ვირჯინიის შტატში პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ორი ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იტყობინება. დაღუპულები არიან ტელეკომპანია WDBJ7-ის ჟურნალისტი, 24 წლის ელისონ პარკერი და ოპერატორი, 27 წლის ადამ უარდი. ინციდენტი ბედფორდში მოხდა. პოლიცია მომხდარს იძიებს. თავდამსხმელს კი ეძებენ. თავდასხმის მიზეზი უცნობია. ტელეკომპანია WDBJ7-ი მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს. http://www.bbc.com/news/world-us-canada-34062118





