• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“წელს, მეორე კვარტალიდან კახეთში ვიწყებთ 26 მილიონიან პროექტს”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“წელს, მეორე კვარტალიდან კახეთში ვიწყებთ 26 მილიონიან პროექტს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11150605_839443379480073_5184784768055303784_n2013 – 2014 წლებში კახეთში ღვინის კომპანიებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადაამუშავეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიღნაღში, ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლებსაც ახალი პროექტი “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” გააცნო. მისივე ინფორმაციით, 2013 წელს რთველის დროს მოსახლეობის შემოსავლებმა 100 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, 2014 წელს კი – 175 მილიონზე მეტი. “იცით, რომ ჩვენმა მთავრობამ მევენახეობა-მეღვინეობის ხელშეწყობა ეროვნული მნიშვნელობის საქმედ გამოაცხადა და სუბსიდირებისა და აგროსესხების თვისებრივად განსხვავებული სისტემის გატარებით მოახდინა კერძო სექტორის სტიმულირება. ჩვენი მიზანი იყო ჩვენს მევენახეებს მიეღოთ და გადაემუშავებინათ რაც შეიძლება მეტი ყურძენი. 2013 წელს სახელმწიფო სუბსიდიამ 32-მილიონ-ნახევარი ლარი შეადგინა, 2014 წელს კი – 31 მილიონზე მეტი. შეღავათიანი აგროკრედიტების ფარგლებში გაიცა 22 მილიონი დოლარი, რამაც ღვინის ინდუსტრიაში 56 კომპანიას ტექნიკური გადაიარაღებისა და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის შესაძლებლობა მისცა. შდეგად მივიღთ ის, რომ მევენახეებმა ყურძენი მაქსიმალურად მაღალ ფასად ჩააბარეს. 2013 წელს რქაწითელის საშუალო ფასი იყო 1 ლარი და 5 თეთრი, ხოლო რეკორდულად მაღალი ფასი იყო 1 ლარი და 33 თეთრი. საფერავის საშუალო ფასმა შეადგინა 1 ლარი და 24 თეთრი, დაფიქსირდა რეკორდულად მაღალი ფასიც – 2 ლარი და 10 თეთრი. 2014 წელს რქაწითელის საშუალო ფასმა შეადგინა 1 ლარი და 5 თეთრი, რეკორდულად მაღალი ფასი დაფიქსირდა 1 ლარი და 50 თეთრი. საფერავის საშუალო ფასი იყო 2 ლარი და 35 თეთრი, ხოლო რეკორდულად მაღალი ფასი ოყო 3 ლარი და 40 თეთრი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2013 – 2014 წლებში კახეთში ღვინის კომპანიებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადაამუშავეს. 2013 წელს რთველის დროს მოსახლეობის შემოსავლებმა 100 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, 2014 წელს კი – 175 მილიონზე მეტი. ჯამში მხოლოდ კახეთში, მხოლოდ რთველზე მოსახლეობამ 275 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო. სწორედ მთავრობის ამ პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ კახელმა კაცმა დაიბრუნა თავისი ისტორიული მისია და შედეგიც სახეზეა – 2014 წელს კახეთში 3000 ჰექტარი საფერავისა და რქაწითელის ვენახები გაშენდა. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეისათვის კახეთის რეგიონში მიმდინარეობს სხვადასხვა რაიონის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია. “დაწყებულია და 2015 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს გურჯაანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რომლის შედაგადაც მოსახლეობის 100 პროცენტი უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით, ასევე გაუმჯობესებული ხარისხის სასმელი წყლით. პროექტის ღირებულება 3 მილიონ 278 ათასი ლარია. დაწყებულია აგრეთვე წნორის 10-მილიონ-ნახევრის ღირებულების პროექტი და სიღნაღის 1 მილიონზე მეტი ღირებულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას, იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება და გაუმჯობესებული ხარისხის სასმელი წყალი. წელს, მეორე კვარტალიდან ვიწყებთ 26 მილიონიან პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ახმეტის, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და თელავში, კურდღელაურის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას. ამ რაიონებში მოსახლეობის ნაწილს ექნება 24-საათიანი, ნაწილს კი წყლის მიწოდების 16, 17 და 18-საათიანი გრაფიკი. ჩვენ აქტიურად ვახორცილებთ რეგიონში მდინარეთა ნაპირსამაგრ სამუშაოებს. მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ასეთი პროექტების განხორციელებას, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უზარმაზარი ზარალი, რომელიც წყალდიდობას მოაქვს მოსახლეობისათვის. შეგახსენებთ, რომ 2013-2014 წლებში უკვე დასრულდა ნაპირსამაგრი სამუშოები გურჯაანის რაიონში, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ამჟამადაც მიმდინარეობს მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოები. რაც შეეხება გზებს, 2013-2014 წლებში რეგიონში დასრულდა 77 კმ გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2015 წელს კი დაგეგმილია მინიმუმ კიდევ 17 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია. ახლა შევეხები სხვადასხვა პროექტს, რომლებიც უკვე განვახორციელეთ რეგიონში. ეს არის შიდა გზების რეაბილიტაცია; სატყეო გზის მოწყობა; შენობების რესტავრაცია და ტურისტული ზონის მოწყობა სოფელ დართლოში; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ნინოწმინდაში, უჯარმაში, დავით-გარეჯში, ძველ შუამთაში, ახალ შუამთაში, იყალთოში, გურჯაანში, ხირსაში, აგრეთვე ალავერდისა და ბოდბის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან; ახტალის კურორტის კომპლექსური აღდგენა; თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია; შენობების რესტავრაცია თელავსა და ყვარლის ცენტრალურ ნაწილში; თელავში ნადიკვარის პარკის რეაბილიტაცია. ახლა რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, დღეისათვის კახეთში ხორციელდება ისეთი პროექტები, როგორიცაა დართლოს საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის მე-2 ფაზა; თუშეთის გზის უსაფრთხოების ღონისძიებები; სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლების დამაკავშირებელი გზების მშენებლობა; თელავში ადმინისტრაციული შენობების რეკონსტრუქციისა და კაპიტალური შეკეთების სამუშაოები; გურჯაანში შიდა გზების აღდგენა; ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობა იყალთოში; სამშენებლო ნარჩენებისგან თელავის შესასვლელის გასუფთვება; ,,თელავის ხევის” რეაბილიტაცია; თელავის ბატონის ციხის აღდგენის მე-2 ფაზა და სხვა”, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

გადავიდა კვების გაფართოებულ რაციონზე — ექიმი სააკაშვილზე

გადავიდა კვების გაფართოებულ რაციონზე — ექიმი სააკაშვილზე

5 years ago
ვენეციის კომისია “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონზე მოსაზრებას 10 დღეში მოამზადებს

საქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია სტუმრობს

9 years ago
2013 წელს  კომპანია „სოკარმა“ სახელმწიფო ბიუჯეტში – 130 მილიონი ლარი შეიტანა

2013 წელს კომპანია „სოკარმა“ სახელმწიფო ბიუჯეტში – 130 მილიონი ლარი შეიტანა

12 years ago

საქართველოს ბანკმა დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის 100,000 აშშ დოლარი გამოყო

9 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by