• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა ჩამოთვლილი ობიექტური გარემოებები“

11 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2383mtavrobis sxdoma„დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა ჩამოთვლილი ობიექტური გარემოებები, რითაც პროცესი ტექნიკურად შეფერხდა და ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურა ერთი კვირით გადაიდო,“ – ამის შესახენბ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თბილისი თაიმსი“ აღნიშნულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გვინდა მოგაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: მიუხედავად იმისა, რომ მინისტრების დანიშვნა პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებაა, ახალი კანდიდატების წარდგენამდე ირაკლი ღარიბაშვილმა კონსულტაციები გაიარა კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან.  ბუნებრივია, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგინოს.

საქართველოს მთავრობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, თუმცა რადგან პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ხელახალი ნდობა ჯერ ვერ გამოუცხადა, ეს ქმნის გარკვეულ უხერხულობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც სულ რამდენიმე დღეში 13 მაისს, მთავრობამ თბილისში EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას უნდა  უმასპინძლოს. 21-22 მაისს ტარდება რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რისი მოსაზადებელი ვიზიტები სწორედ მომავალ კვირას არის დაგეგმილი: ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში მიემგზავრება; ვიცე-პრემიერი კახა კალაძე – გერმანიაში; იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი – საფრანგეთში, ბელგიასა და ესტონეთში; დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი – თურქეთში; საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი – გერმანიაში, ბელგიაში, თურქეთსა და სლოვაკეთში; ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური – აზერბაიჯანში; შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური – გერმანიაში; სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე – ესპანეთსა და დანიაში;

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალი კვირიდან დაგეგმილი აქვს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები, აშშ-ის სენატის დელეგაციასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, EBRD-ის პრეზიდენტთან, გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან, ატლანტიკური საბჭოს დელეგაციასთან, ასევე პრემიერი გახსნის EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას, რომელსაც 60-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი და 2 ათასზე მეტი ბიზნესმენი დაესწრება.

ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საქმეა თბილისმა ღირსეულად უმასპინძლოს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, როგორიც არის EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა, რომელმაც საქართველოს კონკრეტული შედეგები უნდა მოუტანოს. მთავრობა ასევე ემზადება რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის და სწორედ ამ ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობდა პრემიერ-მინისტრის მიმართვა, ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურების დაჩქარებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გარემოებების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ 29 აპრილს ისაუბრა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს, მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურების დაჩქარების თხოვნით მიმართა.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული გარემოებები მისაღები იყო საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებისთვის და, წინასწარი კონსულტაციების შედეგად, ისინი მზად იყვნენ, მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება შაბათს, 2 მაისს  დაგეგმილ რიგგარეშე სესიაზე მომხდარიყო.

ასევე აღსანიშნავია, რომ წინასწარი კომუნიკაცია იყო მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. კომუნიკაცია შედგა პრემიერსა და პრეზიდენტს შორისაც. დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა ჩამოთვლილი ობიექტური გარემოებები, რითაც პროცესი ტექნიკურად შეფერხდა და ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურა ერთი კვირით გადაიდო.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, სრულიად ჩამოყალიბებულია და მთავრობა მზად არის, ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს,“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

მეცნიერებმა აღმოაჩინეს თეთრი ჯუჯის გარშემო მოძრავი პლანეტა, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს🔭

მეცნიერებმა აღმოაჩინეს თეთრი ჯუჯის გარშემო მოძრავი პლანეტა, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს🔭

4 years ago
გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების დაინტერესებას გამოხატავს

გაერთიანებული სამეფო საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების დაინტერესებას გამოხატავს

9 years ago
ხვალ ფორუმი სახელწოდებით – „შშმ პირთა ადვოკატირება ბიზნეს სექტორში მათი დასაქმების მიზნით“ გაიმართება

ხვალ ფორუმი სახელწოდებით – „შშმ პირთა ადვოკატირება ბიზნეს სექტორში მათი დასაქმების მიზნით“ გაიმართება

12 years ago
ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსი პარლამენტში განსახილველად დღეს შევა

117 მომხრე, სამი წინააღმდეგი – პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

6 years ago

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026

სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,როიალ ფიშ ბათუმი“(მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ...

Read moreDetails
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026
  • „პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე 05/22/2026
  • მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by