ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების წართმევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ამის შესახებ ხადურმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.
“დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ვადასტურებ, რომ ძიება მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც გამოძიება დასრულდება”, – განაცხადა ხადურმა.
17.06.13