• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

არასამთავრობოები განმარტავენ თუ რატომ არ ესწრებოდნენ გუშინ შსს-ში ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების ჩვენებას

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართული შეხვედრის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ამ განცხადებას “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნევთ, განვმარტოთ, თუ რა მიზეზებით განვაცხადეთ უარი გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების ნახვაზე.

პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ გასული წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევებს. ადამიანის აბსოლუტური უფლებების შელახვა ყველაზე სასტიკ და დამამცირებელ ძალადობაში ვლინდებოდა. ბოლო პერიოდში პენიტენციალურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ისევე როგორც პირადი ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებით საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად ხილული გახდა იმ ძალადობის სისასტიკე და მასშტაბი, რომელსაც სახელმწიფო ადამიანების მიმართ ახორციელებდა და რომელიც წლების განმავლობაში სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩებოდა. რიგ შემთხვევებში წამება და არაადამიანური მოპყრობა უმძიმესი დანაშაულების აღიარებისა თუ ადამიანთა პასუხისგებაში მიცემის საფუძველი ხდებოდა.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევები ყოველმხრივ გამოძიებასა და შესაბამისი პირების დასჯას მოითხოვს. ეს პროცესი მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენისა და საზოგადოების მიერ საკუთარი წარსულის გააზრებისთვის. წამების აკრძალვა ჯუს ცოგენს ნორმას წარმოადგენს და სახელმწიფომ ამგვარ ფაქტებზე რეაგირება კანონის მთელი სიმკაცრით უნდა მოახდინოს.

თუმცა, აღნიშნული ფაქტების/პრაქტიკის სათანადო გამოძიებისა და შემდგომში სასამართლო განხილვის მიზნით საჭიროა, რომ მოხდეს ამ პროცესის სამართლებრივ დისკურსში გადატანა, პროცესის რაციონალიზაცია და დანაშაულის მსხვერპლების ღირსებისა და პირადი ცხოვრების მკაცრი დაცვა. ცხადია, საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს სიმართლე ჩადენილი დანაშაულების შესახებ იმისთვის, რომ მოახდინოს მომხდარის სწორი გააზრება, თუმცა მნიშვნელოვანია ეს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს და ამ ინტერესის დაკმაყოფილება მართლმსაჯულების ფარგლებში მოხდეს. სხვაგვარი მიდგომა სამართლიანობის აღდგენის პროცესს მხოლოდ დააზარალებს და რაციონალურობას და ობიექტურობას დააკარგვინებს.

ამ მიზნებისთვის მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი შეხვედრა უფრო მეტად საქმიან ხასიათს მიიღებდა. ამ მიმართებით უმჯობესი იქნებოდა თუ სამინისტრო წარმოადგენდა დასაბუთებულ ანალიტიკურ ანგარიშს აღნიშნული ვიდეო კადრების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საზოგადოებაში ისედაც არსებობდა ნდობა ამ კადრების ნამდვილობისა და მათში ასახული უმძიმესი დანაშაულების შესახებ, რაც მათ შორის დიპლომატიური კორპუსისთვის მათი ჩვენებით იქნა მიღწეული. საზოგადოებას 20 ივნისამდეც ჰქონდა ინფორმაცია მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების სისტემურობის შესახებ და მხოლოდ რამდენიმე ვიდეო კადრის ჩვენება (როგორც მოგვიანებით გაირკვა შეხვედრაზე 2 შემთხვევის ამსახველი ვიდეო მასალა იყო ნაჩვენები) ამ პრობლემის მთლიანი სურათის დასანახად ისედაც არასაკმარისი იქნებოდა. კონკრეტული ვიდეო კადრების ავთენტურობისა და დანაშაულებთან მათი კავშირის დადგენა კონკრეტული საქმეების გამოძიების პროცესში უნდა მოხდეს და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ ობიექტურ, სამართლიან შეფასებას უნდა დაექვემდებაროს.

სამწუხაროდ, შეხვედრის დასაწყისში ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ განმარტა აღნიშნული ვიდეო კადრების ამ ფორმით ჩვენების მიზანი. ამასთან შეხვედრის ფორმატი შემუშავებული იყო იმგვარად, რომ ის არ იძლეოდა საქმიანი დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობას. შეხვედრის დაწყებამდე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ვიდეო კადრების ჩვენებამდე მინისტრი შეკრებილ საზოგადოებას მიაწვდიდა ინფორმაციას ვიდეო მასალაში ასახული კადრების ხასიათის, სიმძიმის, რაოდენობის, ამ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მდგომარეობის, კონკრეტული პირებისთვის წარდგენილი ბრალის, მათ მიმართ გამოყენებული სამართლებრივი ღონისძიებების, დანაშაულებებში მაღალი თანამდებობის პირების სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. სამწუხაროდ, შეხვედრის მიზნებისა და ფორმატის თაობაზე ჩვენს მიერ დასმული შეკითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.

ამასთან შეხვედრის დაწყებამდე მნიშვნელოვანი იყო მიგვეღო შესაბამისი გარანტიები იმისა, რომ ვიდეო კადრები საკმარისად დაფარული იყო და მინიმალურადაც კი არ იძლეოდა პირების იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ამგვარ გარანტიებს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მით უფრო იმ პირობებში, რომ შეხვედრის დამსწრე პირებს გააჩნდათ შესაბამისი ტექნიკა და ამ კადრების გადაღებისა და გავრცელების რისკები არსებობდა. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კადრები რაიმე ფორმით შესაძლებელს გახდიდა წამების მსხვერპლების იდენტიფიცირებას, შეხვედრაზე შეკრებილი ასზე მეტი ადამიანისთვის მისი ჩვენება (და შემდგომში მისი სხვადასხვა ფორმით გავრცელების რისკი) დანაშაულის მსხვერპლებსა და მათი ოჯახის წევრებს დამატებით სულიერ ტანჯვის მიაყენებდა, რაც ცხადია, წინააღმდგეგობაში მოვიდოდა მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენისა და მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნებთან. ამგვარი გასაჯაროება დანაშაულის მსხვერპლებს დაუცველობის გრძნობას გაუჩენდა, რაც დამატებით ემოციურ ტრავმას მიაყენებდა მათ.

მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია, გამოძიების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად წარიმართოს და ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ წამებაში და რომელთა ხელმძღვანელობის ქვეშაც ყალიბდებოდა ეს მანკიერი სისტემა, სამაგალითოდ დაისაჯონ. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში პატივი ვცეთ იმ ადამიანების ღირსებას, რომელთაც საკუთარ თავზე.

განიცადეს არაადამიანური და ღირსების შემლახავი ქმედებები.
იმედს ვიტოვებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალში სათანადო ფორმებს შეარჩევს აღნიშნული დანაშაულების გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გააკეთებს ყველაფერს, რათა, ერთის მხრივ, ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს კანონის მთელი სიმკაცრით, ხოლო მეორეს მხრივ ყველა ადამიანის ღირსება და პირადი ცხოვრების უფლება სათანადოდ დაცული იქნეს”,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორები არიან: “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

21.06.13

Tags: არასამთავრობოები განმარტავენ თუ რატომ არ ესწრებოდნენ გუშინ შსს-ში ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების ჩვენებას
ShareTweet

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

საინტერესო

საქართველოს აშშ-ისა და ნატოს მაღალი რანგის სამხედრო დელეგაცია ეწვია

10 years ago

ნინო ლაღიძე: “არ არსებობს სტანდარტი, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი კატეგორიის სასტუმრო”

9 years ago
ზუგდიდში „მაკდონალდსი“ გაიხსნა

ზუგდიდში „მაკდონალდსი“ გაიხსნა

11 years ago
მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

სტრასბურგს მოსამართლეობისთვის შედარებით ასაკიანი კანდიდატები სურს – თეა წულუკიანი

9 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by