• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – “უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რაც მას არ დაუგეგმავს”

11 years ago
in პოლიტიკა
A A
ირაკლი ღარიბაშვილი – “უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რაც მას არ დაუგეგმავს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1424089599_201405141559190უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც დავალება შეასრულა; თუ თქვენი ხელმძღვანელი გაძლევთ უკანონო დავალებას, სწორედ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაბა ასპინძაში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველო გახსნაზე შეკრებილ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს. მთავრობის მეთაურმა უწყების თანამშრომლებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაარსების 10 წლისთავი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი რეგიონში დანაშაულთან ბრძოლას გაცილებით გააუმჯობესებს. პრემიერმა პოლიციელების საპასუხისმგებლო საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ. „თქვენ 24 სააათის განმავლობაში დგახართ ჩვენი სახელმწიფოს სადარაჯოზე და მე ამისთვის მადლობას გიხდით, როგორც მთავრობის მეთაური და როგორც რიგითი მოქალაქე. თქვენ გაქვთ განსაკუთრებული სამსახური და ამას ხელისუფლების მხრიდან სათანადო დაფასება სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ხშირად, სპეცრაზმელის და პოლიციელის საქმიანობას მოქალაქეები და პოლიტიკოსები სათანადოდ ვერ აფასებენ და მათი მისამართით გაუგებარი ბრალდებები ისმის, რაც დიდი უსამართლობაა. „უსამართლობაა, როდესაც სპეცრაზმელს დააბრალებ იმას, რაც მას არ დაუგეგმავს, არ გაუფიქრებია და ორგანიზება არ გაუკეთებია. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები, რადგან ტყვიაზე მიდიხართ და საკუთარ სიცოცხლეს წირავთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც ღონისძიება შეასრულა. თქვენ ხშირად არ გაქვთ ინფორმაცია, რა დავალებას ასრულებთ და პასუხისმგებელია ის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ გაძლევთ ამა თუ იმ დავალებას. ვისურვებდი, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს ყველამ, როდესაც საქმე ეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, სპეცრაზმელებთან ურთიერთობას, ვინაიდან თქვენ, ჯარისკაცები, ხართ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები და ვალდებული ვართ, დაგიცვათ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციელი, სპეცსამსახურის თანამშრომელი არის ის ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შეგნებით ემსახურება ქვეყანას და ხელისუფლების პრიორიტეტია, კიდევ უფრო გაიზარდოს და გაღრმავდეს ნდობა პოლიციას და საზოგადოებას შორის. „ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე ფორმით მოხდეს თქვენი სახელის დისკრედიტაცია და უსამართლო ბრალდებებით შემოტევა თქვენი მისამართით. თქვენ გყავთ გულწრფელი მხარდამჭერი ჩემი სახით, მინისტრის სახით. მინდა იყოთ დარწმუნებული, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი საქმე იყოს უფრო მეტად დაფასებული ამ ქვეყანაში. თქვენ 24 საათის განმავლობაში წარმოუდგენელ საქმიანობას ეწევით. დარწმუნებული ვარ, თქვენ ღირსეულად დაიცავთ ამ რეგიონის მოსახლეობას და ამაყი ვარ“, – მიმართა პრემიერმა პოლიციას.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

„მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, გაემიჯნოს ამ ნაძირლებს“ – მიხეილ ყაველაშვილი

„მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, გაემიჯნოს ამ ნაძირლებს“ – მიხეილ ყაველაშვილი

2 years ago
კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელი ქონების გასხვისებაზე ბრალდებებს უარყოფს

კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელი ქონების გასხვისებაზე ბრალდებებს უარყოფს

8 years ago

აშშ და ევროპა ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებას იწყებენ

13 years ago
შსს-მ აჭარაში  ნარკოდანაშაულისთვის  ერთი  პირი  დააკავა

შსს-მ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

12 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by