ბოლო წლებია, საქართველო აქტიურად არის ჩართული განაშენიანების პროცესში. აშკარად შეინიშნება ტენდენცია წერტილოვანი მშენებლობიდან კომპლექსურზე გადასვლის, რაც თანამედროვე დეველოპერული ბაზრის გამოძახილია. ამ მიმართულებით კერძო ბიზნეს წამყვანი როლი უჭირავს.
სამი წელია გამოჩნდა ქართულ ბაზარზე აზერბაიჯანული უმსხვილესი სამშენებლო კომპანია AS Group Investment. „დირსი“ – არის საცხოვრებელი კომპლექსი, პროექტი, რომელიც კომპანია AS Group Investment-ის ინვესტიციით ხორციელდება.
„დირსი“ ეს არის ქალაქი ქალაქში. 40 ჰექტარზე გაშენებული თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც 22 კორპუსს გააერთიანებს. „თბილისი თაიმსს“ „დირსის“ შესახებ, კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების უფროსი ქეთი ადეიშვილი ესაუბრა.
„დირსის“ პროექტის განხორციელება როდის დაიწყო და რას ნიშნავს სახელი „დირსი“?
– ლირიულ გადახვევას გავაკეთებ და გავიხსენებ ისტორიულ ფაქტებს. 18-ე-19-ე საუკუნეებში ეს ადგილი ცნობილი იყო დირსი ჭალის ბაღების სახელით, სადაც გაშენებული იყო ლამაზი მოსასვენებელი ადგილები თბილისის მაცხოვრებლებისათვის. თუმცა, მას შემდეგ, ბოლო რამდენიმე ათწლეულია ამ ადგილს ყოველგვარი ფუნქცია ჰქონდა დაკარგული. 2012 წელს, როდესაც კომპანია AS Group Investment-მა „დირსის“ პროექტის განსახორციელებლად ლოკაციის შერჩევა დაიწყო ძალიან დიდი ყუარდღება დაეთმო ტერიტორიის ეკოლოგიური გარემოს აღდგენასა და განიავების საკითხს. ჩვენ არ შემოვიფარგლეთ მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობით და გადავწყვიტეთ ლოკაციისთვის მისი პირვანდელი სახე და დანიშნულება დაგვებრუნებინა, ვეცადეთ რომ „დირსის“ სახით თბილისს ახალი, ლამაზი და მყუდრო უბანი შემატებოდა. შესაბამისად, დირსის უბანში დაცულია ის თანამედროვე სტანდარტები რასაც დღეს სამშენებლო ბაზარი გვთავაზობს. ეს არის წერტილოვანი მშენებლობიდან კომპლექსურ მშენებლობაზე გადასვლა. ამჟამად, პირველი ეტაპი დასრულებულია. იგი მოიცავს 11 კორპუსს, დაახლოებით 2600 გარემონტებულ ბინას. უახლოეს მომავალში იგეგმება მეორე ეტაპის დაწყებაც, რომელიც დაახლოებით იგივე მასშტაბებს მოიცავს
რა არის თქვენი საცხოვრებელი კომპლექსი „დირსის“ ძირითადი უპირატესობები, რითიც ის განსხვავდება სხვა სამშენებლო პროექტებისგანს?
– მთავარი უპირატესობა, ეს არის პრინციპი – ყველაფერი სახლთან ახლოს, ერთი ნაბიჯის მანძილზე. საუბარია „დირსის“ კომპლექსში არსებულ სრულყოფილ ინფრასტრუქტურაზე, იქნება ეს: კეთილმოწყობილი ეზოები საბავშვო მოედნებით, სკვერები, ბულვარი მტკვრის პირას, სავაჭრო ცენტრი, სამედიცინო ცენტრი, შიდა პარკინგის ადგილები, საბავშო ბაღი, სკოლა… ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ბავშვებისა და მოზარდების აღზრდისა და განათლების საკითხს. ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ბრიტანულ ბრენდთან, რომელიც საბავშო ბაღისა და შემდგომში სკოლის ოპერირებას განახორციელებს. ზოგადად მინდა აღვნიშნო, როპ ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ „დირსის“ ტერიტორიაზე განთავსებულ ნებისმიერ კომერციულ თუ სოციალურ ობიექტს. მაგალითად, ვგეგმავთ სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. რომლის სახითაც, ვფიქრობ, თბილისს კიდევ ერთი საინტერესო არქიტექტურის მქონე შენობა შეემატება.
„დირსი“ არ არის ერთი ან 2-3 წლის პროექტი. ეს არის დიდი და საინტერესო პროექტი, რომელიც მუდმივად განვითარდება, ეტაპობრივად დაემატება რა სხვადასხვა ფუნქციონალური ზონები: გასართობი პარკი, დაბალსართულიანი ვილის ტიპის დასახლება და ა.შ. ბულვარი, მტკვრის პირას, რომლიც დირსის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა – თითქმის 3,5 კ.მ. -ზე გადაიჭიმება.
თქვენი საწარმოს პარტნიორების შესახებ, რას გვეტყვით?
– 2015 წელი იმით არის ასევე აღსანიშნავი, რომ საცხოვრებელი ფართების გარდა, ბაზარზე გამოვიტანეთ კომერციული ფართებიც. ჩვენ ვაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გახდნენ ჩვენი პარტნიორები და ორი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ გამოიყენონ ჩვენი კომერციული ობიექტები. ამ ეტაპისთვის დაინტერესება საკმაოდ დიდია და არაერთ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.
როგორია ქართული ბაზარი ამ სეგმენტზე, რამდენად აკმაყოფილებთ თქვენ სტანდარტებს და რომელ კომპანიას თვლით, თქვენს კონკურენტად?
– მოგეხსენებათ 2008 წლის შემდეგ სამშენებლო სფეროში მოღვაწე ძალიან ბევრი კომპანია გაკოტრდა და თბილისში თითქმის შეჩერებული იყო მშენებლობები. ქართული უძრავი ქონების ბაზარს თუ გადავხედავთ ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო გამოცოცხლება. ამაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის უცხოური ინვესტიციების შემოდინებას. თუნდაც ჩვენი მაგალითი რომ ავიღოთ. როდესაც ბაზრის მოკვლევა ჩავატარეთ აღმოჩნდა, რომ ქართული ბაზარი მზად არის და აქვს მოთხოვნა იმ თანამედროვე პროდუქტზე, რომელსაც AS Group Investment-ი სთავაზობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბაზარმა განვითარება დაიწყო. თუ გადავხედავთ მონაცემებს 2013 წელთან შედარებით 2014 წელი ბევრად უფრო წარმატებული აღმოჩდა. თუმცა მიუხედავად ამისა 2015 წლის გეგმებზე მუშაობისას (რამდენიმე ახალი პროექტი უკვე დავაანონსეთ) ვერ დავაიგნორებთ ბაზარზე მიმდინარე პროცესებსაც, ინფლაციას, ლარის კურსის ცვლილებას… ბაზარი არაერთგვაროვნად, თავისებურად რეაგირებს თითოეულ ფაქტზე, თუმცა ერთი რამ უცვლელია – მოთხოვნა ახალ, თანამედროვე ბინებზე თბილისის მოსახლეობაში ჯერ კიდევ მაღალია. რაც შეეხება კონკურენტ კომპანიებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ასეთი კომპანიები არ გვყავს, რადგან არც ერთი სხვა კომპანია არ ახორციელებს „დირსის“ ტიპის პროექტს. მეორად კონკურენტებად შესაძოა განვიხილოთ ისანი-სამგორის რაიონში მიმდინარე ყველა წერტილოვანი თუ სხვა ტიპის მშენებლობა.
თბილისის რომელ უბნებში გაქვთ სამშენებლო სამუშაოები დაწყებული, როდის გეგმავთ მათ დასრულებას და თუ აპირებთ რეგიონებში გასვლას და სად?
– ამ ეტაპზე ჩვენი მშენებლობა კონცენტრირებულია მხოლოდ „დირსის“ უბანზე. ათვისებულია ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი. ეს არის კომპანიის საქართველოში მოღვაწეობის პირველი გამოცდილება. თუმცა, ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ მშენებლობის და მენეჯმენტის განხორციელებით. კომპანია აწარმოებს სამშენებლო მასალებს, ტექნიკას, მანქანებს… საერთოდ, ჰოლდინგი AS Group Investment-ი რამდენიმე ქვეყანაშა წარმოდგენილი მათ შორის რუსეთსა და აზერბაიჯანში, სადაც ასევე მსხვილი პროექტების განხორციელებით არის დაკავებული, მათ შორის სამთავრობო შეკვეთებით.
როგორია კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა და რამდენია თქვენთან დასაქმებულთა რაოდენობა?
– პირველი ეტაპის მშენებლობის პროცესში ჩვენ გვყავდა ჩართული 1500 ადამიანი. მუდმივი სტაფის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 600 თანამშრომელს. ამჟამად კონტრაქტორების რაოდენობა შევამცირეთ, ეს ეხება მშენებლებსა და შენობის მომპირკეთებლებს, რადგან მშენებლობის პირველი ეტაპი ფაქტიურად დასრულებულია. თუმცა 2015 წლის ბოლოს, ვაპირებთ მეორე ეტაპის მშენებლობის დაწყებას, რაც გულისხმბს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მას შემდეგ რაც AS Group Investment-ი დაასრულებს „დირსის“ მშენებლობას შეიქმნება დირსი ფულ სერვისის ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა იმ მომსახურებას, რაც „დირსის“ მაცხოვრებელს დასჭირდება.
რა წილი უკავია კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე?
– ჩვენი წილი ბაზარზე ჯერ მხოლოდ ფორმირების პროცესშია, ვინაიდან აქტიური რეალური ქმედებების განხორციელება, არც თუ ისე დიდი ხნის წინ დავიწყეთ. მიუხედავად ამისა, ბაზარზე ჩვენი წილი 2013 – 2014 წლებში, საწყის მაჩვენებელთან შედარებით, 120 პროცენტით გაიზარდა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. რაც შეეხება 2015 წლის შეფასებას, ველოდებით პირველი კვარტლის მაჩვენებლებს.
როგორ შეაფასებთ სხვა კომპანიებს საქართველოში და რომელია თქვენთვის მთავარი კონკურენტი კომპანია?
– პირველ რიგში ალბათ გამოვყოფ „M კვადრატს“ და მის მიდგომას. ამ ეტაპზე, როგორც ვიცი აფართოვებს თავის მშენებლობებს სხვადასხვა უბნებში. ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ტერიტორიის მოცვა საინტერესოა, რაც პირველ რიგში ბაზარზე და მის კონკურენტუნარიანობაზე აისახება. ასევე გამოვყოფდი „არქი ჯგუფს“ ,“ ოლიმპიურ სოფელს“ და ყველა იმ პროექტს, რომელსაც დადებითი ეფექტი აქვს უძრავი ქონების ბაზარზე.
რა ღის „დირსიში“ ბინები და რომელი ფენის მომხმარებელი ინტერესდება თქვენი ბინებით?
– „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსი პირელ რიგში შეიქმნა იმისათვის, რომ საშუალო ფენას ჰქონოდა შესაძლებლობა შეეძინა ბინა ახალ აშენებულ კომპლექსში. საუბარია არა უბრალოდ საცხოვრებელ ფართზე, არამედ ბინაზე კარგი რემონტით და ეკონომიური ფასით, საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც სთავაზობთ სრულიად უნიკალურ პირობებს იცხოვრონ ახალ, მყუდრო და უსაფრთხო გარემოში. ამჟამად ჩვვენთან კვადრატული 900 დოლარი ღირს. ვგეგმავთ თუ არა ფასის გაზრდას? მოგეხსენებათ მშენებარე კორპუსში და დასრულებულ კომპლექსში ბინის ფასი ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია ბაზრის ცვლილებაც, გადავწყვიტეთ, სტაბილური ფასი შეგვენარჩუნებინა და არ დაგვემძიმაჩვენი მომავალი მობინადრეების მდგომარეობა. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრმლობთ რამდენიმე წამყვან ბანკთან და სულ მალე ბაზარს ახალ იპოთეკურ პროდუქტს შევთავაზებთ, რომლის პირობებში პირველადი შენატანი იქნება მინიმალური ქართული ბაზრისთვის, მხოლოდ 10-15 პროცენტი. ასეთი შემოთავაზება ქართულ ბაზარზე ფაქტიურად არ არსებობს. ეს პროდუქტი განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ იპოთეკური სესხის აღება, მაგრამ შემოსავალი არ უფიქსირდებათ ანგარიშზე.
უცხოელები თუ ინტერესდებიან „დირსის“ საცხოვრებელი ფართის ყიდვით?
– მყიდველთა 20-დან 30 %-მდე არიან ქართველი ემიგრანტები რუსეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდა და სხვა ქვეყნებიდან. ასევე გვყავს უცხოელებიც, რომლებსაც საქართველოში აქტიურად აქვთ ბიზნესი და სჭირდებათ საკუთარი ბინები.
რამდენად არის ხელშეწყობა სახელმწიფოსგან. ღიად, რომ მიმართავდეთ მთავრობას, რას ეტყოდით თქვენივე საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, რას მოითხოვდით ან რას ურჩევდით?
– შემიძლია ვთქვა, რომ ჩევნ პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან არ ყოფილა არანაირი შეზღუდვა. ის, რომ დღეს პროექტი „დირსი“ ხორციელდება და ის, რომ AS Group Investment-ი შემოვიდა ქართულ ბაზარზე, რა თქმა უნდა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული კანონმდებლობისა და ინვესტორებისთვის შექმნილისტაბილური გარემოს დამსახურებაა.
როგორ თვლით მოლოდინი გამართლდა? შესრულდა თუ არა გეგმა რომელიც თქვენ გქონდათ გათვლილი?
– როდესაც შეხვედრებს ვატარებთ, ხშირად ისმის ეს კითხვა და მე შემიძლია ვთქვა, რომ მოლოდინი ნამდვილად გამართლდა. როდესაც AS Group Investment-ი შეოდიოდა ბაზარზე მათ ჰქონდათ, როგორც პესიმისტური, ისე ოპტიმისტური გათვლები. გასაყიდად გამოტანილი იყო რვაასი ბინა, რომლებმაც მალევე იპოვეს თავიანთი მყიდველი აქედან ხუთასი უკვე გაყიდულია. თუმცა, როგორც ზემოდ უკვე აღინიშნა, კომპლექსის მხოლოდ პირველი ეტაპი მოიცავს ჯამში 2600 ბინას. „დირსის“ უბანში მომხმარებელს ბინების ფართო არჩევანი აქვს.
ესაუბრა
ნათია ლალიაშვილი