2*2=4 (ზოგჯერ ამაზეც დაობენ) არ არსებობს ზუსტი ფორმულა, რომელიც ადამიანებს ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ამ ფორმულას ყველა ადამიანი თავად ქმნის, საკუთარი ცხოვრებიდან გამომდინარე. თითოეულ ადამიანს საკუთარი წარმოდგენა გააჩნია წარმატების შესახებ. ზოგი წარმატებად კარიერაში წინსვლას თვლის, ზოგი ბედნიერ ოჯახს, ზოგი ორივეს ერთად და ა.შ. რა თქმა უნდა ბედნიერებაა, როდესაც როგორც პირად ცხოვრებაშუ ასევე კარიერაშიც საკმაოდ წარმატებული ხარ, მაგრამ ეს არც თუ ისე ხშირად ხდება. თუმცა არსებობენ გამონაკლისები და ჩვენი დღევადენლი რესპოდენტი ამის ნათელი მაგალითია. „თბილისი თაიმსი“ ეკონომისტ, „ალიანს ჯგუფ ლიზინგის“ ლიზინგის სამსახურის უფროსს – გვანცა გვიჩიას ესაუბრა. გვანცა საკმაოდ წარმატებულია საკუთარ კარიერაში და ამასთანავე ბედნიერი პირადი ცხოვრება აქვს. ის თავად ამბობს, რომ ძალიან ენერგიული ადამინია, ალბათ ამიტომაც მისი ენერგია ყევლასა და ყველაფერს ყოფნის. მასთან შეხვედრა აუცილებლად აგავსებთ დადებითი ემოციებით, რადგან ის საკმაოდ თავისუფალი ადამიანია და გარშემო ასხივებს პოზიტივს. უფრო მეტს გვიჩიას პიროვნების და კარიერის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და 2006 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტირებაში, 2004 წელს ასევე მიიღო ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში, 2011 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მიმდინარე პერიოდში გავლილიაქვს ACCA და სხვადასხვა სერტიფიცირებული პროგრამები ფინანსებსა და მენეჯმენტში.
2007 წლამდე მუშაობდა საბანკო სექტორში სესხის ექსპერტის პოზიციაზე, 2007 წლიდან გადაინაცვლა ლიზინგის სფეროში ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე. ალიანს ჯგუფს შეუერთდა 2010 წელს მცირე და საშუალო ლიზინგის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, 2011 წლიდან არის ლიზინგის სამსახურის უფროსი. პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას უმაღლეს ბიზნეს სკოლებში და აქვს განხორცილებული რამდენიმე პროექტი საკონსულტაციო მიმართულებით.
რატომ გადაწყვიტეთ ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაბარება?
– სკოლის პერიოდში, ტექნიკური საგნები უფრო მიზიდავდა, ვიდრე ჰუმანიტარული. თან იმ დროს, ეკონომიკური ფაკულტეტი პერსპექტიულ სპეციალობად ითვლებოდა და ალბათ, უფრო ამ ფაქტორებმა განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
ავირჩიე საქმე სადაც ბოლომდე ვახერხებ საკუთარი თავის რეალიზებას.
გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ?
– მყავს მეუღლე და ორი წლის, გოგონა, მართა, რომელიც ძალიან ცელქია და ჩვენი დროის უდიდეს ნაწილს იკავებს. 20 წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა, ძალიან მძიმედ გადავიტანე მისი გარდაცვალება. მან ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. ის ძალიან დიდი ენერგეტიკის მატარებელი ადამიანი იყო და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით, მეც მას ვგავარ. მამა აგრონომი იყო, ძალიან უყვარდა საკუთარი საქმე, მაგრამ ბოლო პერიოდში ბიზნესით იყო დაკავებული. დედა არის ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, რომელსაც უზომოდ უყვარს საკუთარი საქმე. მყავს და რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რადგანაც სწორედ მათი დიდი დამსახურებაა ჩემი პროფესიული თუ პირადი წარმატება. მათსავით, მეც დიდი პასუხისმგებლობა და სიყვარული მაქვს საკუთარი საქმის მიმართ. ჩემთვის კარიერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პირადი ცხოვრება. ვთვლი, რომ კარიერა პირადი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ყველაფერო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
თქვენ ასევე გაქვთ ბაკალვრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში და მაგისტრის ხარისხი ბიზნესადმინისტრირებაში, როგორ ახერხებთ ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსებას?
– როგორც ავღნიშნე, ვფიქრობ რომ სწორი არჩევანი გავაკეთე განათლების მიღების დროს. ასევე, მყავს ოჯახი, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ჯერჯერობით ამ ყველაფრის შეუთავსებლობის პრობლემა არ მაქვს და არ ვთვლი, რომ რაღაცისათვის დრო არ მრჩება. ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი მავსებენ დადებითი ემოციით და ენერგიით.
შემდეგ კი ამ ენერგიას ვახმარ ჩემს სამსახურსა და პროფესიულ განვითარებას.
რა არის მთავარი იმისათვის, რომ შენ საქმეში წარმატებას მიაღწიო?
– მთავარია მონდომება და შენი შესაძლებლობების რაციონალური აღქმა. არ ვფიქრობ, რომ ნიჭი გადამწყვეტია. რა თქმა უნდა, ნიჭიც მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც ადამიანი მონდომებულია ამას გაცილებით დიდი შედეგი მოსდევს. ვფიქრობ, რომ აუცილებელია პოზიტიური განწყობა, პოზიტიურ გარემოცვაში კი გაცილებით ბევრს მიაღწევ, როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში.
იყო დრო როდესაც თქვენგიკითხვდნენ ლექციებს, მაგრამ ახლა ამას თავად აკეთებთ, თუ წარმოიდგენდით ამას? როგორი ლექტორი ხართ?
– ნამდვილად არ მიფიქრია ლექტორობაზე. პირველად, 27 წლის ვიყავი, როდესაც ლექციების კითხვა დავიწყე. ამის ინიციატორები ჩემი ლექტორი მაია გონაშვილი და ჩემი მეგობარი გიორგი მიქანაძე იყვნენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ამისთვის, რადგანაც, რომ არა ეს გამოცდილება ალბათ არც სადოქტოროზე ვიფიქრებდი. ვფიქრობ, რომ ზოგადად ძალიან ლიბერალი ლექტორი ვარ. პირველივე შეხვედრის დროს ვუხსნი სტუდენტებს ჩემი ლექციების არსს და მოქცევის წესებს.
მკაცრი ვარ სწავლების დასაწყისში, მაგრამ არა ბოლოს. ვთლი, რომ თუ ადამიანი ჩემი თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, არ ჩათვლის საჭიროდ, რომ უნდა ისწავლოს და განვითარდეს, მე მას მენტალობას ვეღარ შევუცვლი. თუ შევამჩნიე სტუდენტის მონდომება და პოტენციალი, ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო მათ. სხვათაშორის ახლა რამდენიმე სტუდენტი ჩემთან მუშაობს.
თქვენ ასევე ლიზინგის სამსახურის უფროსი ხართ, რამდენად მარტივია ამ სფეროში მუშაობა რამდენად წარმატებულია დღეს ჩვენთან ეს სფერო?
– “ალიანს ჯგუფ ლიზინგში” უკვე 5 წელია ვმუშაობ, მანამდე ვმუშაობდი საქართველო ბანკის სალიზინგო კომპანიში. “ალიანს ჯგუფ ლიზინგში” ვარ ლიზინგის სამსახური უფროსი. ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი ამ სექტორში. როდესაც მუშაობა დავიწყე მაშინ ეს სფერო ნაკლებად განვითარებული იყო. არ იყო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, ხალხმა არ იცოდა რა იყო ლიზინგი და ა.შ. ამ სფეროს განვითარების მონაწილე თავად ვიყავი, ამიტომ ამან ჩემს პროფესიულ განვითარებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ვთვლი, რომ ეს არის ერთ–ერთი ყველაზე რთული და საინტერესო მომსახურება. ლიზინგი საქართველოში დღესაც განვითარების ეტაპზეა, მაგრამ მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ლიზინგის განვითარება არ ნიშნავს მხოლოდ ერთი სფეროს განვითარებას. მას მოყვება სხვა სფეროების განვითარებაც, როგორც ინდუსტრიული სეტქორიდან ასევე მომსახურებების სფეროდან, როგორებიცაა: ტურისზმი, საგანმანათლებლო სფერო და ა.შ.
თქვენ საქმიანი ქალბატონი ბრძანდებით, მაგრამ როგორია გვნაცა გვიჩია მეგობრებთან, ახლობელ ადამიანებთან?
– ვფიქრობ, რომ ყველაგან და ყველასთან ერთნაირი ვარ. ვარ აქტიური, როგორც სამსახურში, ასევე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაშიც. ვარ ძალიან სამართლიანი და მგონია, რომ რასაც ვაკეთებ იმის აუცილებლად უნდა მჯეროდეს. ვარ ემოციურიც, და ექსპრესიულიც. კლიენტებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობაშიც საკმაოდ გახსნილი და პირდაპირი ვარ.
მშვენიერი ქალბატონი ბრძანდებით, ალბად ხშირია კომპლიმენტები თქვენს მიმართ. ყველაზე სასიამოვნო და მისაღები ქათინაური რომელია და რა არის ის ქათინაური რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?
– ახლა სამწუხაროდ მსიამოვნებს ის კომპლიმენტი, როდესაც მეუბნებიან, რომ წონაში დავიკელი. მშობიარობის შემდეგ ვერ ჩავდექი სასურველ ფორმაში. ზოგადაგ გურმანი ვარ და მიყვარს გემრიელი კერძების დაგემოვნება და ამასთანავე მომზადებაც. სხვა კომპლიმენტები რაც ყველაზე მეტად მახარებას არის ის, რასაც ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ჩემი ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები მეუბნებიან. ზუსატად ვიცი, რომ მათი ნათქვამი კომლიმენტები გულწრფელია. ასევე ძალიან მახარებს კომლიმენტები, რომელსაც ჩემი ახლანდელი ან ყოფილი სტუდენტები მეუბნებიან. ძალიან ბევრ ჩემს ყოფილ სტუდენტთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ასევე მიხარია, როდესაც კომპლიმენტებს ჩემი ყოფილი კლიენტები მეუბნებიან და ჩვენი საქმიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ თბილად მხვდებიან. მოკლედ, რომ ვთქვათ ყველა კომპლიმენტი მიხარია.
როგორი დედა ხართ და რამდენად ახერხებთ დიდი დრო დაუთმოთ შვილს?
– ვცდილობ, რომ ჩემს შვილს არ ქონდეს ჩემთან ურთიერთობის ნაკლებობა. თუმცა ვიცი, რომ ამ ნაკლებობას მაინც განიცდის, რადგან საკმარისი არ არის ეს დრო. ჩემი შვილი დაახლოებით ორი წლისაა და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ სულ ჩემთან იყოს. ვთვლი, რომ როგორც მე ვარ აქტიურად ჩართული ყველაფერში, ისიც ისე იყოს.. მე თუ სადმე გასართობად მივდივარ, საშუალება თუ მაქვს ყოველთვის თან მიმყავს. რაც შეეხება ცალკე მისი გართობის უზრუნველყოფას, ამას მე დ ჩემი მეუღლე ერთად ვახერხებთ.
რა გიქმნით დისკომფორტს?
– ყველაზე დიდ დისკომფორტს მიქმნის ჩაკეტილობა და არა გულწრფელობა. ის გარემო, სადაც არ არის ლაღი გახსნილი ურთიერთობები, არ აქვს მნიშვნელობა ეს ურთიერთობა რა სახისაა. გარემო, სადაც ვიმყოფები უნდა მავსებდეს დადებითი ემოციებით, დაძაბულ გარემოში თავადაც ვიძაბები.
თუ ხართ გურმანი და თავად თუ გეხერხებათ გემრიელი კერძების მომზადება?
– ოჯახისთვის ბუნებრივია დრო ყოველთვის მრჩება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი შვილი, ჩემი მეუღლე და ყველა ჩემი ახლობელი ადამიანი, რომლებიც მავსებენ საჭირო ენერგიით. იმდენად მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, რომ ამისათვის აუცილებლად ვიტოვებ დროს. ხშირად ვარ ოჯახური სადილების, შეკრებების ინიციატორი.
თქვენთვის მიზანი ამართლებს თუ არა საშუალებას?
– მე მაქვს ჩემი მორალური პრინციპები, რითაც გავიზარდე და რითაც ვცხოვრობ. ამ პრინციპებს მე პირადად ვერასოდეს, ვერც ერთი სანუკვარი მიზნისათვის, ვერ გადავაბიჯებ. თუმცა მიზნის მისაღწევად, ძალიან ბევრ კომპრომისზე წასვლაა საჭირო. თუ ეს მიზანი შენთვის უფრო ღირებულია ვიდრე კომპრომისი, მოგიწევს რაღაცეები დათმო.
როგორ შეაფასებდით დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას, რამდენად დიდი პრობლემების წანაშე ვდგევართ?
– ნამდვილად არის შეფერხებები, განსაკუთრებით ბოლო დროს გამოწვეულმა პრობლემებმა დიდი პანიკა გამოიწვია. თუმცა ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ყველაფერმა დიდ პრობლემეში გადაზრდა ვერ მოასწრო. სახელმწიფოს ჩარევა ნამდვილად საჭიროა ამ პროცესებში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ისეთი კრიზისი გვქონდა, რომელიც მანამდე არ გვქონია. გარემო ფაქტორები გადამწყვეტი იყო, იყო უარყოფითი გავლენებიც, რის საფუძველზეც შეფერხდა ეკონომიკა, ხელი შეეშალა ბიზნესსაც.. იყო შიდა პრობლემებიც, თუმცა მგონი დავძლიეთ ეს პრობლემები და ახლა დროა დავიწყოთ პროცესების გამოსწორება და წინსვალა.
როლანდ რეიგანი წერდა „მთავრობის შეხედულება ეკონომიკაზე შეიძლება შეჯამდეს რამდენიმე მოკლე ფრაზით: თუ ის მოძრაობს, დაბეგრე. თუ ის მოძრაობას განაგრძობს, მოახდინე მისი რეგულაცია და თუ ის გაჩერდება, გაუწიე სუბსიდირება – „ რამდენად სწორია ეს შეხედულება?
– ასე მარტივად სამწუხოდ ვერ გვარდება ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ კონცეპტუალურად ამის გამოყენება შეიძლება. მაქსიმალურად უნდა წახალისდეს ეკონომუკური აქტივობა, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ბიზნესს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ რომელიღაც ბიზნესს ერთეული წარმატებულად ვერ ახორციელებს საკუთარ საქმიანობას ის სახელწიფომ უნდა აფინანსოს. სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ბიზნესი იყოს აქტიური და წარმატებული.
თუ გაქვთ რაიმე ჰობი, რასაც სიამოვნებით უთმობთ თავისუფალ დროს?
– ძალიან ბევრი ჰობი მქონდა, რასაცა დრე უფრო აქტიურად მივსდევდი. ერთი პერიოდი ექსტრემალური გართობითაც ვიყავი გატაცებული. სტანდარტული და სარელაქსაციო საშუალებები, როგორიცაა ცურვა, მზე, ვარჯიში, სეირნობა, წიგნის კითხვა, მუსიკის მოსმენა,ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვუთმობ თავისუფალ დროს. სხვათაშორის კულინარიაც არის ჩემი ერთ–ერთი გატაცება.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
– უახლოეს მომავალში ვაპირებ სამეცნიერო ხარისხის დაცვას. ამ ეტაპზე სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვაპირებ. აღმოვაჩინე, რომ სამეცნიერო კარიერა ძალიან შემოქმედებითი ყოფილა, რასაც თავიდან ასე არ ვთვლიდი.
ესაუბრა
ანო მუქათარიძე