• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ვერ მოვითმინე, რადგან ჭარბად ზის ჩემში მუსიკის სიყვარული’’ – ნანუკა ბითაძე

11 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
„ვერ მოვითმინე, რადგან  ჭარბად ზის ჩემში  მუსიკის სიყვარული’’  – ნანუკა ბითაძე
14
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პატარა იყო როცა უკვე დიდი დოზით უსმენდა ჯაზს. შემდეგ ნელ-ნელა სამოყვარულო დონიდან იქცა პროფესიონალად. მას მრავალ საკონცერტო ღონისძიებაში აქვს მიღებული მონაწილეობა და თვლის, რომ მუსიკა დიდი როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, რაც საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა…  „თბილისი თაიმსი“ ახალგაზრდა, ნიჭიერ საქსაფონისტ – ნანუკა ბითაძეს გაგაცნობთ.

11129825_1397176833935962_624618768_n

ნანუკა გვიამბეთ ცოტა რამ თქვენზე, თქვენს ოჯახზე…

– ოჯახში ხუთნი ვართ, ძაღლიც გვყავს და ისიც ჩვენი ოჯახის წევრია. მყავს ძმა, რომელიც ჩემზე ხუთი წლით უმცროსია. ყველა ერთად ბედნიერად ვცხოვრობთ.

შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი შეხება საქსაფონთან? რატომ მაინცდამაინც საქსაფონი?

– 8 წლის ვიყავი, როცა ჯაზის დიდი დოზით მოსმენა დავიწყე. ამ ასაკშივე გამიჩნდა იდეა და დავინტერესდი კონკრეტულად საქსაფონით. მიზეზი იყო ის, რომ ძირითადად სულ მამასთან ერთად ვუსმენდი და  შეიძლება ითქვას, რომ მამამ შემაყვარა საქსაფონი. პირველად მან მითხრა, რომ უნდოდა სამოყვარულო დონეზე შეესწავლა დაკვრა, მეც 8 წლის ასაკში მოვინდომე და დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა მეც და მამაც სამოყვარულო დონეზე ვუკრავდით. მამამ მოუცლელობის გამო დაანება დაკვრას თავი, მე ძალიან მომეწონა  და მივყევი. არ ვთვლი, რომ ეს რთულია, ალბათ ყველა საკრავზე ჩასაბერი იქნება, სიმებიანი თუ კლავიშიანი რთულია დაკვრა. უფრო  რთული გახლავთ იმ მხრივ, რომ ჩასაბერია და  ქალისთვის ეს საკმაოდ ძნელია. თავიდან მეც  მიჭირდა,  გამხდარი და სუსტი ვიყავი ბევრჯერ წამსვლია გული, თუმცა ნელ-ნელა მომეწონა, ავითვისე და ვეღარ შევეშვი.

11139851_1397176877269291_126105134_n

პირველად 13 წლის ასაკში მიიღეთ მონაწილეობა, თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალში „ბიგ ბენდის“ კონცერტში რა შეგრძნება დაგეუფლათ? რა მოგცათ ამ ფესტივალში მონაწილეობამ?

– 13 წლის ვიყავი როცა ფესტივალი კუსტბაზე ჩატარდა. ფესტივალზე უცხოელი შემსრულებლები ჩამოყავდათ და ერთ დღეს, ფესტივალის სერიებიდან, ქართველი მომღერლებიც გამოდიოდნენ, მეც მივიღემონაწილეობა. ეს პირველი გამოსვლა ჩემთვის „შოკი’’ იყო, რადგან ერთი წლის დაწყებული მქონდა დაკვრა. ბევრი ხალხი, სცენა და ამხელა ყურადღება პირველად განვიცადე, ყველაზე შთამბეჭდავი დღე იყო ჩემთვის. შემდეგ წლებშიც გამოვდიოდი, მაგრამ ის დღე ყველაზე ემოციური  და დასამახსოვრებელი იყო არამარტო ჩემთვის, ჩემი ახლობლებისთვისაც.

გაიხსენეთ პედაგოგები რომელთანაც შეხება გქონდათ და რომელთა ხელშიც ჩამოყალიბდით პროფესიონალად?

– ვემზადებოდი საქსაფონისტ ლადო ენუქიძესთან, რომელიც თბილისის „ბიგ-ბენდ”-ში უკრავს ის ბაბუასავით მყავდა. ბაბუას პარალელური კლასელი იყო, ძალიან თბილი დამოკიდებულებით უფრო შემაყვარა საქსაფონი. ის ცოდნა, რაც მე მაქვს საქსაფონზე დაკვრის კუთხით, ლადო ენუქიძისგან მაქვს მიღებული.

11136945_1397176857269293_241515664_n

რომელია თქვენი საყვარელი ნაწარმოები, კომპოზიტორი და რატომ?

– ნაწარმოებს ესე ვერ გამოვყოფ, რადგან ძალიან ბევრი ნაწარმოები მომწონს. საქსაფონისტებიდან ძალიან მომწონს მიმდინარეობა – „Funky’’  აქტიური მუსიკაა, ასევე – „Smoot” ჯაზიც მომწონს  რომანტიულია, მაგრამ უფრო – „Funk”-ს გამოვყოფ. მომწონს Maceo Parkeri ეს არის ძალიან მაგარი შავკანიანი საქსაფონისტი კაცი. ასევე ბავშვობაში ძალიან მომწონდა Candy Dulfer ქალი საქსაფონისტი, რომელიც ჩემი მოტივატორი იყო ყოველთვის.

როგორ ფიქრობთ რა შეუძლია მუსიკას?

– მუსიკა მგონია, რომ ყველაზე დიდი ძალაა იმისათვის, რომ ადამიანს განწყობა შეუცვალოს, ცხოვრება გაულამაზოს. მე პირადად სულ, რომ ცუდ მდგომარეობაში, ვიყო მუსიკის მოსმენამ შეიძლება სულ სხვა განზომილებაში გადამიყვანოს და ხასიათიც გამომიკეთოს.

გარდა მუსიკისა რა წარმოადგენს თქვენს ინტერესთა სფეროს?

– საქსაფონი არ არის ჩემი პროფესია, პროფესიით იურისტი ვარ. ეს სფეროც ძალიან მაინტერსებს, სწავლის პროცესში შემიყვარდა. ერთი პერიოდი არ ვუკრავდი რადგან ცოტა გაორება მქონდა სწავლა თუ საქსაფონი, ამიტომ 3 წელი არ დამიკრავს, მერე ისევ მივუბრუნდი საქსაფონს ვერ მოვითმინე, რადგან  ჭარბად ზის ჩემში  მუსიკის სიყვარული.

11136892_1397176910602621_1907049383_n

მოგვიყევით თქვენს პირველ სოლო კონცერტზე, გაიხსენეთ თქვენი ემოციები?

– „Night-office’’-ში იყო ჩემი სოლო კონცერტი, მაშინ 15 წლის ვიყავი, ჩემი აზრით ნაადრევი იყო ემოციების კუთხითაც და ისედაც, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. იყო ზღვა ემოცია ეს დღე მთლიანად ჩემზე ორიენტირებული იყო. ვუკრავდი ფანტასტიურ მუსიკოსებთან – „ბიგ-ბენდის’’ წევრებთან ერთად, რომლებიც ძალიან მამხნევებდნენ და კარგ აკომპონირებას მიკეთებდნენ. დღემდე ზღაპრულად მახსოვს ის დღე.

თუ გიწევთ გასტროლებზე გასვლა საზღვარგარეთ?

– გასტროლებზე, ამ ეტაპზე არ ვყოფილვარ. მახსოვს ერთი კარგი შემოთავაზება ბაქოდან იყო, კორპორატიულ საღამოზე უნდა დამეკრა, თუმცა იმ პერიოდში სწავლის გამო ვერ მოვახერხე წასვლა.

რა როლს ასრულებს მსმენელი თქვენს შემოქმედებაზე?

– ძალიან დიდი ენერგია მოდის მსმენელისგან. როდესაც სცენაზე დგახარ ეს რადიკალურად განსხვავდება იმისგან რაც კაფეში დაკვრისას ხდება. პირადად ჩემთვის ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე მყუდრო, ვიწრო სიტუაცია, სადაც  შეიძლება 3 მაგიდასთან ისხდეს 15  კაცი და აქედან სულ, რომ ერთი ადამიანი მისმენდეს და გრძნობდეს, იმას რასაც მე ვგრძნობ დაკვრის დროს, ეს  ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ხშირად მიგრძვნია, უსიტყვოდ მსმენელიც გრძნობს, იმას რასაც ვცდილობ, რომ გადმოვცე დაკვრის დროს.

11131761_1397176863935959_1339478306_n

რამდენად მომგებიანია საქსაფონისტის პროფესია საქართველოში?

– ნაკლებად მომგებიანია, ალბათ ვიდრე საზღვარგარეთ. იქ უფრო ფასდება ეს პროფესია. მგონია, რომ დღეს რაღაც სხვა პროფესიაც უნდა გქონდეს პარალელურად, ფინასურად ცოტა მყარად, რომ იყო. ბოლომდე ვერ დაეყრდნობი ამ ერთ პროფესიას. მომგებიანია, იმ ხრივ თუ ხარ შინაგანად მუსიკის მოყვარული და მუსიკოსი ძალიან დიდ პოზიტივს იღებ რაც ჩემი აზრით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თქვენ კაფე „Canape”-ში მუსიკალურ საღამოებს მართავთ, რამდენად კომფორტულია ეს თქვენთვის? რას გრძნობთ შემოქმედების პროცესში?

– 2 წელია რაც „Canape’’-ში ვუკრავ. ყოველთვის ხდება ჩემს ცხოვრებაში ისე, რომ რაზეც ქვეცნობიერად მიფიქრია და მდომებია, ის ამხდენია. სანამ აქ დავიწყებდი დაკვრას, ძალიან მინდოდა, რომ ასეთ მყუდრო, არამასშტაბურ გარემოში ჩემთვის და ხალხის სიამოვნებისთვის დამეკრა და ასეც მოხდა. აქ ყოფნით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.

რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

– ყოველთვის ცხოვრების დინებას მივყვები, არაფერს ვგეგმავ. ის კი ზუსტად ვიცი, რაც არ უნდა მოხდეს, საქსაფონი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ჩემი თნხმლები იქნება.

 ესაუბრა

სალომე აფხაზაშვილი

fb-share-icon
Tweet
Share6Tweet4

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In