• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedსაქართველოსა და ევროკავშირს შორის უმაღლეს დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა, რომელიც დაეთმო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონალურ დონეზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მიზნით გაწეულ ძალისხმევას.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, იუსტიციის მინისტის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე. სტრატეგიული დიალოგის მონაწილეებს ევროკავშირის მხრიდან კი ხელმძღვანელობდა ევროპის საგარეო ქმედებათა გენერალური მდივანი ალან ლე როუ.

სამინისტროს ცნობით, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ სიღრმისეულად ემსჯელათ ოკუპირებულ რეგიონებთან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევით, რუსეთის ფედერაციის მიერ ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულებების“ შესაძლო შედეგებზე.

ევროკავშირმა დაგმო ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერა და ცნო, როგორც უკანონო აქტი, რომელიც აფერხებს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მიმართულებით ამჟამად მიმდინარე ძალისხმევას. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში არსებული მდგომარეობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო თანათავმჯდომარეებთან გააგრძელებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობის ხელშეწყობის მიზნით, რისი უფლებამოსილებაც მას მინიჭებული აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში.

ხაზგასმით აღინიშნა ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარე ტერიტორიებზე რუსეთის მიერ  განხორციელებული უკანონო ქმედებების ფონზე. საქართველოს მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ქმნის კონფლიქტის გადაწყვეტისა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან ჩართულობის თვალსაზრისით. ორივე მხარემ დაადასტურა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქვეყანაში და მთელს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ მხარდაჭერა და მზადყოფნა გამოთქვეს  კიდევ უფრო გააძლიერონ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევა

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმა მომზადდა

უმსხვილესი ჩინური კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ პარტნიორი გახდა

9 years ago
„ნემსი გამიკეთეთქო, ორი დღეა ველოდები… ამათ მე უპატრონო ვგონივარ“ — რას წერდა კოვიდით დაღუპული 20 წლის ფეხბურთელი

„ნემსი გამიკეთეთქო, ორი დღეა ველოდები… ამათ მე უპატრონო ვგონივარ“ — რას წერდა კოვიდით დაღუპული 20 წლის ფეხბურთელი

5 years ago
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ საქართველოს ეთხოვა, თავი შეიკავოს საქართველოდან თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებისგან

9 years ago
„რამდენიმე დღეში პარტიის მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“  დატოვებს“ – ნიკა მელია

ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

7 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by