• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სტოკჰოლმის სინდრომი ანუ ,,შიში შექმს სიყვარულსა?’’

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
სტოკჰოლმის სინდრომი ანუ ,,შიში შექმს სიყვარულსა?’’
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სტოკჰოლმის სინდრომი არის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც გამოიხატება იმით, რომ მსხვერპლს უჩნდება სიმპატია აგრესორის მიმართ. მაგალითად: ტყვეს ნელ-ნელა მოსწონს გამტაცებლის მოქმედებები და ზოგჯერ წინააღმდეგობასაც უწევს მისი განთავისუფლების ოპერაციებს.

“სტოკჰოლმის სინდრომის” ავტორი არის ცნობილი შვედი კრიმინალისტი ნილს ბეიერტი, რომელიც დაეხმარა პოლიციას ტყვეების განთავისუფლებაში 1973 წელს სტოკჰოლმში. ყველაფერი ასე მოხდა:

951349609439

1973 წლის 23 აგვისტოს ციხიდან გაქცეული შეიარაღებული კრიმინალი იან ერიკ ულსონი შეიჭრა ბანკში, სტოკჰოლმის ცენტრში და მძევლად აიყვანა ბანკის ოთხი თანამშრომელი – სამი ქალი და ერთი კაცი(ბრიჯით ლანდბლედი, კრისტინ ენმარკი, ელიზაბეთ ოლდგრენი და სვენ საფსტრომი). მძარველმა წამოაყენა მოთხოვნები: ფული, იარაღი, ავტომობილი და თავისი თანაკამერელის – კლარკ ულაფსონის თავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა ტყვეების დახოცვით.

მაშინვე იქნა დაკმაყოფილებული მძარცველის ერთი მოთხოვნა – ციხიდან ბანკში მიიყვანეს კლარკ ულაფსონი და ტყვეებს მოუწიათ ტერორისტებთან ერთად პატარა ოთახში გაეტარებინათ 5 დღე-ღამეზე მეტი და თავიანთი საქციელებით ტერორისტების მიმართ გაეოცებინათ ფსიქოლოგები.

ულსონის ყველა მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული (ფული, იარაღი და ავტომობილი) ის იმუქრებოდა, რომ შენობის შტურმის შემთხვევაში ტყვეებს ჩამოახრჩობდა. მან თავისი სერიოზულობა დაამტკიცა იმით, რომ შენობაში შესული ერთი პოლიციელი დაჭრა და მეორეს სიმღერა ამღერინა, ხოლო უკან კი იდგა და ავტომატი ჰქონდა მიშვერილი პოლიციელისკენ. სიტუაცია იყო დაძაბული. ორ დღეში ურთიერთობა მძარცველებს და ტყვეებს შორის შეიცვალა, უფროსწორად კი გაუმჯობესდა.

ტყვეებმა დაიწყეს პოლიციის გაკრიტიკება და მოსთხოვეს პოლიციელებს ის, რომ შეეწყვეტათ მათი განთავისუფლების ოპერაციები. კრისტინ ენმარკმა ულსონისა და მთავრობის წარმომადგენლების შორის საუბრის შემდეგ თვითონ დაურეკა შვედეთის პრემიერ-მინისტრს და განუცხადა, რომ საერთოდ არ ეშინია ულსონის და ულაფსონის, არამედ მათ მიმართ აქვს სიმპათია და მოსთხოვა მათი მოთხოვნების დაუყონებლივ შესრულება და მათი გაშვება.

ბოლოს და ბოლოს 28 აგვისტოს, დრამის მეექვსე დღეს პოლიციელებმა გაზის დახმარებით წარმატებით აიღეს შენობა შტურმით. ულსონი და ულაფსონი დანებდნენ, ხოლო ტყვეები კი გაანთავისუფლეს.

განთავისუფლებული ტყვეები ამბობდნენ, რომ საერთოდ არ ეშინოდათ კრიმინალების, რომლებმაც მათ არაფერი არ დაუშავეს, არამედ ეშინოდათ პოლიციელები. საბოლოოდ ტყვეებსა და ტერორისტებს შორის დარჩა თბილი ურთიერთობები. ამ ოთხეულმა ერთად აიყვანეს რამდენიმე ადვოკატი ულსონისთვის და ულაფსონისთვის.

სასამართლოში ულაფსონმა დაამტკიცა, რომ არ ეხმარებოდა ულსონს, არამედ ცდილობდა ტყვეების განთავისუფლებას. მას ყველა ბრალდება მოუხსნეს და გაანთავისუფლეს. ის შეხვდა კრისტინ ენმარკს და ამ ორის ოჯახი ძლიერ დამეგობრდა ერთმანეთთან.

ულსონს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ ისტორიის წყალობით ის გახდა ძლიერ პოპულარული შვედეთში, მიიღო ასობით წერილი თაყვანისმცემლებისგან ციხეში და შემდეგ ერთ-ერთ მათგანზე დაქორწინდა კიდეც.

FBI-ს სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ტყვეების აყვანის 4700 შემთხვევიდან ტყვეების 27% ახასიათებს სტოკჰოლმის სინდრომი.

ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს ზემოთ ხსენებული “სტოკჰოლმის სინდრომი” და მისი წარმოქმნის რამდენიმე მიზეზი დაასახელეს. აგრესორსა და მსხვერპლს შორის ჰუმანიზაციას ორი მთავარი  მიზეზი აქვს:

1. ძალადობის მსხვერპლთა სოციალური ურთიერთქმედების შეზღუდვა. ტყვეებს უხვევენ თვალებს, ჩვარს სჩრიან პირში და მისთ.

მარტო იმის გახსენება რად ღირს, რამდენჯერ და რა დოზით მოახდინეს მედიაზე ზეწოლა. ტელევიზიების მისაკუთრება და მათი მეშვეობით პირდაპირი პროპაგანდირება სწორედაც თვალების ახვევას შეიძლება შევადაროთ.

2. ძალადობის რაციონალურად ახსნის მცდელობა. აი, მაგალითად: თუ ერთ-ერთ მძევალს კლავენ, ამას მისივე აგრესიულობით ხსნიან.

აქაც ანალოგია სახეზეა. საქართველოში ხომ რუსეთის პერმანენტული “შეთქმულება” მოქმედებს. ყველა შესაძლო “გადაცდენა” სწორედ ამ მიზეზით აიხსნება. ძალადობა გარდაუვალია, რადგან მისი მეშვეობით უფრო დიდ უბედურებას – რუსეთის შემოჭრას უნდა დავუპირისპირდეთ. ამიტომ 26 მაისის მიტინგზე ნაცემი ხალხი თავად არის დამნაშავე – ისინი ხომ ითხოვდნენ, რომ მათ მიმართ ძალადობა განხორციელებულიყო?!

ამრიგად, ამ საინტერესო ფსიქოლოგიური ფენომენით შეიძლება აიხსნას ჩემთვის აქამდე გაუგებარი – “ისევ მიშა ჯობია” – განწყობა, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ ეს განწყობა არ არის ბუნებრივი. ბანკის ჩახუთულ საცავს მიღმა თავისუფლებაა. თავისუფალ სივრცეში არ არიან მოძალადეები. იქ ყოველგვარი იარაღის მიშვერისა და ცემის გარეშე თავად ავირჩევთ, ვინ უნდა მოგვწონდეს და ვინ – არა. შეიძლება ბევრ ჩვენგანს დაავიწყდა, რომ თავისუფლება არსებობს, შეიძლება უკვე განვიმსჭვალეთ “სტოკჰოლმის სინდრომით”, მაგრამ უნდა ვებრძოლოთ ამ დეპრესიას. უნდა უკუვაგდოთ ძალადობის შიში და ამ შიშით შობილი მოძალადის “სიყვარულის” ქიმერა.

მოამზადა ირმა ნანიტაშვილმა

Share2Tweet1

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

საინტერესო

მექსიკაში საქართველოს კვირეული მიმდინარეობს

მექსიკაში საქართველოს კვირეული მიმდინარეობს

12 years ago
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი გახდა

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი გახდა

11 years ago

აღსარებაში სათქმელი საკითხი საჯარო არ უნდა იყოს – ედიშერ ქარჩავა

9 years ago
დონალდ ტრამპი: საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია

ტრამპი პუტინს არჩევნებში გამარჯვებას არ მიულოცავს

8 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by