• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“არის უამრავი რესურსი, პოტენციალი, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიყენებთ”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“არის უამრავი რესურსი, პოტენციალი, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიყენებთ”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

406_48188_393128_10321779_829634670460944_371413004260814191_o_650 (1)ამ ორი წლის განმავლობაში, რაც განვახორციელეთ რეგიონში, არის მართლაც შთამბეჭდავი, თუმცა ეს არ არის საკმარისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, პროექტ “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა, რომ მთავრობა უფრო ინტენსიურად იყოს ჩართული რეგიონის პრობლემების მოგვარებაში.

“დღეს აქ ვართ, რათა უფრო ეფექტურად გავდგათ ნაბიჯები რეგიონების განვითარების მიმართულებით. ჩვენი მთავრობის მხრიდან ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა რეგიოონების განვითარებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წინა მთავრობის დროს, 8-10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ასეთი ყურადღება. ამ ორი წლის განმავლობაში რაც განვახორციელეთ რეგიონში არის მართლაც შთამბეჭდავი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ძალიან კარგად მესმის და ვიცი რეგიონში არსებული პრობლემატიკა. არის უამრავი რესურსი, პოტენციალი, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიყენებთ. ამ რესურსებს ჭირდება ერთობლივი ძალისხმევით ათვისება. რა თქმა უნდა საჭიროა, რომ მთავრობა უფრო ინტენსიურად იყოს ჩართული რეგიონის პრობლემების მოგვარებაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, პროექტ “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, პროექტის შედეგად უფრო ეფექტურად გადაიდგმენა ნაბიჯები რეგიონების განვითარების მიმართულებით, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და წარმოების აღდგენა მოყვება.
მისივე თქიმთ, ქვემო ქართლში ბევრი რამ გაკეთდა: მთავრობის ძალისხმევის შედეგია ის, რომ ქვემო ქართლში, მხოლოდ გასულ წელს 47 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ეს ინვესტიციები ჩაიდო გადამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგებში.

“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლში ჩვენ გავეცით 5 500-მდე სესხი, რომელთა საერთო ღირებულება 114 მილიონ ლარზე მეტია. ამავე პროექტის ფარგლებში დავაფინანსეთ 18 ახალი საწარმო და ამისათვის 9 მილიონ ლარზე მეტი გავეცით. გარდა ამისა, სახელმწიფოს დახმარებით რეგიონში გადაიარაღებულია 89 საწარმო და ამისათვის გაცემულია 18 მილიონ ლარზე მეტი.

პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” – ფარგლებში, 12 საწარმო, მათ შორის 10 ახალი საწარმო, 13,9 მილიონზე მეტი დოლარით დაფინანსდა. მეწარმეებს გადაეცათ 3,6 მილიონი ლარის ოდენობის ქონება. მოგეხსენებათ, ჩვენ ვეხმარებით რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში. მიმდინარე წელს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ჩვენ დავეხმარეთ 92 ათასზე მეტ ბენეფიციარს და ამისათვის გამოყოფილია 7-მილიონნახევარ ლარზე მეტი ღირებულების სარგებელი. გასულ წელს 100 ათასზე მეტ ბენეფიციარს დავეხმარეთ, 2013-ში კი – 105 ათასზე მეტს. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ განვავითაროთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. ქვემო ქართლის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მინიჭებული აქვს 94 კოოპერატივს. ისინი მუშაობენ მემარცვლეობის, მებოსტნეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის მიმართულებით და მათ სახელმწიფოსგან აქვთ მაქსიმალური მხარდაჭერა. სახელმწიფომ მათ შეღავათიანი პირობებით გადასცა მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკის კომპლექტები და ხელის სათესები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პირველად საქართველოში, 2014 წლის სექტემბრიდან ხორციელებდება აგროდაზღვევის პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერებს დააზღვიონ საკუთარი მოსავალი. პრემიერის ინფორმაციით, ამ პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში გაცემულია 207 პოლისი. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 6-მილიონნახევარ ლარზე მეტია.

“მინდა ასევე გითხრათ, რომ რეგიონში აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ქვემო ქართლისთვის. რეგიონში ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მარნეულის საველე სადგური, რომელიც ნაყოფიერად მუშაობს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკაზე. ამჟამად სადგურში მიმდინარეობს სურსათისა და წყლის ბაქტერიოლოგიური კვლევების დანერგვა. რეგიონში გატარდა ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებები ვეტერინარიის მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ტარდება სპეციალური ღონისძიებები სარწყავი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხით. ღარიბაშვილის ინფორმაციით, “ამჟამად მიმდინარეობს 28 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები. წელს იგეგმება 2014 წელს დაწყებული 10 ობიექტის დასრულება და 3 ახალ ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

პრემიერმა ისაუბრა რეგიონის ინფასტრუქტურის თაობაზეც. მისი თქმით, ქვემო ქართლში ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტრული პროექტი – თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა.
“ამ ეტაპზე შენდება პირველი და მესამე მონაკვეთები, რომელთა საერთო ღირებულება 88 მილიონ ლარზე მეტია. მიმდინარე წელს გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი მეორე მონაკვეთზე, რომლის საორიენტაციო ღირებულება 116 მილიონი ლარია. მინდა აღვნიშნო, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულია 250 კაცი. ჩვენი ქვეყნისთვის ყოველი ახალი სამუშაო ადგილი მნიშვნელოვანია და ამიტომ ჩვენ ხელს ვუწყობთ დ ა მივესალმებით ყოველი ახალი და სასარგებლო პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, – ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ქვემო ქართლს აღარ ჰქონდეს წყლით მომარაგების პრობლემა. დასრულებულია მარნეულში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული სამუშაოები. პროექტის ღირებულება დაახლოებით 800 ათასი ლარია. დაწყებულია ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ამასთანავე, მოხდება არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანება და ტანძია–ბოლნისის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია. უკვე მომავალ წელს, ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ბოლნისი უზრუნველყოფილი იქნება 18 – 24-საათიანი წყალმომარაგებით. ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენ გვეხმარება ევროპის საინვესტიციო ბანკი. პროექტის ღირებულება თითქმის 3.5 მილიონი ლარია. მიმდინარე წელს ვგეგმავთ წალკის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასაც. ეს გახლავთ 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი. წელსვე იგეგმება თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ამ პროექტის ღირებულება 2 მილიონზე მეტია. ჩვენ მოვაგვარებთ ისეთ სასიცოცხლო პრობლემას ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის, რომელიც წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩებოდა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

გარდაიცვალა დეკანოზი გაბრიელ ასათიანი

გარდაიცვალა დეკანოზი გაბრიელ ასათიანი

8 months ago
სამედიცინო დაწესებულებებს სტიქიის შედეგად 40-მდე დაშავებულმა მიმართა

სამედიცინო დაწესებულებებს სტიქიის შედეგად 40-მდე დაშავებულმა მიმართა

11 years ago

„არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ცალ–ცალკე ბრძოლა გვასუსტებს“ – გიორგი ვაშაძე

10 years ago
გენდერული (უ)თანასწორობა დღეს

გენდერული (უ)თანასწორობა დღეს

7 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by