• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.5 პროცენტზე ინარჩუნებს

11 years ago
in ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

erovnuli-bankiეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 პროცენტს შეადგენს. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც საგარეო შოკების შედეგად საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი რისკები და მოლოდინები გაიზარდა. “მიუხედავად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებისა, აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება დოლარით დენომინირებული სესხების მომსახურებასთან დაკავშირებულ შუალედური ხარჯების ზრდაზე აისახა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომდევნო თვეებში მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის გარკვეული ზრდა. ვინაიდან მნიშვნელოვნადაა შესუსტებული როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს მიაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციაზე იქნება მოკლევადიანი ხასიათის და არ წარმოქმნის ინფლაციურ რისკებს საშუალოვადიანი პერიოდისთვის. აქედან გამომდინარე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს მიმდინარე ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას. საშინაო და საგარეო ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, ეტაპობრივად განხორციელდება შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესი”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. დღეისათვის არსებული პროგნოზის მიხედვით, 2015 წლის ბოლოს ინფლაცია 5%-ს ფარგლებში იქნება. თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 1.3 პროცენტი შეადგინა. “არსებული პროგნოზები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეგზოგენურ ფაქტორებზე და ცვლილების რისკებს ორივე მიმართულებით შეიცავს. ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ტენდენციების გაუარესება განაგრძობს უარყოფითი გავლენის გადაცემას საქართველოს ეკონომიკაზეც. იანვარ-თებერვალში დაფიქსირდა საქონლის ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოდინებების შემცირება. ასევე აშშ დოლარით დენომინირებული სესხების მომსახურების ხარჯების ზრდის გამო შემცირებულია შიდა მოთხოვნა. ამგვარად, შემცირებულია ქვეყნის როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნა. მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრა უარყოფითი რჩება. სავალუტო შემოდინებების კლებით გამოწვეული გაცვლითი კურსის არსებული ცვლილება, სავარაუდოდ, საკმარისი უნდა იყოს იმპორტზე მოთხოვნის შესამცირებლად, რაც ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში ერთობლივი მოთხოვნა სუსტი იქნება და არ წარმოქმნის მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება – ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 6 მაისს გაიმართება.

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც თემქაზე მძიმედ დაჭრეს

კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც თემქაზე მძიმედ დაჭრეს

7 months ago
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელს ეწვევა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელს ეწვევა

9 years ago
თბილისში ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის კონსულტაციები  გაიმართება

აშშ მიესალმება საქართველოს ძალისხმევას გააღრმავოს კავშირები აფხაზებთან და ოსებთან

11 years ago
ქიბარ ხალვაში: “მიშა სააკაშვილს “რუსთავი 2″–ს არ დავახურინებ!”

ქიბარ ხალვაში: “მიშა სააკაშვილს “რუსთავი 2″–ს არ დავახურინებ!”

11 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by