• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

წითელი პარასკევი – დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
წითელი პარასკევი – დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე
27
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქრისტეს შობიდან 33-ე წელს სამყარო შეძრა ტკივილით სავსე სიტყვებმა, რომელნიც ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა წარმოთქვა: “მიუტევე, უფალო, რამეთუ არა უწყიან, რას იქმან!

11101967_799838576764077_689381551_n

21 საუკუნე გავიდა მას შემდეგ რაც ქრიტე ჯვარს აცვეს. უკვე 2015 ჯერ იგლოვა სრულიად საქრისტიანომ უფალი იესო ქრისტეს ჯვარცმა.

დიდი პარასკევი, იგივე წითელი პარასკევი, ვნების კვირის პარასკევი ქრისტიანულმა ეკლესიამ დააწესა იმ დღის აღსანიშნავად, როცა ქრისტე ჯვარს აცვეს. წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ცისკრის ჟამნზე თორმეტი ვნების სახარება იკითხება. დღის მსახურების თითოეული ჟამნი ნათლად წარმოაჩენს მაცხოვრის ვნების სხვადასხვა სახეს – გეთსამანიის ბაღში სისხლით განზავებული ოფლით დაწყებული, გოლგოთაზე მისი ჯვარზე აღსრულებით დამთავრებული. თითოეული საგალობელი თუ საკითხავი სინანულის ცრემლითაა აღსავსე, გულის შემძვრელია და ცოდვის შემმუსვრელი, ამავე დროს იმედის ჩამსახველიც, რამეთუ მკვდრეთით აღსდგება მესამე დღეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე სიმბოლურად სიკვდილისა და ბოროტების დასაძლევად.

დიდ პარასკევს, მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებით, უსისხლო მსხვერპლშეწირვა – წმიდა წირვა არ აღესრულება, ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების აღსრულებისას.

11093323_799838580097410_259450470_n

მწუხრის ჟამნის ბოლოს საკურთხევლიდან შუა ტაძარში წმიდა გარდამოხსნას გამოაბრძანებენ, რომელსაც წინდაწინ გამზადებულ ლუსკუმაზე დაასვენებენ.

ამ დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა.  მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა.სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს.  ქრისტეს ჯვარცმით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. უფალმა ამით ადამიანთა ცოდვები გამოისყიდა და გზა გაუხსნა მორწმუნეებს ცათა სასუფეველში დასამკვიდრებლად.

 წითელ პარასკევს ქრისტიანები სიმბოლურად კვერცხს წითლად ღებავენ  ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

11119462_799838573430744_67801107_n

საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

სააღდგომოდ შეღებილი კვერცხების შესახებ პირველი წერილობითი ცნობა X საუკუნით თარიღდება. ხელნაწერ პერგამენტში, რომელიც საბერძნეთში, თესალონიკთან ახლოს, წმინდა ანასტასის მონასტრის ბიბლიოთეკაში ინახება, საეკლესიო წესდების ბოლოში მითითებულია, რომ აღდგომაზე აუცილებელი ლოცვების აღვლენის შემდეგ უნდა წაიკითხონ კვერცხისა და ყველის საკურთხებელი ლოცვა, რომლის დროსაც იღუმენი თავის თანამოძმეებს მოხარშულ კვერცხებს დაურიგებს სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა!”. „ნომოკანონ ფოტიას” ხელნაწერის თანახმად (XIII საუკუნე) კი იღუმენს შეეძლო დაესაჯა ის ბერი, რომელიც აღდგომა დღეს წითელ კვერცხს არ შეჭამდა და ამით ტრადიციას შეურაცხყოფდა.

მასალა მოამზადა

თამარ გვირჯიშვილმა

 

Share11Tweet7

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

შსს-ს წყალზე მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანი გადაარჩინეს

შსს-ს მაშველებმა ბოლო 12 საათის განმავლობაში შტორმის დროს 31 ადამიანი გადაარჩინეს

9 years ago
აუცრელი პირების ფასიანი მკურნალობის იდეა ვერ განხორციელდება – იმნაძე

აუცრელი პირების ფასიანი მკურნალობის იდეა ვერ განხორციელდება – იმნაძე

5 years ago
როშენის შოკოლად “ქენდი ნათსში” მატლები აღმოჩნდა

როშენის შოკოლად “ქენდი ნათსში” მატლები აღმოჩნდა

9 years ago

სენაკში თანამედროვე ცემენტის მწარმოებელი ქარხანა აშენდება

10 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by