• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როდიდან უნდა ველოდოთ ლარის კურსის დასტაბილურებას – ექსპერტების პროგნოზი

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
როდიდან უნდა ველოდოთ ლარის კურსის დასტაბილურებას – ექსპერტების პროგნოზი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2015 წელი ლარისთვის სავალალოდ დაიწყო. ეროვნული ვალუტა ბოლო რამდენიმე თვეა დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. როდიდან უნდა ველოდოთ ლარის კურსის დასტაბილურებას, რა მდგომარეობაა ამ მხრივ მეზობელ ქვეყნებში, რა იწვევს ლარის გაუფასურებას, ამ და სხვა საკითხებზე “თბილისი თაიმსი” ექსპერტებს ეკონომიკის დარგში ესაუბრა. გამოკითხულ ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ის რაც დღეს სავალუტო ბაზარზე ხდება ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხია, ნაწილი კი, ეკონომიკის სამინისტროსა და მისი სუსტი მენეჯმენტის ბრალეულობაზე საუბრობს.

1507910_805994706110421_8852993823167445422_n

მიხეილ დუნდუა: “ჩემი აზრით, ვალუტის დასტაბილურება მოხდება პერიოდში – მაისიდან ივნისამდე. ეროვნულმა ბანკმა გაზარდა ფინანსების განაკვეთი, რაც სწორი ნაბიჯია. მეტიც, უკეთესი იქნება თუ ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო თუ გაზრდის. მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს კურსი, რომელიც გულისხმობს ბიუჯეტის შემცირებას. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი სიტყვა ეროვნულ ბანკს ეკუთვნის. ერობნული ბანკის უმოქმედობამ თავის დროზე გაამწვავა დღეს არსებული სიტუაცია. ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ვალუტის ვარდნასა და გამყარებაზე. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, კრიზისი რუსეთის ბაზარზე და ბევრი სხვა საგარეო მოვლენა. ფაქტია, რომ სავალუტო კრიზისში ვართ და სახარბიელო მდგომარეობა არც მეზობელ ქვეყნებშია.“

10707826_843654398999171_780817482_o

აკაკი ცომაია: “ორი ფუნდამეტური ფაქტორია: მოთხოვნა და მიწოდება. მოთხოვნას ქმნის წმინდა ექსპორტი. ასევე მნიშვნელოვანია ინვესტიციები. რაც უფრო მეტია ის, მით მაღალია უცხოური ვალუტის მიწოდება. ეს არის ის, რაც განაპირობებს ფასს. ამ შემთხვევაში მთავრობის როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ის ორიენტირებული უნდა იყოს გრძელვადიანი პერიოდის ეკონომიკურ ზრდაზე, რაც ნიშნავს ხარჯების შემცირებას, რათა ეკონომიკური აქტივობა გაიზარდოს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მთავრობას საერთოდ არ გააჩნია მოქმედების გეგმა ან სტრატეგია. მე ასეთ დოკუმენტს არ ვიცნობ. აშკარაა, რომ მენეჯმენტში სერიოზული პრებლემაა. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ის სწორად მოქმედებს და სტაბილურად ინარჩუნებს ვალუტის მცურავ კურსს. ლარი მოქმედებს ისე როგორც საბაზრო მოთხოვნა – მიწოდების კანონი. ეროვნულ ბანკს შეეძლო დაეხარჯა რეზერვები და შეენარჩუნებინა ვალუტის სტაბილური კურსი, მაგრამ ეს არ იქნებოდა საკმარისი. საბოლოო ჯამში სურათი მაინც ისეთი იქნებოდა, როგორიც დღესაა. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, შედარებით დასტაბილურდა სავალუტო კურსები. დასტაბილურდა რუსეთში, თურქეთში, სომხეთში, უკრაინაში აზერბაიჯანში. ერთადერთი საქართველო დარჩა, სადაც ლარი განაგრძობს დევალვაციას.”

11128605_997221060310731_1458468145_n

ირაკლი ზარქუა: “ის რაც ეროვნულ ვალუტას ემართება ყოველდღიურად განპირობებულია ეროვნული ბანკის პირველი პირის, ქადაგიძის, დაგვიანებული ჩართვით. მან საშუალება მისცა ბაზარზე სპეკულაციური ოპერაციების გატარებას, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ეროვნული ვალუტის ბედი. ის დღემდე ცდილობს, რომ რეზევები არ გამოიყენოს, თუმცა გარდა რეზერვებისა მას სხვა ბერკეტებიც გააჩნია. ამავე დროს უნდა მოხდეს მთავრობასთან კოორდინირებულად მუშაობა. მოკლე ვადიან პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სინდისზეა ლარის კურსის დასტაბილურება, ხოლო რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდს, აქ უკვე ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობაა. თუ ეკონომიკის სამინისტრო დააჩქარებს და გაამრავალფეროვნებს პრივატიზაციის პროცეს ქვეყანაში მეტი ვალუტის შემოდინება მოხდება. რაც პირველ რიგში ლარის გამყარებას შეუწყობს ხელს.

ლარის რყევა განპირობებულია არა მატო შიდა, არამედ გარე ფაქტორებითაც, რაც მთელ მსოფლიოში აისახა. მაგრამ აქ საუბარია რა დოზით. თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში და უკრაინაშიც კი სადაც ომი მიმდინარეობს ადგილობრივმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ცალსახად ნათელია, რომ საქართველოში საბოტაჟთან გვაქვს საქმე, ეროვნული ბანკის მხრიდან. ასევე რამდენიმე წამყვანი ბანკის მხრიდან, რომლებიც სპეკულაციებს ხელს უწყობენ.”

8216_video

რომან გოცირიძე: “ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება, როცა მთავრობა არაფერს აკეთებს ამისათვის. არცერთი რჩევა, რაც მისცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მთავრობამ არ შეასრულა. არც ბიუჯეტის კორექტირება, არც პრივატიზაციის დაჩქარება, არც მარეგულირებელი ნორმების შერბილება. ეროვნულმა ბანკმა ასე თუ ისე გააკეთა რაც შეეძლი. 260 მილიონი დოლარის ოდენობის ინტრვენცია განახორციელა სავალუტო ბაზარზე. თუ მთავრობამ არ შეუწყო ხელი, ამას ნაკლები ეფექტი ექნება. მთავრობა კიდევ უფრო აუარესებს ბიუჯეტს. ლარის დევალვაციის გამო ენერგოობიექტები წამგებიანი ხდება. თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა, ნაცვლად იმისა, რომ იქით აძლევდეს ფულს ბიუჯეტს, თავად გახდა დასახმარებელი. გარდაუვალია ელექტროენერგიის ტარიფის მომატებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესეც ბიუჯეტის შესანახი გახდება. ასეთ ვითარებაში არცერთი უცხოელი ინვესტორი არ მოინდომებს ამ სექტორში ფულის ჩადებას. უფრო მეტიც – დღეს აქ მომუშავე ინვესტორებიც მოინდომებენ თავიანთი ბიზნესების გაყიდვას. ძნელი მისახვედრი არაა თუ ვის ჩაუვარდება ასეთი ობიექტები ხელში. რა თქმა უნდა, რუსულ კომპანიებს. ლარის გაუფასურებას მრავალმხრივ უარყოფითი შედეგები მოაქვს ქვეყნისათვის. მათ შორის პოლიტიკური.

ლარის გაუფასურების მთავარი ფაქტორია, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც მოქნილობა დაუკარგა ქვეყნის ეკონომიკას. ამას დაემატა საგარეო ფაქტორებიც. მთავრობა ბედსაა მინდობილი და მთელ იმედებს ბუნებაზე ამყარებს. დათბება და ტურისტებიც იმატებსო. სეზონური ფაქტორები მსრთლაც ანგარიშგასაწევია, მაგრამ ამაზე მთავარი იმედების დამყარება არასერიოზულია.

როცა საგარეო უარყოფითი ფაქტორებით იმართლებენ თავს, გვერდს უვლიან საგარეო დადებით ფაქტორებს- ნავთობზე მსოფლიო ფასების განახევრება, ზოგიერთი დასახელების სასურსათო საქონლის ფასების შემცირება მსოფიო ბაზარზე. სამწუხაროდ, ეს ფაქტორები ნელ- ნელა უარესდება. ნავთობის ფასებმა ბოლო თვეებში კვლავ დაიწყო მატება. ამიტომ არის აუცილებელი მთავრობის მიერ დროული ნსბიჯის გადადგმა. პირველ რიგში ბიუჯეტის სეკვესტრია საჭირო.

ეროვნული ბანკი უშეცდომო არ არის, მაგრამ მის ირგვლივ სამთავრობო ე.წ. ექსპერტებისა და მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კრიტიკა გამიზნულია მოსახლეობის დეზინფორმაციისაკენ და მთავრობის შეცდომების სხვაზე გადაბრალებისაკენ. ეს ცუდ სიგნალს აძლევს ბიზნესს და ბადებს უიმედობის და არასტაბილურობის განცდას.”

 ესაუბრა

ნათია ლალიაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

საინტერესო

„მთავრობის წევრთა საკმარისზე მეტმა რაოდენობამ, გამოამჟღავნა უკიდეგანო მლიქვნელობის მაღალი კოეფიციენტი“ – სოსო ცისკარიშვილი

12 years ago
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარზე შეზღუდვები დამატებით შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან დაწესდა

საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის – IMF

6 years ago
“საქართველოს ბანკმა” უნივერსიტეტი დააფუძნა

“საქართველოს ბანკმა” უნივერსიტეტი დააფუძნა

13 years ago
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 38 საკითხი განიხილეს

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 38 საკითხი განიხილეს

11 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by