• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შსს-ს სამი თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისთვის სამსახურიდან დაითხოვეს

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1351833427_shinagan-saqmeta-saministroშინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი: გელა ხ, ზურაბ ა, ალექსანდრე კ. და ბესიკ ო. სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისა და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, სამსახურიდან დაითხოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, 2015 წლის 22 აპრილს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს, პოლიციის უფროს ლეიტენანტ გელა ხ-ს დაუკავშირდა მისი ნათესავი, შს სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე, მოქალაქე რამაზ გ. და სთხოვა დაედგინა მისთვის მობილური ტელეფონის ნომრის მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები. გელა ხ-მ მასზედ რიცხული გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის მეშვეობით, შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში არასამსახურებრივად მოიძია აღნიშნული ინფორმაცია, რაც აცნობა მოქალაქე რამაზ გ-ს.

2015 წლის 1 აპრილს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ინგურ-ქაღალდკომბინატის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, პოლიციის უფროს ლეიტენანტ ალექსანდრე კ-ს დაუკავშირდა მისი მეგობარი, მოქალაქე ენრიკო ხ. და სთხოვა გადაემოწმებინა კონკრეტული ავტომანქანა. ალექსანდრე კ-მ თავისი თანამშრომლის, ზურაბ ჭ-ს კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის მეშვეობით, შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში არასამსახურებრივად მოიძია ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომანქანა ბაზაში არ ფიქსირდებოდა.

2015 წლის 1 აპრილს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თერჯოლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლიციის კაპიტანი ბესიკ ო. დაუკავშირდა თერჯოლის რაიონული სამმართველოში მყოფ თანამშრომელს, სოფიო რ-ს, რომელსაც სთხოვა შს სამინისტროს შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS”-ის მეშვეობით, შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში მოეძიებინა ინფორმაცია სატრანპორტო საშუალებაზე, რაც სოფიო რ-მ შეასრულა. ამასთან, ბესიკ ო-მ სოფიო რ-ს არ განუმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მას არასამსახურებრივად აინტერესებდა. ბესიკ ო-მ მოპოვებული მონაცემები შეატყობინა მოქალაქე თამაზ ჩ-ს.

შსს-ს თანამშრომლებმა: გელა ხ-მ, ალექსანდრე კ-მ და ბესიკ ო-მ ჩაიდინეს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მათი მხრიდან გამოიხატა შსს-ს შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის არასამსახურებრივად გამოყენებაში, რითაც დაარღვიეს შს მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს N709 ბრძანება (აეკრძალოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით).

აღნიშნულ თანამშრომლებს შეეფარდათ შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი – სამსახურიდან დათხოვნა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელხურვალეთს ეწვია

9 years ago

ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა

10 years ago

მანანა კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე სიტყვით გამოვიდა

10 years ago

ანაკლიაში პორტი აშენდება

13 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by