაიწყებენ”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10690321_747589475332131_5022975887622460122_nსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ “თავისუფალი დემოკრატები” სიტუაციის დაწყნარების შემდეგ ხელისუფლებასთან გონივრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობას დაიწყებენ. როგორც ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე განაცხადა, “თავისუფალი დემოკრატების” წევრები კარგი და წესიერი ადამიანები არიან და იმედოვნებდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა კოალიციაში დარჩებოდა.

“ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ისეთ პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც მზად არის მთავრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რათა ქვეყანამ მიაღწიოს წინსვლას და განაგრძოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. იმედი მქონდა, რომ “თავისუფალი დემოკრატები” დარჩებოდნენ მმართველ კოალიციაში. მე იმედს ვიტოვებ, რომ როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, ისინი ხელისუფლებასთან გონივრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობას დაიწყებენ. ისინი კარგი და წესიერი ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. სიმართლე გითხრათ, მათი გადასვლა ოპოზიციაში ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ალასანიას საჯარო პასუხი თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესთან მიმართებაში იყო უპასუხისმგებლო და მან ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს.
“მთავრობის წევრი არ უნდა აკეთებდეს ისეთ ბრალდებებს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ურთიერთობები ჩვენს ევროპელ და ევრო-ატლანტიკურ პარტნიორებთან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეებზე არანაირი გავლენა არ ექნება.

“მესმის, რომ ამ ცვლილებებმა ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში კითხვები შეიძლება წარმოშვას. ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება! ამ ბოლო დღეების განმავლობაში განვითარდა მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიდა საკითხები, რომლებსაც არავითარი გავლენა არ ექნება ჩვენს საგარეო საქმეებზე. ნება მომეცით, ცალსახად განვაცხადო, რომ მართალია მთავრობაში ცალკე პირები და პოლიტიკური კავშირები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი ერთგულება ევროატლანტიკური კურსისადმი უცვლელია. ის არა მხოლოდ ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია, არამედ ქართველი ხალხის ნებაც, რომლის სამსახურში ყოფნის პატივიც მე მხვდა წილად. საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია. მე პირადად ვხედავ ევრო-ატლანტიკურ კურსს, როგორც მშვიდობიანი და გაბრწყინებული საქართველოს ერთადერთ გზას. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მისიის ბირთვი. მე არ მინდა, რომ ერთი წამით მაინც შეიტანოთ ეჭვი ევროატლანტიკური არჩევანისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებაში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული გამოძიების დეტალებს ვერ ჩაუღრმავდება, სახეზეა სერიოზული ბრალდებები, რომლებიც საჭიროებს გამოძიებას.

“როგორც მრავალჯერ მითქვამს, კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ არ წავალთ არანაირ დათმობაზე პოტენციური კორუფციის გამოვლენაში, მიუხედავად იმისა თუ რომელი მინისტრი ან სტრუქტურაა ამაში გარეული. ქართველი ხალხი იმსახურებს ეფექტურ მთავრობას, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი კორუფციისა და ძალაუფლების გადამეტებისგან. ახლა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ წინსვლა და დაუღალავი შრომა, რათა ვემსახუროთ ქართველი ხალხის ოცნებებს.

მისივე თქმით, მინდია ჯანელიძე იქნება შესანიშნავი თავდაცვის მინისტრი.

“მინდია ჯანელიძე, რომელსაც ზოგიერთი თქვენგანი ალბათ უკვე იცნობს, იქნება შესანიშნავი თავდაცვის მინისტრი. მისი ხელმძღვანელობით თანამშრომლობა თქვენს ქვეყნებთან გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში დასახელდება ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროინტეგრაციის მინისტრი. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შესანიშნავად შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს. ისინი იქნებიან ადამიანები, რომლებთანაც თქვენ შეძლებთ მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

06.11.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

„რუსების მონები თავადვე ხართ! ჩემი და გენოს მამა-პაპები ყოველთვის იბრძოდნენ ქვეყნის დასაცავად…“ – რას წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გენო პეტრიაშვილის მეუღლე, ნინი მშვიდობაძე

„რუსების მონები თავადვე ხართ! ჩემი და გენოს მამა-პაპები ყოველთვის იბრძოდნენ ქვეყნის დასაცავად…“ – გენო პეტრიაშვილის მეუღლე, ნინი მშვიდობაძე

1 year ago

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა

9 years ago
ფინანსთა მინისტრობიდან  პრემიერ-მინისტრობამდე –  მამუკა ბახტაძის ბიოგრაფია

12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციისთვის 80 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

8 years ago
“ნიკას ავტობანზე მანქანა დაეჯახა და დაიღუპა…” – რა დეტალები ხდება ცნობილი ალექსანდრე ზაზარაშვილის ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე

“ნიკას ავტობანზე მანქანა დაეჯახა და დაიღუპა…” – რა დეტალები ხდება ცნობილი ალექსანდრე ზაზარაშვილის ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე

2 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by