• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 7, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სახალხო დამცველმა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში 20-ზე მეტი შეხვედრა გამართა

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
სახალხო დამცველმა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში 20-ზე მეტი შეხვედრა გამართა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

117067საქართველოს სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილეებმა ვაშინგტონსა და ნიუ–იორკში აშშ სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ოცზე მეტი შეხვედრა გამართეს.

როგორც “თბილისი თაიმსს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველმა მათ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ. ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით ქვეყანაში პოზიტიურ ტენდენციებსა და არსებულ გამოწვევებზე.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესმა, კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობამ და მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობამ საქართველოში.

შეხვედრებზე ხაზი გაუსვეს ასევე, შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობასა და საქართველოში შრომის უფლებების ეფექტურ რეალიზაციას.

“ამერიკის შეერთებული შტატებში დაინტერესებული არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით და კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით, რის შესახებაც ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ”, – განაცხადა შეხვედრების შემდეგ უჩა ნანუაშვილმა.

23 თებერვალს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ვაშინგტონში შეხვდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის რეგიონულ დირექტორს, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორს, სოლიდარობის ცენტრის რეგიონული პროგრამების დირექტორს და კარნეგის მშვიდობის ფონდის წარმომადგენელს
“საქართველოში შრომის ინსპექციის გაუქმება არ შეესაბამება საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუციის აღდგენა, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში შრომის უფლებების იმპლემენტაციაზე ზედამხედველობა. ამ პროცესში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სახალხო დამცველის ჩართულობა”, – განაცხადა სოლიდარობის ცენტრის ევროპისა და შუა აზიის რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელმა რუდი პორტერმა.

24 თებერვალს სახალხო დამცველი და დელეგაციის წევრები შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს. სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ომბუდსმენთან გამართულ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებმა.
ასევე, გაიმართა შეხვედრები ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), Freedom House-ის, ევრაზიის ფონდისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან.

25 თებერვალს სახალხო დამცველი შეხვდა ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის (NED) პრეზიდენტის მოადგილეს სტრატეგიისა და პოლიტიკის საკითხებში და ევრაზიის რეგიონის დირექტორს. ასევე ფართო შეხვედრა გაიმართა ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის (USIP) წარმომადგენლებთან.

26 თებერვალს სახალხო დამცველი ნიუ–იორკში პოლიტიკური განვითარებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტს ლინკოლნ მიტჩელს შეხვდა, რომელიც ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით საქართველოში მოვლენების განვითარებას დიდი ინტერესით ადევნებს თვალს.

“საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით კვლავ რჩება გამოწვევები. ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს უმცირესობების უფლებების დაცვაზე. სიძულვილის მოტივით ჩადენილი ყველა დანაშაული უნდა იქნეს გამოძიებული. ასევე მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების რეფორმა, რათა სამართალდამცავთა მიმართ გაიზარდოს მოსახლეობის ნდობა. ამის მიღწევის ერთ–ერთი გზა სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმის შექმნაა, – განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.

იმავე დღეს სახალხო დამცველი შეხვდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს კოალიციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (UN OHCHR) მოადგილესა და საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის დირექტორის მოადგილეს. ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMAN) წარმომადგენლებს.

27 თებერვალს შეხვედრები გაიმართა გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების საერთაშორისო ცენტრის დირექტორთან და ფონდ ღია საზოგადოების პროგრამის კოორდინატორთან.

“შეხვედრებმა ნათლად დაადასტურა რამდენად დიდი მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების თანასწორობის პრინციპებისა და სამოქალაქო ღირებულებებისადმი ერთგულებას; ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას”, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

,,ნაადრევად დაასრულა სიცოცხლე ჩვენმა მზე გოგომ…”- საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

,,ნაადრევად დაასრულა სიცოცხლე ჩვენმა მზე გოგომ…”- საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

3 years ago
კულა – ქართული წარმოება, რომელიც 45 ქვეყანაში გადის ექსპორტზე

კულა – ქართული წარმოება, რომელიც 45 ქვეყანაში გადის ექსპორტზე

9 years ago
კანაფის ნაერთები Covid 19-ით ინფიცირებას ხელს უშლის  – კვლევის შედეგები

კანაფის ნაერთები Covid 19-ით ინფიცირებას ხელს უშლის – კვლევის შედეგები

5 years ago

„ეს არის ზეწოლა მოსახლეობაზე, რომელმაც ხმა „ქართულ ოცნებას“ არ მისცა“ – ჰმედ იმამყულიევი

10 years ago

ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

09/06/2026

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის დროსაც ფოტოგრაფმა მას წითელი ხალიჩის დატოვებას სთხოვდა, რადგან ამავე დროს იქ ჯორჯინა...

მეტის ნახვაDetails
კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

09/06/2026
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

09/06/2026
გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

09/06/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს 09/06/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს 09/06/2026
  • საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები 09/06/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by