• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით იზრდება

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

safe_image-12დედაქალაქის მთავრობამ დღეს ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი მიიღო. ცვლილებების მიხედვით, თბილისის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით იზრდება. გაზრდილი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის  ფონდ „ქართუს“ მიერ გრანტის სახით გამოიყო. 6 მილიონი ლარი კი დინამო სტადიონის რეაბილიტაციას მოხმარდება.

როგორც “თბილისი თაიმსს” მერიიდან აცნობეს, 10 მილიონიანი გრანტის ფარგლებში დედაქალაქის მერია სხვადასხვა სპორტულ ობიექტებთან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს. შეიძენს პროექტებსა და საექსპერტო მომსახურებას, ასევე, პროექტების განხორციელების მომსახურებას.

გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მოხდება სპორტული ობიექტების – მ. კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის, შ. ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის, მ. კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის, ააიპ “ჩოგბურთის განვითარების” ელექტროენერგიის სიმძლავრეების გაზრდა. პროექტის განხორციელების სავარაუდო თანხა  340 000 ლარს შეადგენს.

ასევე განხორციელდება ბელიაშვილის ქუჩიდან ძიუდოს ფედერაციის ცენტრალური შესასვლელის კეთილმოწყობა და შიდა ეზოში ორგანული ნარჩენისაგან ნიადაგის საფარის დაგება. პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრულია 30 000 ლარი. 96 329 ლარია გათვლილი  შ. ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის ეზოს შესასვლელამდე ასფალტის საფარის დასაგებად. მ. კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის უკანა შესასვლელთან ასფალტის საფარის დაგებისათვის განსაზღვრულია  7 341 ლარი. გრანტის ფარგლებში მოხდება თბილისის ზღვის გარშემო გზის ასფალტის საფარის კაპიტალური შეკეთება, რომლის  საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისთვის 75 000 ლარი, პროექტის განხორციელებლად კი  5 304 879 ლარია განასზღვრული.

ოლიმპიური ფესტივალისთვის განხორციელდება მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონის გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია. მოწესრიგდება გზის საფარი და ავტოსადგომი, რისთვისაც 1 150 000 ლარია განსაზღვრული.  14 000 ლარამდე დაიხარჯება მიხელ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის გაზმომარაგების გარე ქსელის მოწყობისათვის. განხორციელდება ჩოგბურთის კორტებთან გაზმომარაგების, საკანალიზაციო და გარე ქსელის მოწყობა, რომლისთვისაც 39 500 ლარია განსაზღვრული.

ასევე მოხდება ე.წ დიღმის ჭალების მიმდებარე პერიმეტრის კეთილმოწყობა, რომლის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის 25 000, პროექტის განსახორციელებლად კი 690 355 ლარია განსაზღვრული. ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა წყალმომარაგების სისტემა, რომელზეც 604 596 ლარი დაიხარჯება. გრანტის ფარგლებში მოეწყობა ოლიმპიური სოფლის კანალიზაციის გარე ქსელი, რომილსთვისაც 1 000 000 ლარია განსაზღვრული.  სავარაუდოდ, 623 000 ლარი დაიხარჯება უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მრავაფუნქციური სპორტული გამაჯანსაღებელი ცენტრის გარე კომუნიკაციების – წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად. 13 ობიექტზე სამუშაოები ეტაპობრივად ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე დასრულდება.

რაც შეეხება დინამო სტადიონის რეაბილიტაციას, დამატებით გამოყოფილი თანხით განხორციელდება „დინამო არენას“ სკამების დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება, ასევე, ჰიდროიზოლაცია და შეღებვა, რისთვისაც 4 339 143,41ლარია გამოყოფილი.

ამასთან, დაგეგმილია გადახურვის კონსოლურ ელემენტებს შორის ნალესის მოხსნა, კონსოლის ქვედა სიბრტყის შეღებვა და I და II იარუსის კიბის შუბლების მონიშვნა, რაზეც   237 778 ლარი დაიხარჯება.

გარდა ამისა, ოთხი ტემპერატურული ნაკერის ქვეშ მდებარე ე.წ. სქაიბოქსების გადახურვის ნაწილობრივი ჰიდროიზოლაცია განხორციელდება, რისთვისაც 41 762,92 ლარია გამოყოფილი.

დაგეგმილია, ასევე, უეფას ოფისების კეთილმოწყობა, რაზეც 100 000 ლარი დაიხარჯება. განხორციელდება გამაგრებითი სამუშაოების მესამე ეტაპი, რისთვისაც  704 304 ლარია გამოყოფილი.

გასახდელების განყოფილებასა და VIP ლოჟაში უზრუნველყოფილი იქნება, ასევე, ელექტროგაყვანილობა, გათბობა-გაგრილება, ვენტილიაცია და სახანძრო სიგნალიზაცია, რაზეც 577 011ლარი დაიხარჯება.

 

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

55 წლის კაცი სასიკვდილოდ მეზობელმა გაიმეტა – რა მოხდა მკვლელობის ღამეს და რას ჰყვებიან ადგილობრივები

55 წლის კაცი სასიკვდილოდ მეზობელმა გაიმეტა – რა მოხდა მკვლელობის ღამეს და რას ჰყვებიან ადგილობრივები

1 year ago
“საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ჩვენ ამ პარტნიორობის გაღრმავების ერთგული ვართ”

“ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე” – იენს სტოლტენბერგი

10 years ago
გიორგი კვირიკაშვილი: “გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას”

გიორგი კვირიკაშვილი: “გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას”

9 years ago

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

12 years ago

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე,...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები 11/16/2026
  • შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს 11/16/2026
  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by