• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ძირითადად სიძულვილის, ცინიზმის, ტყუილის ფრქვევაში იხარჯება თანამედროვე მასმედია – ნანა ჩაჩუა

11 years ago
in ანალიტიკა, მთავარი მოვლენები
A A
5
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

წარმოიდგინეთ სამყარაო, სადაც დუმილია. სიჩუმე, რომელსაც არაფერი არღვევს – არც სიცილი, არც ყვირილი და არც არანაირი ხმა. ასეთი სამყაროს წარმოდგენა ჩემთვის ძალიან რთული და ამავდროულად, ცოტა საზარელიცაა. კარგია, რომ ასე არ არის.

ყველანაირი ემოციისა თუ შეგრძნების მხოლოდ „შიგნით ჩამალვა“ შეუძლებელია – ჩვენ ყოველთვის გვაქვს სურვილი იმისა, რომ ეს ყველაფერი რამენაირი ფორმით გამოვხატოთ. სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია – ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაციის გზით ჩვენ მათთან საერთო ენის გამონახვას ვახერხებთ, გვექმნება შთაბეჭდილებები, გამოგვაქვს დასკვნები, თანავუგრძნობთ ან ვაღიზიანებთ და ა.შ. ადამიანის ქმედება მხოლოდ ინსტიქტებს არ ეფუძნება. მას აქვს აზროვნების უნარი, რომელიც შემდგომ მის განზრახულ ქმედებებს, ემოციებსა თუ ნათქვამ სიტყვას განაპირობებს.

ადამიანები ყველაზე მნიშვნელოვანს ძალიან იშვიათად თუ ვაცნობიერებთ – სიტყვა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არ არის მუდმივად მშვიდი და გაწონასწორებული. არც თავად ჩვენ ვგრძნობთ თავს ყოველთვის ბედნიერად და, ბევრ ძალიან კარგთან ერთად, ბევრ უარყოფით სიტუაციასაც ვაწყდებით. მაგრამ არაფერი არ ამართლებს იმას, რასაც ხშირ შემთხვევაში ჩავდივართ – უპასუხისმგებლოდ თუ უყურადღებოდ ვსაუბრობთ ბევრს, ცუდს, უსარგებლოს, მავნეს და, თუნდაც გაუაზრებლად, სხვა ადამიანების ცხოვრებაში ვიჭრებით.

რა არის სიტყვა, რა დატვირთვა აქვს მას და რამდენად შეუძლია მის არასწორ გამოყენებას ადამიანებისთვის ზიანის მიყენება – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე  „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ესაუბრა.

11182836_933323753378422_323183399_o (1)

დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.“ – ასე იწყება იოანეს სახარება. მართლმადიდებლურ სამყაროში სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ ამ საკითხზე სააღდგომო ეპისტოლეშიც გაამახვილა ყურადღება: “უხეში სიტყვის გამოყენების პრაქტიკამ ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მასმედიაში. . . სიტყვა უდიდესი ძალაა. ღმერთი არის სიტყვა; ავი სიტყვა კი, – ეშმაკისეულია. თითოეული ჩვენი ნათქვამი ბუმერანგივით დაგვიბრუნდება” – თქვენ რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით, რა არის სიტყვა და რა დატვირთვა აქვს მას თითოეული ადამიანის ცხოვრებაში?

– ბგერათა ერთობლიობას, რომელსაც გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია სიტყვა ეწოდება. ,,ღმერთთან ნამყოფი სიტყვა“ ანუ ,,ღმერთი სიტყვა“ სიტყვის მნიშვნელობის ძალასა და აღსანიშნისადმი პასუხისმგებლობას გამოხატავს. რაც ნიშნავს, კონკრეტული ბგერათა კომპლექსის აღნიშნულთან სრულ შესაბამისობის ანუ ხდომილების უპირობო აუცილებლობას.

ადამიანის დონეზე სიტყვა ენის ვერბალიზებაა. ენა ცხოველებსაც აქვთ, როგორც საკომუნიკაციო სიგნალთა სისტემა, მაგრამ არა სიტყვა და არა მეტყველება.

– მეტყველება სიტყვების მეშვებით წარმოებული ქცევის ერთ-ერთი ფორმაა. ეთოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი კარლ ფონ ფრიში დიდხანს სწავლობდა ფუტკრების ქცევას და დაადგინა, რომ ფუტკრები გადასცემენ ნექტარის წყაროს შესახებ ინფორმაციას ე.წ. ცეკვის მეშვეობით. ,,ცეკვაში“ ნექტარის ადგილმდებარეობა, მიმართულება და მანძილი უზუსტესადაა გადმოცემული. მართალია, ადამიანებთანაც არავერბალური შეტყობინებები სხეულის ენით ხორციელდება, მაგრამ  ამ შემთხვევაშიც შინაგანი მეტყველება, მაინც სიტყვების მეშვეობით მიმდინარე ფსიქიკური აქტივობაა. თუმცა ინსტიქტურ დონეზე მიმდინარე პროცესები ადამიანთანაც ვლინდება.

ადამიანის განსაკუთრებულობა მხოლოდ მის პასუხისმგებლობაზე გადის.  სწორედ  როგორც სიტყვის, ასევე ინსტიქტების მიმართ პასუხისმგებლობით მიიღწევა  ადამიანური არსებობის  მიზანი -თავისუფლება!  

,,ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს“ (მათე 12, 36).  ფუჭი სიტყვა საგნის, მოვლენისა და დროის შეუსაბამო სიტყვაა. ეს რეალობასთან ცდომილების მომენტია ანუ განუხორციელებელი ცხოვრება. ფუჭ მესიტყვეს ავყიას, ყბედს და ა.შ. უწოდებენ.

ქალბატონო ნანა, აქვს თუ არა სიტყვას კავშირი ადამიანის ემოციებთან და მის შინაგან სამყაროსთან? თუ ის მხოლოდ აზროვნების შედეგია?

– დიმიტრი უზნაძე აღნიშნავს, რომ განწყობის გამოვლენა არაცნობიერიდან ცნობიერში ემოციის სახით ხდება. ემოციის ,,შეჭრას“ ცნობიერში ერთნაირად შეუძლია ქცევის, როგორც დეზორგანიზაცია, ასევე ორგანიზაციაც. ცხადია, ერთიც და მეორეც სიტყვით გამოიხატება. ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი დარეჯან რამიშვილი შემეცნების პროცესში ემოციის უდიდეს მნიშვნელობაზე მიუთითებს და იქვე აღნიშნავს, რომ ემოციისა და აზროვნებითი ოპერაციების კავშირი სოციალური გამოცდილების მეშვეობით შემოდის ენაში. აღქმის, აზროვნებისა და მოქმედების ენერგეტიზაციას ემოცია ახდენს. თანამედროვე ფსიქოლოგიისათვის ემოციურობა აღიარებულია სასიცოცხლო წარმატების გადამწყვეტ ფაქტორად.

რატომ უჩნდებათ ადამიანებს მეორე ადამიანისთვის ცუდის თქმისა თუ გაკეთების სურვილი?

– ქსენოფონტე ამდაბლებდა სოკრატეს, რადგან ის ვერ ჩასწვდა სოკრატეს აზროვნების სიღრმეს, ხოლო პლატონი პირიქით, ადიდებდა, რადგან პლატონმა თავად  მოიცვა სოკრატეო. ცუდის თქმისა და გაკეთების სურვილს არა ერთი და ორი ფაქტორი განაპირობებს. ერთი კი ცხადია, შინაგანი მიზნებით მოტივირებულობა, რომელიც პიროვნულ ზრდაზეა ფოკუსირებული,  იმთავითვე გამორიცხავს ყოველგვარ აუგს.

ზოგჯერ ადამიანი საკუთარ აზრს თუ მოქმედებას, რომელიც მისთვისაც მორალურად მიუღებელია, გაუცნობიერებლად სხვას, მასზე უფრო კომპეტენტურს მიაწერს. ანდაზაც-,,ჩემი შენ გითხარი და გული მოგიკალიო“, ამასვე ადასტურებს. საკუთარ ნაკლოვან მხარეზე თვალის გასწორება, მასზე პასუხისმგებლობის აღება, დიდ შინაგან ძალას საჭიროებს.

დესტრუქციული ენერგიისაგან გამონთავისუფლებას ანუ კათარზისს ცხოვრებისეული ტანჯვისა და დიდი ემოციური დაძაბულობის გამოცდილება ესაჭირობა, რაც ჭეშმარიტი ხელოვნებითაც მიღწევადია. ძველი ბერძნული თეატრი და მწერლობა მაგ. სოფოკლეს ტრაგედიები ამ მიზანს ემსახურებოდა. ამ თვალსაზრისით რელიგიამაც დიდი შვება მიანიჭა ადამიანს. ფულად მოგებაზე ორიენტირებულმა თანამედროვეობამ კი სახიფათოდ დაამკვიდრა ფსევდო ხელოვნება, ფსევდო რელიგიურობა, ფსევდო ინტელექტუალობა და ადამიანს იოტისოდენა ადგილი არ დაუტოვა იმისათვის, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილისეული წუხილით ,,სულმა სად ჰპოვოს შვება, სად მიიდრიკო თავი“, არ წუხდეს.

სამწუხაროდ, ძირითადად სიძულვილის, ცინიზმის, ტყუილის ფრქვევაში იხარჯება  თანამედროვე მასმედია და სიტყვისადმი უპატივცემულობის სავალალო სურათი ,,წარმატებით“ დემონსტრირდება.

ადამიანური ურთიერთობები სიტყვის გარეშე წარმოუდგენელია. ადამიანები ერთმანეთს ვესაუბრებით, ვუხსნით, ვაჯერებთ, ვუბრაზდებით და ა.შ. რამდენად სწორი ურთიერთობის ფორმებია დღეს? ხშირია თუ არა შემთხვევა, როდესაც ჩვენ, თუნდაც გაუაზრებლად, ადამიანზე ჩვენივე სიტყვით ვზემოქმედებთ?

– არსებობს სიტყვის ზემოქმედების პირდაპირი და ირიბი გზა. ირიბი გზა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე პირდაპირი, რადგან ირიბი უშუალოდ ირაციონალურზე ზემოქმედებს. ადამიანის ყოველდღიურ, ყოფით ქცევაში კი დიდი წილი სწორედ ირაციონალურს ეკუთვნის.

,,მე ვიბრძვი არა ქართული ენისათვის, არამედ იმისათვის, რაც ამ ენაზე უნდა ითქვას“ წერდა მერაბ მამარდაშვილი. კითხვას – თუ რა არის სათქმელი, ერთი პასუხი აქვს-რეალობა!

რეალობის ე.წ. გადამუშავების ან გადაფარვის და ა.შ. ტექნოლოგია სხვადასხვა პოლიტიკური თუ კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე  მედია საშუალებების მიერ იმდენად ოსტატურად დაიხვეწა, რომ თუ არა კრიტიკული ცნობიერება, რეალობა პრაქტიკულად ამოუცნობი დარჩებოდა. მედიის მიერ რეალობის დამახინჯების, შთანთქმის საგანგაშო  პროცესს ამხელს და აანალიზებს ცნობილი ფრანგი მოაზროვნე ჟან ბოდრიარი და იქვე აგრძელებს, რომ ასეთ ვითარებაში ადამიანურ არსებობას დაუცველობა ემუქრება-სიყალბისაგან დაუცველობა!

რეალობადაკარგული საზოგადოების ლინგვისტური ველი იმდენად Facebook-ური აღმოჩნდა, რომ ოჯახის წევრები ოჯახში ერთი საერთო კომპიუტერზეც კი ერთმანეთის სტატუსებს აზიარებენ და აკომენტარებენ (?!). ემოციისა და აზრის გაზიარების სივრცის ვირტუალურში გადანაცვლებით კიდევ უფრო გაუუცხოვდა ადამიანი თავის ნამდვილ, ადამიანურ არსებობას.

შეძახილმა ხე გაახმოო – ნათქვამია. რამდენად ეთანხმებით თქვენ ამ გამოთქმას?

– აღნიშნული გამოთქმის ზემოქმედების ობიექტს უმეტესად  მოზარდი წარმოადგენს. ბავშვები ადვილად ითავისებენ იმ როლს, რომელსაც მიაწერენ. ამავდროულად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისინი ,,შურისმაძიებლები“ არიან. თუ ბავშვს შეარქვით ზარმაცი, ის მარტივად იძიებს ,,შურს“-იქნება ზარმაცი. დაარქმევთ უყურადღებოს და იქნება უყურადღებო და ა.შ. 

მედიცინაშიც კი გამხნევებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათ სჯერათ, რომ თუ ადამიანს შესაბამის განწყობას შევუქმნით და სისტემატიურად მოვუწოდებთ, რომ ის კარგად უნდა იყოს, მკურნალობის შედეგი უკეთესი იქნება. რეალურად, შეიძლება თუ არა, რომ სხვის მიერ ნათქვამმა სიტყვამ ადამიანის ფიზიკურ გამოჯანმრთელებაზეც იქონიოს გავლენა?

მედპერსონალის მიერ უტაქტოდ წარმოთქმულ სიტყვას შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება. ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ დაუკვირვებლად წარმოთქმული სიტყვა ავადმყოფში ხშირად იწვევს ფსიქოგენურ რეაქციას, ვითარდება ჰიპოქონდრული გამოვლინება, დეპრესია, განუკურნებელი ავადმყოფობის შიში და ა.შ.  აღნიშნული   ანუ იატროგენული  მდგომარეობა აფერხებს ავადმყოფის გამოჯანმრთელებას და უფრო მეტიც, შეიძლება სხვა დაავადების მაპროვიცირებელიც კი გახდეს.

თქვენ როგორც ფსიქოლოგი, რას ურჩევდით ადამიანებს, რომელთაც სიტყვიერი დამცირებით დიდი ტკივილი მიიღეს, ამ შემთხვევაში რა მექანიზმით უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია ისე, რომ თავადც არ გახდნენ აგრესიულები?

– მსხვერპლისა და მოძალადის როლში ყოფნა ყოველთვის ადამიანის არაპროდუქტიულობას იწვევს. აქედან გამოსავალის პოვნა კი უკვე მხსნელის მდგომარეობაა. გამოსავალი რეალობის მიღებით იწყება და მერე მასზე პასუხისმგებლობის აღებით სრულდება. ე.წ. მხსნელის ცნობიერება ცნობს საჭიროების პრინციპს. ამავდროულად, როცა ადამიანი კარგად იცნობს თავის თავს ანუ იცის, რამ შეიძლება გული ატკინოს, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს და ამასთანავე, ვისთანაც ურთიერთობს  მისგანაც  მოსალოდნელი რეაქციის გათვალისწინება შეუძლია,  ყოველთვის შეძლებს საკუთარი ფსიქიკური ენერგიის კონსტრუქციულად წარმართვას.

როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება თავად გახდეს მოძალადე. იმისათვის, რომ ეს მძიმე შედეგი თავიდან იყოს აცილებული უნდა ვასწავლოთ ჩვენს თავს თვითპატივისცემა, რასაც  ღირსება ჰქვია ანუ არა ,,კბილი კბილის წილ“, არამედ ცხოვრების მოქმედებაში გაგრძელების ძალაში კიდევ ერთხელ აღმოაჩინო საკუთარი თავი, განიცადო ახალი პიროვნული სიმაღლე. აღნიშნულს აღმოსავლური შეგონება ასე გვაუწყებს: ,,მძიმეა საფუძველი მსუბუქისა“.

ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი გამოცდილებაა. ტკივილნაზავი გამოცდილებიდან კი ამოიცნობა ყოფიერება. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც ამ პროცესს უკავშირდება. ისე, როგორც ბაირონმა თქვა: ,,იმდენი რამე გადავიტანე, რომ ხნიერი ვარ საკუთარ თავზე“. 

ესაუბრა

თეა ღვინაძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები
ახალი ამბები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

05/14/2026
„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი
ახალი ამბები

„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი

05/14/2026

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

11 years ago
თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკის შეხვდა

თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკის შეხვდა

7 years ago

BBC: “მკაცრი სასაზღვრო რეგულაციები და ახალი საფრთხე – რისთვის ემზადება ევროპა?”

11 years ago
გიორგი მარგველაშვილი: „აზერბაიჯანი არ არის საქართველოსთვის მხოლოდ დიდი პროექტი“

გიორგი მარგველაშვილი: „აზერბაიჯანი არ არის საქართველოსთვის მხოლოდ დიდი პროექტი“

12 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by