• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილს პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1431100954საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სიტყვით წარსდგა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს და აღნიშნა, რომ მსგავსი საზეიმო განცდა უნივერსიტეტში დიპლომის აღების დროს ჰქონდა.

ვრცელ გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო კავშირებზე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებსა და “ახალი აბრეშუმის გზის” პესპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, საუკუნეების წინ ხანგრძლივი მოგზაურობა ჩინეთიდან ევროპისკენ და პირიქით იწყებოდა და მთავრებოდა საქართველოში.

“წელს ჩვენ აღვადგინეთ სწრაფი სარკინიგზო კავშირი ჩინეთსა და საქართველოს შორის, რითაც სახმელეთო მარშრუტმა დაიბრუნა ევროპისკენ მიმავალი უსწრაფესი გზის სტატუსი. ეს მოხდა პირველად მას შემდეგ, რაც 1513 წელს პორტუგალიელთა კარაველები ჩინეთის სანაპიროებს მიადგნენ. დღეს მიმდინარეობს აბრეშუმის გზის გამოცოცხლება და ჩვენი ქვეყნების დაახლოება. იმედია, რომ არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ ადამიანები, იდეები, ცოდნა და კულტურა კვლავაც გაამდიდრებენ ჩვენს ურთიერთობებს,” – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ვაჭრობა გულისხმობს ნდობას, ხელმისაწვდომობას და ჰორიზონტის გაფართოებას. მისი თქმით, საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს უტარიფო ექსპორტს საქართველოდან ევროპაში.

“რეგიონში არ არის ქვეყანა, რომელიც საქართველოზე მეტად იქნებოდა ღია ჩინური ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, ჩინელი ხალხისა და კულტურისთვის, ჩინური ინოვაციებისა და იდეებისთვის…როდესაც ჩემი მთავრობა 2012 წელს მოვიდა ქვეყნის სათავეში, ჩვენ მკაფიოდ გავაცხადეთ ჩვენი ამბიცია ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ადამიანთა შორის კონტაქტების მხრივ მტკიცე გლობალური პარტნიორობების შექმნასთან დაკავშირებით.ცხადია, ჩინეთი გათვალისწინებული იყო ერთ-ერთი პირველი ამ მხრივ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, 2015 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, შესაძლო თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების განხორციელებადობის ანალიზის ჩატარება. კვლევის წინასწარმა შეფასებამ დაადგინა, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაციამ შეიძლება გაზარდოს ქართული ექსპორტი ჩინეთში 9 პროცენტით, ხოლო ჩინური ექსპორტი საქართველოში 1.7 პროცენტით.

“გარდა ამისა, ჩვენი ამბიციები ეხება ჩვენი მომსახურების სფეროს, განსაკუთრებით კი ტურიზმის სტრატეგიული სექტორის განვითარებას. ვაჭრობა იძლევა მსოფლიოს საოცრებათა ნახვის საშუალებას და ეს ძირითადი ინსტინქტი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის კიდევ ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორისთვის. ლაპარაკია ტურიზმზე. ჩინეთსა და საქართველოს აკავშირებთ მდიდარი და საინტერესო ისტორია, რომლის ფესვებიც ატასობით წლის წინ უნდა ვეძებოთ. მომთხოვნ ჩინელ ტურისტებს ჩვენ ვთავაზობთ მრავალფეროვან ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას კონკურენტულ ფასებში. ევროპისა და აზიის, მთებისა და ზღვის გასაყარზე ჩვენ ვთავაზობთ უმაღლესი დონის სათხილამურო კურორტებსა და პლაჟებს, არექეოლოგიური ღირსშესანიშნაობების ფართო ასორტიმენტს, შეუდარებელ ბუნებას და მსოფლიოში პირველად დაყენებული ღვინის გემოს. სხვათა შორის, ამ მხრივ ბევრი ჩინელი უკვე გაეცნო საქართველოს – ჩვენი ღვინის ექსპორტი ხომ 41 და 31 პროცენტით გაიზარდა 2014 და 2015 წლებში. ამასობაში კი ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს. საქართველომ მოიპოვა “დამტკიცებული ადგილის სტატუსი”, ხოლო ჩინეთის სამხრეთის ავიაკომპანია ყოველკვირეულად ახორციელებს სამ რეისს ურუმჩი-თბილისი. რასაკვირველია, ჩვენთვის მისასალმებელია, თუ თქვენ ამ რეისით ისარგებლებთ,”- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, საქართველო იმედის თვალით შეჰყურებს სამომავლო თანამშრომლობას ჩინეთთან, განსაკუთრებით აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში. პრემიერი მიიჩნევს, საქართველო წარმატებით იყენებს თავის სტრატეგიულ მდებარეობას, რათა გახდეს “ერთი სარტყელი – ერთის გზის” ინიციატივისა და მისი ხედვის ნაწილი, როგორც ის გაცხადებულია ჩინეთის მთავრობის სამოქმედო გეგმაში.

“ჩინეთის მთავრობამ უკვე მიანიჭა “ერთი სარტყელი – ერთი გზის” ინიციატივას ისეთი პრაქტიკული ინსტრუმენტები დასახული მიზნების მისაღწევად, როგორიცაა აბრეშუმის გზის ფონდი და აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი. საქართველო იყო 45-ე ქვეყანა, რომელიც შეუერთდა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ბანკი უდიდეს სარგებელს მოუტანს განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად (მაგალითად, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი). აბრეშუმის გზა, რომელიც წვდება მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს და მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს, იქცევა ენერგეტიკულ ავტობანად, კულტურულ გზაჯვარედინად, რომელიც ყველას მშვიდობის გზაზე დაგვაყენებს, რადგანაც ვაჭრობა ასევე გულისხმობს მშვიდობას,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. მათ შორის იყო ქართველი სტუდენტი, რომელიც პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სწავლობს.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

7 მედალი და გუნდური პირველი ადგილი! ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი თელ-ავივში

7 მედალი და გუნდური პირველი ადგილი! ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი თელ-ავივში

6 years ago

ერეკლე კოდუას ბრალი წარედგინა

13 years ago
“ნაყინი შესთავაზა, მერე სათამაშოს გიყიდიო და მოლში შეიყვანა” – 7 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 43 წლის მამაკაცი დააკავეს

“ნაყინი შესთავაზა, მერე სათამაშოს გიყიდიო და მოლში შეიყვანა” – 7 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 43 წლის მამაკაცი დააკავეს

2 years ago
სამშობიაროების დონეებად დაყოფის რეფორმა სიკვდილიანობას შეამცირებს – მარინე დარახველიძე

სამშობიაროების დონეებად დაყოფის რეფორმა სიკვდილიანობას შეამცირებს – მარინე დარახველიძე

10 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by