• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები განცხადებას ავრცელებენ

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები განცხადებას ავრცელებენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

news_12169საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები რუსეთსა და აფხაზეთის დეფაქტო რეჟიმის მეთაურს შორის ხელმოწერილ ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების” თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები ითვალისწინებენ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 17 ოქტომბრის განცხადებას, რომლის მიხედვით, ე.წ. “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების” ხელმოწერა არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ძირძველი კუთხის – აფხაზეთის – სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი;

სოჭში გაფორმებულ ე.წ.”ხელშეკრულებას”, აფასებენ, როგორც თბილისსა და სოხუმს შორის ნდობის აღდგენისა და ურთერთობების განახლების პროცესის ხელშემშლელ აქტს,რომელიც უპირველეს ყოვლისა, ოკუპაციის განმტკიცებას ემსახურება და განიხილავენ მას, როგორც საქართველოს სუვერენული არჩევანის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას,
უკანონოდ ცნობენე.წ. “ხელშეკრულებას” ისევე, როგორც რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დეფაქტო რეჟიმს შორის 2008 წლიდან დღემდე გაფორმებულ სხვა “შეთანხმებებს”.

ხაზგასმით აღნიშნავენ,რომ რუსეთის ფედერაცია მუდმივად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას,საქართველოს კონსტიტუციას, გაერო-ს წესდებას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ფაქტობრივად მიერთებისათვის უკანონო სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური “საფუძვლების” მომზადებით გამოიხატება.

აღნიშნავენ, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებელია ორი ქვეყნის გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების რეალიზებისათვის, კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს დამკვიდრებისათვის.

გმობენ აფხაზეთის დეფაქტო რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ე.წ. “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის” შესახებ ხელშეკრულებას, ვინაიდან იგი:

– წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის განმტკიცებისა და “დაკანონების” მცდელობას, რაც შეუთავსებელია საერთაშორისო სამართალთან და კეთილმეზობლობის პრინციპებთან;

– წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს,

– არის აშკარა და უხეშიგამოწვევა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ;

ამძიმებს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები, განსაკუთრებით ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებრივმდგომარეობას;საფრთხეს უქმნის აფხაზი ეთნოსის და საზოგადოების იდენტობას, კულტურულ თვითმყოფადობას და განვითარების პერსპექტივას;

– ხელს უშლის საოკუპაციო ხაზით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ურთიერთობებს, ისევე როგორც რეგიონის ხალხთა შორის ურთიერთობებს, ნდობის აღდგენასა და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას:

1. აქტიურად განახორციელოს კოორდინირებული ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობისათვის ამომწურავი ინფორმაციის რეგულარულ რეჟიმში მიწოდება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ამ უკანონო ქმედებისა და მისი უარყოფითი შედეგების თაობაზე და ამ მიზნით დაუყოვნებლივ განახორციელოს პირდაპირი კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებთან და მთავრობის ხელმძღვანელებთან; გააგრძელოს აქტიური კონსულტაციები ევროკავშირთან, სამხრეთ კავკასიაში მის სპეციალურ წარმომადგენელთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა სხვა თანათავმჯდომარესთან აღნიშნული ფორმატის მაქსიმალური გამოყენების მიზნით;

2. მიმართოს ყველა ღონეს, რათა რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების სრულად შესრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ანექსიის პოლიტიკის შეწყვეტის მოთხოვნამ მაქსიმალურად პრიორიტეტული ადგილი დაიკავოს საერთაშორისო და დასავლეთისა და რუსეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში, მათ შორის მწვავედ დააყენოს აღნიშნული საკითხები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე.

3. სრულად აამოქმედოს საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მრავალმხრივი სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სხვა ბერკეტები და შეაჯამოს რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ფორმატში დაწყებული დიალოგის შედეგები და განსაზღვროს აღნიშნული ფორმატის სამომავლო ეფექტიანობის საკითხი.

4. აქტიურად იმუშაოს საერთაშორისო მედიასთან, ანალიტიკურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის საფრთხის აქტუალიზაციის მიზნით;

5. განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ანალოგიურ ქმედებათა გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ გატარებულ პოლიტიკასა და მოთხოვნებში, თვალსაჩინო ადგილი ეკავოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და მათი ანექსიის საფრთხის საკითხებს;

6. გააძლიეროს ძალისხმევა აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერისა და აფხაზი ხალხის ევროპული პერსპექტივის გასამტკიცებლად, საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი სტრატეგიის ფარგლებში;

7. უზრუნველყოს საერთაშორისო ჩართულობის გაძლიერება, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია და ცნობიერების ამაღლება რუსეთის ანექსიური პოლიტიკის პირობებში აფხაზი ხალხის იდენტობის, უსაფრთხოების, კანონიერი ინტერესების სრულფასოვანი დაცვისა და განვითარებისათვის.

8. მიმართოს მსოფლიო თანამეგობრობას, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადაგმულ მორიგ ნაბიჯს და გაატაროს კონკრეტული ზომები აღნიშნული უკანონო ქმედებების შესაჩერებლად.

ფრაქციები მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების (ნატო) ორგანიზაციას: დროულად დაიწყოს ნატოს კარდიფის სამიტზე მიღებული თანამშრომლობის პაკეტის სრულფასოვანი განხორციელება. მოუწოდებენ ევროკავშირს: მაქსიმალურად დააჩქაროს საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი. მათ შორის: – ევროკავშირის ქვეყნების მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული რატიფიკაცია; – 2015 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; – საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება”, – ნათქვამია განცხადებაში.

29.11.14

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4075 ლარი გახდა

9 years ago

გიორგი ქადაგიძემ ჩინეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა

13 years ago
გარდაცვლილია მამა, მისი ორი ვაჟი და მათი ნათესავი” – ცნობილია უმძიმესი ავარიის შედეგად დაღუპულთა ვინაობა

გარდაცვლილია მამა, მისი ორი ვაჟი და მათი ნათესავი” – ცნობილია უმძიმესი ავარიის შედეგად დაღუპულთა ვინაობა

2 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესის უმცირესობის ლიდერს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესის უმცირესობის ლიდერს შეხვდა

13 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by