• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ევროპული საქართველო გულისხმობს ინსტიტუტების მიერ ერთმანეთის მუშაობის ბალანს, სერთმანეთის გაკონტროლებას “

11 years ago
in პოლიტიკა
A A
“ევროპული საქართველო გულისხმობს ინსტიტუტების მიერ ერთმანეთის მუშაობის ბალანს, სერთმანეთის გაკონტროლებას “
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11004586_406068482894764_7423923499255009862_oთანამედროვე დემოკრატიული ევროპული საქართველო გულისხმობს ინსტიტუტების დაბალანსებას, ინსტიტუტების მიერ ერთმანეთის გაკონტროლებას და ქვეყნის მშენებლობის პროცესში აქტიურ მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ქვეყნის ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “მინდა მადლობა გადავუხადო “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ამ საინტერესო კვლევისთვის, რომელიც ჩვენს წინაშეა წარმოდგენილი. მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ კვლევის მიგნებები გაზიარებული იყო ყველა მოქმედ სტრუქტურასა და პირთან, რომლებსაც შეეძლოთ ანგარიში ჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებაში აქტიურ კომუნიკაციაში ყოფილიყვნენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თანამშრომლებთან, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო აღრმავებს და საინტერესოს ხდის ამ ნაშრომს, რადგან ეს არის არა ერთ კარში თამაში, არამედ ინტერაქტიული პროცესი, როდესაც აქტიურ დიალოგში ჩართულია ისიც, ვის და რასაც იკვლევენ. მეორე ძალიან საინტერესო მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ასეთი კვლევები გვაძლევს საინტერესო შესაძლებლობას შევაფასოთ საკუთარი თავი, დავინახოთ ობიექტური სურათი. მეტიც, შესაძლებელია რაღაცას არ დავეთანხმოთ, მაგრამ შევიდეთ დიალოგში ამ საკითხებთან დაკავშირებით, დისკუსიით კი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი საზოგადოებრივ პოლიტიკური ცხოვრება. რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება ცხოვრობს აქტიური დისკუსიის ფონზე. ეს ერთი მხრივ, დამახასიათებელია ჩვენი ხასიათის და ტემპერამენტის, მაგრამ მეორე მხრივ, გარანტიაა იმის, რომ საქართველო განვითარდება, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. სწორედ დისკუსიები, რომელშიც ჩართულია არამხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ მთელი საზოგადოება არის ფუნდამენტი და საწყისი იმ პროცესისა, რასაც ჰქვია ქართული დემოკრატია. ამ თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რომელსაც არასამთავრობო სექტორი თამაშობს. ჩვენ ყურადღებით ვეცნობით ამ ანალიზს, ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და ორიენტირი იმასთან დაკავშირებით, როგორ და რა მიმართულებით შესაძლოა იყოს პრობლემები, ასევე იმის შესახებ, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდეს როგორც თანამედროვე, ევროპული, სახელმწიფო. თანამედროვე, ევროპული საქართველო კი გულისხმობს ინსტიტუტების მიერ ერთმანეთის მუშაობის ბალანსს, ერთმანეთის გაკონტროლებას და ქვეყნის განვითარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას – აქტიურ მონაწილეობას არა სიჩუმის რეჟიმში, არამედ ღია, გახსნილი დიალოგის კონტექსტში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები მისი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. “ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. გამოვთქვამ ჩემს მათდამი მხარდაჭერას და მომავალში, მათთან ახლო თანამშრომლობის სურვილისა და იმედს”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“კოკორინა” – იხვის პროდუქციის მწარმოებელი ფერმა ქართულ ბაზარზე

“კოკორინა” – იხვის პროდუქციის მწარმოებელი ფერმა ქართულ ბაზარზე

4 years ago

ცნობილი ათეისტების სიტყვები სიკვდილის წინ

10 years ago

მშრალ ხევზე ახალი ხიდი შენდება

9 years ago

საქართველოს საფონდო ბირჟაზე EBRD-ის ობლიგაციები განთავსდა

10 years ago

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის...

Read moreDetails
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა 05/20/2026
  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by