• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, December 4, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რელიგიური დაპირისპირებების საკითხზე მსჯელობა გაიმართა

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა NX-თან ერთად დაიწყო დისკუსიების ციკლი – საქართველოში რელიგიური უმცირესობებისა და  ტოლერანტობის პრობლემაზე. რამოდენიომე დღის წინ, ონოვაციებისა და განვითრების ფონდში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე:  ”რელიგიური უმცირესობებისა და ტოლერანტობის პრობლემა საქართველოში”

unnamed

დისკუსიაში მონაწილე მხარეები იყვნენ: მამა ბიძინა გუნია, სომხური ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ლევონ ისახანიანი, საქართველოს აზერბაიჯანელ სტდენტთა კავშირის წევრი, უფლებადამცველი ჯეიჰუნ ნარზალოვი, უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე და ექსპერტი ემზარ ჯგერენაია.

დისკუსიაზე წარმოდგენილმა მხარეებმა განიხილეს ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარი ფაქტები, რომელიც რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას შეეხებოდა და სახელმწიფოს პრობლემის გადაჭრის გზებზე მიუთითეს.

გამართულ დისკუსიას ასევე ესწრებოდნენ სტუდენტები, რომელთაც კითხვის დასმის და დისკუსიაში ჩართვის საშუალება ჰქონდათ.

givi chiqovaniდისკუსიის ორგანიზატორ, გივი ჩიქოვანს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ყველაზე რელევანტური თემა რელიგიური უმცირესობების პრობლემატიკაა.

„ინოვაციებისა და განვითარების ფონდში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე” რელიგიური უმცირესობებისა და ტოლერანტობის პრობლემა საქართველოში“. დისკუსია იყო იმ საკითხებზე და ქმედებებზე, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა და რომელიც, ძალიან არატოლერანტულია. დისკუსიის ფარგლებში, შევეხეთ საქართველოში არსებულ აბსოლიტურად ყველა რელიგიური უმცირესობის საკითხს. სტუმრები მოწვეულები იყვნენ, როგორც მართლმადიდებლური, ასევე მუსლიმური და სხვა რელიგიური უმცირესობების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებიდან, ასევე პროფესორები და ექსპერტები. ღონისძიებას დაესწრო ასამდე ადამიანი, ასევე გვქონდა ლაივსტრიმი, ანუ ნებისმიერ მსურველს ინტერნეტით ქონდა კითხვის დასმის საშუალება.  ეს დისკუსია, არ იყო ერთჯერადი ხასიათის, მსგავსი პანელური დისკუსიები ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ოფისში ყოველკვირა გაიმართება. ჯერჯერობით ქვეყანაში ყველაზე რელევანტური თემა რელიგიური უმცირესობების პრობლემატიკაა,“ – აცხადებს გივი ჩიქოვანი.

10805433_875798795794438_2060615229_nჯეიჰუნ ნარზალოვი, რომელიც რელიგიური უმცირესობების უფლებადამცველია, თვლის, რომ ძალადობა, რელიგიურ უმცირესობებზე ბოლო ორი წლის განმავლობაში უფრო გახშირდა, მაგალითად კი ბოლო პერიოდში  – ქობულეთში მედრესეს თავზე ღორის თავის ჩამოკიდება, ასევე სოფლე ჭელაში, მეჩეთის მინარეთის დანგრევა, სამცხე-ჯავახეთში მუსლიმების პარასკევის ლოცვის აკრძალვა, აჭარაში, სოფელ მოხეში, მეჩეთის დანგრევა მოპჰყავს და მიიჩნევს, რომ ამ პრობლემებში, სახელმწიფომ უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოს, ორივე მხარე მრგვალ მაგიდასთან დასვას და შეარიგოს. ”ყველა პრობლემა სახეზეა, ბოლო ორი წლის განმავლობაში უფრო გახშირდა რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის ფაქტები, არ ვამტკიცებ იმას, რომ ხელისუფლება ჩაერია ამ საკითხში, მაგრამ ფაქტია, რომ ძალადობა რელიგიურ უმცირესობებზე ბოლო ორი წლის „განმავლობაში უფრო გახშირდა. მაგალითად ქობულეთში მედრესეს თავზე ღორის თავის ჩამოკიდება, ასევე სოფლე ჭელაში, მეჩეთის მინარეთის დანგრევა, სამცხე-ჯავახეთში მუსლიმების პარასკევის ლოცვის აკრძალვა, ბოლო ინციდენტი კი აჭარაში, სოფელ მოხეში, მეჩეთის დანგრევა იყო.   არ ვიცი ამის მოტივაცია რა იყო, თუმცა მიზანი ნათელია.რელიგიურ უმცირესობებზე ხორცილედება, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მორალური და ზნეობრივი ზეწოლა, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოში თავს დაუცველად და შეურაცყოფილად მიიჩნევენ. ჩემი აზრით, ამ პრობლემაში სახელმწიფომ უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოს, ორივე მხარე მრგვალ მაგიდასთან დასვას და შეარიგოს. პრობლემა ასე გადაწყდება, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა თითოეული ადამიანის პრიბლემა უნდა გაანალიზოს და ისე გადაწყვიტოს როგორ უნდა მოიქცეს, ისე რომ მეორე მხარის გაღიზიანება არ გამოიწვიოს,“ – აღნიშნავს ნარზალოვი.

maxresdefaultმამა ბიძინა გუნია: ”როცა სასულიერო პირი რაიმე აზრს გამოთქვამს, ფიქრობენ, რომ ეს არის ეკლესიის აზრი და არა კერძო პირის აზრი. რაც ასე არ არის. რეგილიური უმცირესობებისა და ტოლერანტობის საკითი, არა მარტო დისკუსიაზე შეკრებილ ახალგაზრდობასა და საქართველოს აწუხებს, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოს. ამას აქვს რამდენინე მიზეზი, მათ შორის – საკომუნიკაციო ენის არასრულყოფილება. როდესაც, ჩვენ ვსაუბრობთ რაიმე თემაზე, გვგონია, რომ ერთმანეთის გვესმის, სინამდვილეში კი ასე არ არის. უნდა შეიქმნას, საკომუნიკაციო ენა, რომელიც გაითვალსიწინებს ყველა მხარის აზრს და არ მოწყდება წარსულს. იმედი მაქვს, მომავალი თაობა ტოლერანტობის საკითხში უფრო დადებით ნაბიჯებს გადადგამს. ეს გაუგებრობა, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლობასთან საკომუნიკაციო ენის არარსებობის ბრალია, უწმინდესისა და უნეტარესის სიტყვებს მოვიშველიებ, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა.”

levon isaxalianiლევონ ისახანიანი, სომხური ეპარქიის წარმომადგენელი: ”გავრცელებულია აზრი, თითქოს საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა და ქართული საზოგადოება არის ტოლერანტული საზოგადოება. ამასთან დაკავშირებით, მე ორგვარი აზრი მაქვს, პირველი – დიახ ასეა. ასე, რომ არ იყოს, ამდენი არამართლმადიდებელი და არაქართველი საქართველოში ვერ იცხოვრებდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ისტორიული ტოლერანტობა ზოგ შემთხვევაში მეორე პლანზე იწევს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გვაქვს არამართლმადიდებლურ ეკლესიის მრევლთან. არსებობს გარკვეული, შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის გამოვლინებები არამართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ.”

giorgi mshvenieredzeგიორგი მშვენიერაძე, რომელიც უფლებადამცველია თვლის, რომ სახელმწიფოს არ უნდა შეექმნა რელიგიურ საკითხთა სააგენტო, რადგან მას არ უნდა აინტერესებდეს რელიგია, სახელმწიფომ უნდა შექმნას კანონმდებლობა, რომლელიც დაიცავს რელიგიურ უმცირესობათა უფლებებს.

”ისტორიიდან ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის, ახლა კი კრიტიკა ხშირად საზოგადოებისკენ არის მიმართული. არის აზრი, რომ საზოგადოებაა არატოლერანტული და ამიტომ გვაქვს ასეთი სურათი რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით. შესაძლებელია, ასეც იყოს, მაგრამ პირველრიგში, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სახელმწიფომ. თუკი სახელმწიფო არ განახორცილებს სწორ პოლიტიკას, მათ შორის სწორ საგანმანათლებლო პოლიტიკას, თუკი შემწყნარებლობის სწავლა არ მოხდება სკოლიდან,  შეუძლებელია ადამიანები ბუნებით იყვნენ ტოლერანტები. ამ ყველაფრის შესწავლა უნდა მოხდეს ბავშვობიდან. სახელმწიფოს არ უნდა შეექმნა რელიგიურ საკითხთა სააგენტო, რადგან მას არ უნდა აინტერესებდეს რელიგია, სახელმწიფომ უნდა შექმნას კანონმდებლობა, რომლელიც დაიცავს რელიგიურ უმცირესობათა უფლებებს,“ – აცხადებს მშვენიერეაძე.

???????????????????????????????ემზარ ჯგერენაია, ექსპერტი: ”ჩვენს ეკლესიას თავისი თავი ესმის, როგორც ქართველთა ეკლესია. პავლე მოციქულის სიტყვებით კი, ქრისტესთვის ყველა თანასწორია. ქრისტიანობა არ არის ნაციის რელიგია, ეს არის პიროვნების რელიგია. მორწმუნე ქრისტიანი ყველა თანასწორია. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ პრობლემებზე, მაგრამ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ქართველმა, სომეხმა თუ აზერბაიჯანელმა  უნდა გაიგოს,  რომ ეს არის ახალგაზრდა სახელმწიფოს პრობლემები. ხელუსუფლება, კი უნდა იყოს შეუვალი თავის მოქმედებაშიროდესაც, საქმე ეხება კანონის დარღვევას, განსაკუთრბეით კი რელიგიურ საკითებში. ბოლო პერიოდში, რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა და ცხადია, სახელმწიფოს ამაზე ადეკვატური პასუხი არ ქონია.

სტუდენტი გიორგი რუსიას თქმით,  მან დისკუსიაზე დასვა საკითხი იმის, შეასხებ, რომ ქვეყანაში დისკრიმინაციის საკითხები დარეგულირება სახელმწიფოს კომპეტენციაა, თუმცა მის აზრს გამოხმაურება არ მოყვა.

unnamed (1)”როდესაც დისკუსიაზე ჩემი აზრის დაფიქსირების საშუალება მომეცა განვაცხადე, რომ რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის საკითხები სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს, მან უნდა აღკვეთოს ცალკეული შემთხვევებიც. არ შეიძლება ვისაუბროთ ერთბაშად მთელი საზოგადოების ტოლერანტობის საკითხზე, რადგან ეს ინდივიადუალური საკითხია, თუმცა ჩემს მიერ გამოთქმული აზრი უპასუხოდ დარჩა. შეინიშნებოდა ტენდენცია იმის, რომ სხვა რელიგიის ინტერესები უფრო იყო წამოწეული ვიდრე მართლმადიდებლობის. დისკუსიაზე ძირითადად განხილული იყო საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის საკითხები და საერთოდ არ დასმულა საკითხი იმის, შესახებ თუ რამდენად არის სხვა ქვეყნებში დაცული მართლმადიდებლური რელიგიის ინტერესები. მეზობელ ქვეყნებში ქართველების დისკრიმინაციის ფაქტებიც შეინიშნება, ტოლერანტობა მხოლოდ ქართველებს არ უნდა მოეთხოვებოდეს ,” – აცხადებს გიორგი რუსია.

10818561_875844062456578_1207498427_nსტუდენტი – ბაჩო ჩუბინიძე: ”სიმართლე გითხრათ, მე აღნიშნული ღონისძიებით კმაყოფილი არ ვარ, რადგანაც არ იყო სრულად მოწოდებული ის ინფორმაციები, რაც დაგვეხმარებოდა სტუდენტებს. მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენი, მართმადიდებლების, ინტერესები უფრო მეტად იქნებოდა დაცული, თუმცა იმედები არ გამიმართლდა, მეტწილად ჯოხი ჩვენზე ტყდებოდა,” – განაცხადა ჩუბინიძემ.

დისკუსიაზე ასევე სტუდენტებმა დასვეს კითხვა წმინდა ბარბარეს სახელობის ვანდალურად დარბეულ ტაძართან დაკავშირებით, თუმცა ამ შეკითხვასაც პასუხი არ გაეცა.

ვრცელი მსჯელობის შემდეგ დისკუსიის მთავარ კითხვა თუ რამდენად ტოლერანტული ერი ვართ პასუხგაუცემელი დარჩა.

 18.11.14

ნინა პირტახია

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025
62 წლის ქალის ისტორია, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა – მას 27 წლის ქალი, სხეულის ვაჭრობით მიღებულ თანხას ფიზიკური განადგურების მუქარით სძალავდა
ახალი ამბები

62 წლის ქალის ისტორია, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა – მას 27 წლის ქალი, სხეულის ვაჭრობით მიღებულ თანხას ფიზიკური განადგურების მუქარით სძალავდა

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025
  • მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა 12/02/2025
  • ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In