• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ფინანსთა სამინისტრო “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ფინანსთა სამინისტრო “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

finanstasaministroმთავრობამ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც მიმართულია სამართლიანი და ეფექტური ადმინისტრირებისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნისკენ, ჯარიმებისა და სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციისკენ.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა ცვლილებების მორიგი პაკეტი, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვან მექანიზმებს ითვალისწინებს. კერძოდ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2015 წლის 1 აპრილამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თავისუფლდება აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის, წარდგენის/გამოცხადების/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის დარღვევისათვის, სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წარდგენას და გაფორმებას.

“ჩვენ შევისწავლეთ ავტოიმპორტიორთა პრობლემა, რომლებსაც ძირითადად, საგარეო ფაქტორების გამო შეუმცირდათ ექსპორტის მოცულობა აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგრძელებულიყო განბაჟების ვადები, ასევე ჩამოგვეწერა ის ჯარიმები და საურავები, რომელიც დარიცხული აქვთ ავტო იმპორტიორებს, იმის გამო, რომ მათ დადგენილ ვადაში დროულად ვერ მოახდინეს ავტომობილების განბაჟება,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.

გარდა ამისა, ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირებას: ფიზიკური პირის მიერ ფიზიკური პირზე საცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი, დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 20 პროცენტისა; ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სახლის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტომანქანის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება 5 პროცენტით, ნაცვლად არსებული 20 პროცენტისა; არარეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად არსებული 10 პროცენტიანი განაკვეთისა.

ასევე, გათვალისწინებულია ცალკეული საგადასახადო სანქციების შემსუბუქება კერძოდ: გადასახადის ვადაში გადაუხდელობისათვის არსებული საურავი 0.06 პროცენტისა, მცირდება 0.05 პროცენტამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად, პირი დამატებით დაჯარიმდება, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 50%-ისა. ამასთან, დანაკლისი განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად; აღურიცხავი საქონლის გამოვლენისთვის სანქცია მცირდება ამ საქონლის ღირებულების 50 პროცენტამდე, ნაცვლად არსებული 100 პროცენტისა; ცვლილებების ნაწილი ბიზნესთან კონსულტაციისა და მათი წინადადებების გათვალისწინებით მომზადდა.

საგადასახადო კოდექსში მომზადებული აღნიშნული ცვლილებების პაკეტი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

საკანონმდებლო ორგანოს მიერ ცვლილების დამტკიცების შედეგად, ჩვენს თანამოქალაქეებს და ბიზნესსექტორს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდებათ საგადასახადო ტვირთი, ცვლილებები ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.

ShareTweet

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

20-27 ივლისს ფესტივალ “არტ-გენის” შემაჯამებელი დასკვნითი ნაწილი გაიმართება

20-27 ივლისს ფესტივალ “არტ-გენის” შემაჯამებელი დასკვნითი ნაწილი გაიმართება

12 years ago
საქართველოს მთავრობის მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს

საქართველოს მთავრობის მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს

11 years ago

გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

10 years ago
„გვაქვს რწმუნება ორგანიზატორების მხრიდან, რომ ქართველი ოლიმპიელების უსაფრთხოებას არანაირი საფრახე არ ემუქრება“

„გვაქვს რწმუნება ორგანიზატორების მხრიდან, რომ ქართველი ოლიმპიელების უსაფრთხოებას არანაირი საფრახე არ ემუქრება“

13 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by