• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, February 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – გერმანიის ანგარიში

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – გერმანიის ანგარიში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გერმანია ევროკავშირის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა (1952 წლიდან) და ევროპის ქვეყნებიდან საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.

2013 წლის მონაცემებით იგი საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების რე­ი­ტინ­გში მე-11 ადგილს იკავებდა, ქვეყნის მთლიან ექსპორტში 2,5%-იანი წილით.

იმავდროულად 2013 წელს გერმანია საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების რეი­ტინ­გ­ში მე-6 პოზიციას იკავებდა, მთლიან იმპორტში – 5,7 %-იანი წილით, ხოლო ევრო­კავშირის ქვე­ყ­ნებიდან იმპორტში – 19,8%-იანი წილით.a

2014 წლის იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირის წევრი სახელმწი­ფოებიდან  გერმანია კვლავ საქართველოს  ერთ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამ პერიოდში იგი ჩვენი ქვეყნის უმსხვილეს ექსპორ­ტიორ ქვეყნებში მე-12 ადგილს იკავებს – მთლიან ექს­პორ­ტში კვლავ 2,3%-იანი წილით, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოს ექსპორ­ტი­ო­რებში მისი წილი გაცილებით მეტი იყო (10,7 %)

საქართველო-გერმანიას შორის საგარეო ვაჭრობის ანალიზი  2000-2014 წლებში წარ­მოდ­­გენილია  ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე:

10883769_915982305079764_364849544_o

2013 წელს ჩვენი ქვეყნის ქსპორტის მოცულობამ გერმანიაში 73,0 მლნ აშშ დოლარი შეად­გინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 89,2%-ით, ხოლო გასული 13 წლის (2000-2012 წლების) საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 2,5-ჯერ გადააჭარბა.

როგორც ზემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, გერმანიიდან საქართველოში იმ­პორ­­ტირებული პროდუქციის მოცულობა 2000 წლიდან ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ეს ტემპი 2008 წლამდე ნარჩუნდება. „კრიზისულ“ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს 2009 წელი, როდესაც იმპორტის მოცულობა 2008 წელთან შედარებით დაახლოებით 39,2%-ით შემცირდა, თუმცა 2010 წლიდან გერმანული პროდუქციის იმპორტი კვლავ მზარდი იყო, მაგრამ 2012 წლიდან კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნება, რის შედეგადაც  აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით 17,1%-ით შემცირდა.

საქა­რთველოში გერმანიიდან იმპორტირებული პროდუქციის მაქსიმალური მაჩვე­ნებელი, ბოლო 14 წლიანი პერიოდის განმავლობაში 2012 წელს დაფიქსირდა და 541,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2013 წელს გერმანიაში ექსპორტირებული პროდუქციის წილი საქართველოს მთლი­ან ექს­პორტ­ში, 2012 წელთან შედარებით 0,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2,5%-ს მიაღ­წია. 10,9 %-დან 12,0%-მდე გაიზარდა გერმანიის წილი ევროკავშირის ქვეყნებში საქარ­თვე­ლო­­დან  ექს­პორ­ტირებული პროდუქციის საერთო მოცულობაში.

საქართველოს მთლიანი ექსპორტში გერმანიის წილის მაჩვენებლების მაქსიმალური მნიშვ­ნე­ლობა ბოლო 14 წლიანი პე­რი­­­ოდის განმავლობაში (2000-2014) 2000 წელს დაფიქ­სირ­და, როდესაც მასზე მოდიოდა მთლიანი ექსპორტის 10,5%. იმავე წელს გამოირჩეოდა გერ­მა­ნია ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ექს­პორ­ტირებული პროდუქციის საერთო მო­ცუ­ლობაში უდიდესი წილით (43,2%).

10883803_915982301746431_543591564_o

საინტერესო სურათს იძლევა გერმანიაში ექსპორტირებული უმსხვილესი სასა­ქონ­ლო ჯგუფების ანალიზი.

2013 წელს საქართველოს მიერ გერმანიაში ექსპორტირებული უმსხვილესი სასა­ქონ­ლო ჯგუფი შემდეგნაირად გამოიყურება:

2013 წელს საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებული

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი

 10877604_915982288413099_257425480_n

როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2013 წელს საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებული პროდუქციის 64,9%-ს იკა­ვებ­და თხილი და სხვა კაკალი, 4,3%-ს ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონების ნარჩენები და ჯართი, 3,4%-ს ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული, 2,5%-ს წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან,  ხოლო სხვა დანარჩენ პროდუქციას ექსპორტში 24,8% წი­ლი ეკავა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველო თხილისა და სხვა კაკალის ექსპორტს მსოფლიოს დაახლოებით 40 ქვეყანაში ახორციელებდა.  აქედან 28,4% გერმანიაზე მოდიოდა. ამავე წელს გერმანიაზე მო­დიო­და საქართველოდან ექსპორ­ტირე­ბული ძვირფასი ლითო­ნე­ბის ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონების ნარჩენებისა და ჯართის  30,4%, ნაყოფისა და სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული მცენარის ნაწილების  76,2%,  გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულის წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილისა და ფხვნილის 55,4%, ქალისა ან გოგონას პალტოების, ლაბადებისა და ანალოგიური ნაწარმი ს 37,7%, ხილისა და ბოსტნეულის წვენების 22,3%, მანგანუმის ოქსიდების 13,3%.

როგორც აღვნიშნეთ, თხილი და კაკალი 2013 წელს საქართველოდან გერმანიაში ექსპორ­ტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდა 64,9%-იანი წი­ლით. ამასთან, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის 28,4% – გერმანიაზე, 17,8% – ყაზახეთზე, – 11,4% იტალიაზე, 5,4% ჩეხეთზე, ხოლო დანარჩენი 37,0%  – სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

თხილისა და კაკლის ექსპორტი 2013 წელს გერმანიაში საქართველოს გარდა მსოფ­ლიოს 50-ზე მეტმა ქვეყანამ განახორციელა.

საქართველოს მთავარ კონკურენტებად გვევლინებოდა აშშ (რომელზეც მოდიოდა გერმანიაში ექსპორტირებული თხილის და კაკლის 40,0%), თურქეთი (9,7%), ესპანეთი (9,2%), ნიდერლანდები (7,6%), იტალია (6,6%), ბელგია (5,2%) და საფრანგეთი (3,5%).

საქართველოს რეიტინგში მერვე ადგილი ეკავა 3,3%-იანი წილით.

ქვემოთ მო­ცემული გრაფიკი ასახავს გერმანიაში 2013 წელს ექსპორტირებული თხილისა და კაკლის სტრუქტურას ქვეყნების მიხედვით:

10839730_915982311746430_1988393246_oთანხობრივად საქართველოდან  გერმანიაში ექსპორტირებული  თხილისა და კაკლის უმსხვილსი სასაქონლო ჯგუფიდან  99% “ნაჭუჭგაცლილ თხილს”(080222 კოდი) უჭირავს. ამ კონკრეტული საქონლის მოცულობის მიხედვით ჩვენი ქვეყანა გერმანიის საექსპორტო ბაზარზე  თურქეთის და იტალიის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს, საექსპორტო წილით – 19%.

ggg2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს მიერ გერმანიაში ექსპორტირებული უმსხვილესი სასა­ქონ­ლო ჯგუფი 2013 წლისაგან გარკვეულწილად განსხვავებული იყო:

2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებული

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი

10873976_915982295079765_1646219298_o

2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულ პრო­დუქ­­­ციაში  პირველ ადგილს კვლავ “თხილი და სხვა კაკალი” იკავებდა, თუმცა მისი წილი, 2013 წლის წლიურ  მონაცემთან შედარებით 64,9%-დან  50,1%-მდე შემცირდა.

მეორე ადგილი დაიკავა “ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშ­ნუ­ლების ავტომობილების ნაწილებმა და მოწყობილობებმა” – 4,6%-იანი წილით, ხოლო მე­სამე ადგილი – “ხილისა და ბოსტნეულის წვენებმა” – 3,9%-იანი წილით.

ამავე პერიოდში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულ პრო­დუქციაში 3,7%  “და­კონ­სერვებულ და სხვა წესით დამზადებულ ნაყოფზე და მცენარის სხვა ნაწილებზე” მოდიოდა, 2,8% – “ქალის პალტოებზე, ლაბადებსა და ანალოგიურ ნაწარმზე” 2,4% – “გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულის წმინდად და უხეშად დაფქულ ფქვილსა და ფხვნილზე” და ა. შ.

ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს საქართველოდან გერმანიაში ექსპორტის მაჩვე­ნებ­ლებს თვეების მიხედვით, 2013-2014 წლებში:

10878986_915982268413101_1202084971_oსუფთა ექსპორტი

გერმანიაში საქართველოს ექსპორტის რეალური სურათის დასანახად უნდა დავაკ­ვირ­დეთ ექსპორტს რეექსპორტის გარეშე, ანუ სუფთა ექსპორტს.

ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს საქართველოდან გერმანიაში განხორციელებული რეექსპორტის დინამიკას 2009-2013 წლებში:

10872183_915982261746435_1564499713_nსაინტერესო სურათს იძლევა საქართველოდან გერმანიაში განხორციელებული რე­ექსპორტის ანალიზი თვეების მიხედვით:

10884121_915982271746434_1810927238_oროგორც გრაფიკიდან ჩანს 2014 წლის იანვარ ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოდან გერმანიაში განხორციელებული რეექსპორტის მოცულობა დაახლოებით 6,6-ჯერ გაიზარდა და 8977,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2013 წლის შესაბამის პერიოდში (1352,7 მლნ აშშ დოლარი).

რეექსპორტს გერმანიაში განხორციელებულ ექსპორტში 2013 წელს უმნიშნელო წილი ეჭირა (გერმანიაში ქართული ექსპორტის მთლიანი მოცულობის 3,4%), მაგრამ 2014 წლის  იანვარ-ოქტომბერში  მისი წილი  16%-მდე გაიზარდა.

განვიხილოთ სუფთა ექსპორტისა და რეექსპორტი ანალიზი 2013 წელს უმსხვილესო სასაქონლო ჯგუფების მიხედვით.

vvvv

როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, საქართველოს მიერ 2013 წელს გერმანიაში ექს­პორ­­ტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფიდან (ტოპ ათეული) რეექსპორტი მხო­ლოდ შემდეგ სასაქონლო ჯგუფში დაფიქსირდა: „ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპე­ცი­ა­ლუ­რი დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები“ (72,9%),  „წმინ­დად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნე­ული­სა­გან“ (9,9%) და „თხილი და სხვა კაკალი“ (0,2%).

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ პროდუქციებზე მოდიოდა 2013 წელს გერმანიაში განხორ­ციე­ლებული რეექსპორტის მხოლოდ 31,3%. რეექსპორტის დანარჩენი ნა­წი­­ლი იმ პროდუქტებზე მოდის, რომლების უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუ­ფების პირ­ველ ათეულში ვერ ხვდება. კერძოდ, 2013 წელს გერმანიაში ექსპორ­ტირებული ელექ­ტრუ­ლი ტრანსფორმატორებისა და სტატიკური ელექტრული გარ­დაქმნელების 95,7%-ს რე­ექ­ს­პორ­ტი შეადგენდა;  რეექსპორტს 99,8%-იანი წილი ეჭირა ფარ­მაცევტული პროდუქციის ექ­სპო­რტში;  91,2%-იანი წილი – „ტრაქტორების, მსუბუქი, სატ­ვირთო და სპეციალური დანიშ­ნუ­ლების ავტომობილების ნაწილებისა და მოწყობი­ლო­ბების ექსპორტში.

სურათი უმნიშვნელოდ იცვლება 2013 წელს საქართველოს მიერ გერმანიაში განხორ­ციე­ლებული სუფთა ექსპორტის ანალიზისას. ექსპორტიდან რეექსპორტის გამო­რიცხვის შემ­დეგ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეული გარკვეულწილად შეიცვალა, გარდა ამისა  შეიცვალა ცალკეული სასაქონლო ჯგუფის წილიც.

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2013 წელს საქართველოს მიერ გერმანიაში განხორციელებულ სუფთა ექსპორტში

supta

სუფთა ექსპორტი 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან გერმანიაში  რეექსპორტის მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა და მისი წილი გერმანიაში ქართული ექსპორ­ტის მთლიანი მოცულობის 16% გაუტოლდა.

აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო 5 წლიანი პერიოდის განმავლობაში ზოგადად ზრდის ტენდენციით ხასიათდება და შესაბამისად მაქსიმალურ მნიშვნელობას 2014 წელს მიაღწია.

2014 წლის იანვარ-ოქტომბერში გერმანიაში განხორციელებული რეექსპორტის 28% ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწი­ლებზე და მოწყობილობებზე მოდიოდა, 12,4% ელექტროგამანათებელ ან სასიგნა­ლიზა­ციო მოწყობილობებზე, 11,5% – პლასტმასის დანარჩენ  ნაწარმზე, 9,1% ვულკანიზებული რეზინის ნაწარმზე (გარდა მყარი რეზინისა), 5,1%- ცენტრიფუგებზე; სითხის ან აირის საფილტრავ ან გასაწმენდ აგრეგატები.

აქედან გამომდინარე უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების პირველი ათეული სუფთა ექსპორტის ანალიზისას გარკვეულწილად შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს მიერ გერმანიაში განხორციელებულ სუფთა ექსპორტში

kakali იმპორტი

 2013 წელს საქართველოში გერმანიიდან იმპორტირებული უმსხვილესი სასა­ქონ­ლო ჯგუფი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

2013 წელს საქართველოში გერმანიიდან იმპორტირებული

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი

10878774_915982318413096_1458345614_o როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2013 წელს საქართველოს მიერ გერმა­ნიიდან იმპორტირებული პროდუქციის 26,9%-ს მსუბუქი ავტომობილები იკა­ვებ­და, 5,2%-ს დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, 4,2%-ს სატვირთო ავტომობილები, 2,9%-ს ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, 2,7%-ს ტრაქტორები და უნაგირა საწევარები, 2,5%-ს ავტომანქანის ნაწილები.

2013 წელს საქართველომ მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მსოფ­ლი­ოს მრა­­­ვალი ქვეყნიდან განახორციელა, მაგრამ აქედან გერმანიაზე 17,0% მოდიოდა, თუმცა ევროპის ქვეყნებიდან გერმანია უდავო ლიდერი იყო.

ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს 2013 წელს საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განაწილებას ქვეყნების მიხედვით:

10854068_916013685076626_1333015892_o

2013 წელს გერმანიაზე მოდიოდა საქართველოში იმპორტირებული სამკურნალო საშუალებებია 8,3%, სატვირთო ავტომობილების 23,8%,  მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამო­საყე­ნე­ბელი ხელსაწყოებისა და მოწყობილობების 43,1%, ტრაქტორებისა და უნაგირა საწევარების 28,9%

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია საქართველოში გერმანიიდან იმპორ­ტირე­ბული უმსხვილესი სასა­ქონ­ლო ჯგუფი 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში:

 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში გერმანიიდან იმპორტირებული

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი

importi

როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფის შემადგენლობა 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში, 2013 წელთან შედარებით გარკვეულწილად შეიცვალა. შეცვლილია აგრეთვე სასაქონლო ჯგუფების წილი მთლიან იმპორტში. კერძოდ, 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში, 2013 წლისგან განსხვავებით, პირველ ათეულში აღარ გვხვდება “ტრაქტორები და უნაგირა საწევარები” და მისი ადგილი დაიკავა “ალაომ”.

23.12.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს
ახალი ამბები

„ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს

02/02/2026
იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

01/30/2026
ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე
ახალი ამბები

ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე

01/30/2026
100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს
ახალი ამბები

100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს

01/30/2026
სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული
ახალი ამბები

სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული

01/30/2026

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In