• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საინფორმაციო კომუნიკაციების სექტორის სწრაფი ტემპით განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის”

11 years ago
in პოლიტიკა
A A
“საინფორმაციო კომუნიკაციების სექტორის სწრაფი ტემპით განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

resizeირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ტელეკომუნიკაციების ინდიკატორების საერთაშორისო სიმპოზიუმი გახსნა. მთავრობის მეთაურმა საინფორმაციო კომუნიკაციების სექტორის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული სექტორის განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

“სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ღონისძიება ახლახან გამართული ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) სრულუფლებიანი კონფერენციის – PP-14-ის შემდეგ თბილისში იმართება. მინდა პატივისცემა გამოვხატო ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მიმართ. მინდა აგრეთვე ხუალინ ჯაოს მივულოცო ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის გენერალურ მდივნად არჩევა, ხოლო ბატონ ბრაჰიმა სანოუს ამ კავშირის განვითარების ბიუროს დირექტორად ხელმეორედ არჩევა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მაღალგანვითარებული საინფორმაციო კომუნიკაციების სექტორი ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მძლავრი საშუალებაა. ამ სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანი სფეროს სწრაფი ტემპით განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის და პირადად ჩემთვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ახალმა ტექნოლოგიებმა, ინოვაციებმა, მაღალგანვითარებულმა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის შემდგომ განვითარებასა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვნად გაზრდას.
„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან და უკვე აქტიურად ვმუშაობთ „ინოვაციური საქართველო 2020“-ის სტრატეგიისა და მისი განხორციელებისთვის პროექტების შესამუშავებლად. შეიქმნება საქართველოს ტექნოლოგიური პარკი და საქართველოს მასშტაბით სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები. 2014 წელს, ჩემი ინიციატივით დამტკიცდა კონცეფცია – „ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს“. ეს კონცეფცია ითვალისწინებს მთელ ქვეყანაში ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას. ასეთი ინფრასტრუქტურის მეშვეობით მოხდება ყველა დასახლებული ტერიტორიის ჩართვა მაღალი გამტარობის თანამედროვე ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში. მისი დანერგვის ერთ-ერთ მთავარი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ფართოზოლოვანი 30 მეგაბაიტი/წამში სიჩქარის ინტერნეტით მოცვა და მოსახლეობის 50 პროცენტის უზრუნველყოფა 100 მეგაბაიტი/ წამში სიჩქარის ინტერნეტით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველანაირად შეუწყობს ხელს ინვესტორებს ამ ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესში და უზრუნველყოფს მათთვის ხელსაყრელ პირობებს.
მისივე თქმით, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირისა და ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილებების თანახმად, საქართველოში 2015 წლის 17 ივნისამდე განხორციელდება ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა.
„მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარების კუთხით საქართველომ საგრძნობ პროგრესს მიაღწია და ეს იმ ახალი რეფორმების შედეგია, რომელთა მიზანიც იყო ამ სექტორის ლიბერალიზაცია, დემონოპოლიზაცია და აგრეთვე ბიზნესის დაწყების პროცედურების გამარტივება. საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში აისახა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების გლობალურ ანგარიშში, რომლის ქსელური მზადყოფნის ინდექსში (NRI) საქართველომ 88-ე პოზიციიდან მე-60 პოზიციაზე გადაინაცვლა. ჩვენ ბოლო ორ წელიწადში 28 პოზიციით გავიუმჯობესეთ რეიტინგი, რაც საუკეთესოა ამ რეიტინგში. მართვის ელექტრონული სისტემების სხვადასხვა მრავალრიცხოვანი სერვისის დანერგვითა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენებით ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის, პერსონალური დოკუმენტების გაცემის პროცედურებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ მომსახურებას სულ რაღაც 15-20 წუთი სჭირდება. მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი ეს არის ის ცენტრი, რომელსაც ცოდნის გაზიარებისა და თანამშრომლობის პროცესში შეუძლია უზრუნველყოს მაქსიმალური ინტერაქცია ქვეყნებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ეპოქაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და საქართველოს შორის მრავალმხრივი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
24.11.14
ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

წელიწადნახევრიანი ძებნის შემდეგ ცნობილი ხდება დათა ახალაიას სავარაუდო ადგილსამყოფელი

12 years ago

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

8 years ago
ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის – შსს

ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის – შსს

3 years ago

,,მსოფლიო სურსათის დღე“ საქართველოშიც აღინიშნება

10 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by