დღეს მსოფლიო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი ორგანიზაცია “ბავშვი და გარემოს” აღსაზრდელებს ესტუმრებიან და საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურას გადასცემენ.
ხმოვანი ზღაპრების, კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების უახლესი გამოცემების ნუსხა მათი ასაკის, ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა.
ღონისძიებაში ჩართულია თითქმის ყველა მსხვილი ქართული გამომცემლობა – “პალიტრა L”, “დიოგენე” , “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, “ელფი”, “ქარჩხაძის გამომცემლობა”, “ბაკმი”, “ინტელექტი”, “არტანუჯი”, საგამომცემლო პროგრამა “ლოგოსი”.
ბავშვთა ცენტრში შეხვედრას მწერალი ლაშა ბუღაძეც დაესწრება, რომელიც მოზარდებს წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრება და მათ ასაკში აუცილებლად საკითხავ ლიტერატურას შეურჩევს.
ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო” ამ ეტაპზე 160 სოციალურ დაუცველ ბავშვზე ზრუნავს.













