• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„25 ბიბლიოთეკა ლიტერატურით მომარაგდა” – გვანცა ხულუზაური

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

XXI საუკუნემ,  გლობალიზაციის უწყვეტმა პროცესმა და ტექნოლოგიურმა პროგრესმა, აქტუალური და საკამათო გახადა  წიგნის როლი და მისი დანიშნულება ადამიანის ცხოვრებაში. ფაქტია, რომ ინფორმაციის მიღების წყაროთა სიმრავლემ, ნებისმიერი მასალის ვიზუალური აღქმის შესაძლებლობამ და დროის დეფიციტმა, ადამიანი, ასე თუ ისე მეტნაკლებად,  მაინც დააშორა წიგნს.

ალბათ, არავისთვის არის გასაკვირი, რომ დღეს, როდესაც კომპიუტერი ფუფუნების საგანას მეტწილად აღარ წარმოადგენს, ახალგაზრდების დიდი ნაწილი თავისუფალ დროს სწორედ მასთან ატარებს, ხოლო წიგნის კითხვის სურვილი და ინტერესიც უკვე კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა. ჩვენ კი ალბათ დაგვავიწყდა მთავარი, წიგნის ბევრ მნიშვნელოვან და დადებით მხარეებთან ერთად, ის საშუალებას გვაძლევს ვიცხოვროთ სხვადასხვა დროში, ნებისმიერ ეპოქაში, რეალურსა თუ ზღაპრულში, არსებულსა თუ არარსებულ განზომილებში და ცოტახნით მაინც მოვწყდეთ ჩვენს გარეშო არსებულ ნეგატივს, რომელიც დამეთანხმებით არც თუ ისე ცოტაა.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ კომპიუტერის ეპოქაში ვცხოვრობთ, უნდა ვეცადოთ, წიგნმა არასდროს დაკარგოს თავისი მნიშვნელობა, რადგან  ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ როგორც წიგნს შეუძლია დაგვეხმაროს პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში,  ისე ვერცერთი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ შეძლებს ამას.  სწორედ წიგნის პოპულარიზაციისა მიზნით უკვე მეორე წელია, რაც პროექტი  “მოსიარულე ბიბლიოთეკა – წიგნი ყველა სოფელს”  საქართველოს მასშტაბით აქტიურად და წარმატებით ხორციელდება. “თბილისი თაიმსი” აღნიშნული პროექტით დაინტერესდა და  მის მენეჯერს, გვანცა ხულუზაურს ესაუბრა.

12033354_1035823973114498_1339662932_n

როდის და როგორ გაჩნდა ” მოსიარულე ბიბლიოთეკა – წიგნი ყველა სოფელს ” პროექტის იდეა და ვინ არის მისი ავტორი?

– პროექტი “მოსიარულე ბიბლიოთეკა-წიგნი ყველა სოფელს” უკვე მეორე წელია, რაც საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ფაქტიურად ორი სხვადასხვა პროექტის გაერთიანება გახლავთ. წიგნი ყველა სოფელს – ინიციტივა ეკუთვნის ორგანიზაციას „სტუდენტური ერთიანობა“, მოსიარულე ბიბლიოთეკა კი ინტელექტუალური კლუბის – „წიგნის  მეგობრები“ იდეას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, წიგნის პოპულარიზაციის მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა ხორციელდებოდა. დღეისათვის აღნიშნული პროექტი ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნისა“ და სტუდენტური ერთიანობის ორგანიზებით მიმდინარეობს.

რას ემსახურება აღნიშნული პროექტი და რა არის  მისი ძირითადი მიზანი?

– პროექტის მთავარ მიზანი საზოგადოებაში წიგნის პოპულარიზაციაა, ქვეყანაში განათლებისა და წიგნიერების დონის ზრდისთვის, როგორც სახელმწიფოს, ასევე მთელი საზოგადოების აქტიური გაერთიანება. განსაკუთრებული აქცენტები კეთდება მაღალმთიან რეგიონებში არსებული სოფლის ბიბლიოთეკების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში ხდება ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით შევსება (როგორც ახალი წიგნები, ასევე, ძველი გამოცემა), რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს გავუღვიძოთ წიგნის სიყვარული და დავაინტერესოთ ისინი  ახალი ლიტერატურით.

12037750_1035824033114492_9453600_o 

გვიამბეთ, პირველი აქტივობის შესახებ. როდის და რომელ რეგიონს ესტუმრეთ?

– პირველი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გაიმართა. ვესტუმრეთ ამბროლაურის და ონის რაიონის სოფლებს, ასევე წიგნები გადავეცით ცაგერის და ლენტეხის ბიბლიოთეკებს. პირველი გასვლის ფარგლებში სხვადასხვა ლიტერატურით 12 ბიბლიოთეკა შეივსო.

 ვის და როგორ შეუძლია აღნიშნულ პროქტში მონაწილეობა?

– პროექტში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თითოეული ადამიანი, ვინც ერთ წიგნს მაინც გაიღებს სოფლების ბიბლიოთეკებისათვის ის უკვე ამ მნიშვნელოვანი საქმის მონაწილე ხდება. წიგნების მიღება მთელი თბილისის მასშტაბით ხორციელდება. სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“, და “დანქინ დონატსის” რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, კვირიკე და ივლიტას სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

ასევე, შეგვიძლია გარკვეული მიმართულებით საორგანიზაციო საკითხებშიც ჩავრთოთ დაინტერესებული მოქალაქეები და მათი იდეები მოვისმინოთ თუ ამის სურვილი იქნება.

12041734_1035823299781232_1069930706_n

რამდენად ქველმოქმედია ჩვენი საზოგადოება დღეს და აქტიურია თუ არა მათი ჩართულობა ამ საგანმანათლებლო პროექტში?

– აქტივობა საკმაოდ მაღალია და კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მოგვაქვს  არსებული ლოკაციიის ადგილებიდან წიგნები. ჩვენ გვიკავშირდებიან მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა რაოდენობის წიგნებს გადმოსცემენ პროექტს და მათ დადებითი შეფასებები ჩვენთვის დიდი სტიმულია.

იმის გამო, რომ ქალაქის მოსახლეობის ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს წიგნების ობიექტებზე დატოვებას, მოხდება თბილისის რაიონული ერთეულების შემოვლა ავტობუსით – „მოსიარულე ბიბლიოთეკით“, რათა მოსახლებას სახლთან ახლოს შეეძლოს  წიგნების პროექტისთვის გადაცემა. ერთი კვირის განმავლობაში მოსიარულე ბიბლიოთეკა თბილისის მასშტაბით გადაადგილდება და ნებისმიერი რაოდენობის წიგნს მიიღებს მსურველებისგან. 23 სექტემბერს მოსიარულე ბიბლიოთეკა გლდანის რაიონს ესტუმრება და ეტაპობრივად კვირის განმავლობაში გაგრძელდება სხვა უბნებში.

12041837_1035822919781270_655669193_n

როგორც ცნობილია, პროექტი მიზნად ისახავს  რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას. რას იტყვით, რამდენად გაზარდა და შეცვალა  ამ პროექტმა მოსახელობის ცნობიერება და  დამოკიდებულება  წიგნების მიმართ?

– თუ გავითვალისწინებთ აქტიურობას როგორც ქალაქის, ასევე, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი ნამდვილად  მნიშვნელოვან როლს ასრულებს წიგნის პოპულარიზაციის საქმეში. ხდება ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიების დაგეგმა, რომელთა ინიციატივაც სწორედ ბიბლიოთეკების წარმომადგენლებისგან და მათი მკითხველთა წრეებიდან მომდინარეობს. სურვილი იმისა, რომ პროექტის ფარგლებს გარეთ ახალი აქტივობები დაიგეგმოს რეგიონებში თავად რეგიონის ახალგაზრდების ინიციატივით ვფიქრობ მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ პროექტის მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს.

„გახდი კეთილი საქმის მონაწილე და გადაეცი წიგნი მას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“ – პროექტის სლოგანს წარმოადგენს და ის, რომ ჩვენი საზოგადოება თუნდაც გაღებული 1 წიგნით საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს და ერთვება პროექტში საშუალებას მაძლევს ვიფიქრო, რომ პროექტი ნამდვილად წარმატებით მიმდინარეობს და ამართლებს მიზანს.

12016663_1035823149781247_192517750_n

რომელ რეგიონს გამოყოფდით განსაკუთრებით? სად გქონდათ ყველაზე  საინტერესო გასვლა და რატომ?

– ბოლოს (სექტემბერი) გასვლა გვქონდა რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო სვანეთში. ორივე რეგიონში საოცარი დახვედრა და მიღება მოგვიწყვეს. ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ სამუშაო პროცესში   ჩართულნი. საორგანიზაციო ჯგუფის სახელით კიდევ ერთხელ ვუხდით მათ მადლობას ბატონო ერასტი მეტრეველი, კახა ჟორჟოლიანი, ელენე განაია. დასამახსოვრებელია თითოუელი სტუმრობა, იმის გარდა, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხორციელდება ვეცნობით ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს.  შესაბამისად, თითოეული გასვლა განსხვავებულია და თავისთავად საინტერესო.

რამდენი ბიბლიოთეკა მოამარაგეთ  დღემდე  პროექტის ფარგლებში?

– მიმდინარე წელს 25 ბიბლიოთეკა მომარაგდა სხვადასხვა ლიტერატურით, “მოსიარულე ბიბლიოთეკა” მოგზაურობს განაგრძობს.

12021792_1036014363095459_1704527854_n

გვიამბეთ, პროექტის მხარდამჭერებისა და პარტნიორების შესახებ…

– აღნიშნული პროექტი არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობისა“ და ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის  ორგანიზებით ხორციელდება. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და „ვისოლ ჯგუფის“, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L“-ის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, ასევე ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ასევე, მოგახსენებთ სასიამოვნო სიახლეს: ქალაქის აქციასთან დაკავშირებით, ჩვენი მხარდამჭერი კომპანიის „ვისოლ ჯგუფი“ ინიციატივით 23 სექტემბერს თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე მისული ყოველი მომხმარებლის სახელზე „ვისოლი“ 1 ლარს გაიღებს ახალი წიგნების შესაძენად.

თუ იცით, არსებობს, თუ არა ანალოგიური სახის პროექტი უცხოეთში და რამდენად პოპულარულია ის საზოგადოებაში?

მსგავსი სახის პროექტი როგორც ვიცი არ არსებობს. ჩვენ აქტიურად ვეცნობით სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც უცხოეთში ხორციელდება წიგნის პოპულარიზაციის მიმართულებით და ვფიქრობ, სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო დეტალებს შევმატებთ პროექტს.

გვიამბეთ, პროექტის სამომავლო გეგმების შესახებ…

– სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოგახსნებთ, რომ ოქტომბრის თვეში დაგეგმილი გვაქვს გასვლა ფშავ-ხევსურეთის მიმართულებით, ნოემბერში კი სამცხე – ჯავახეთს ვესტუმრებით. მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე, პროექტი სხვა რეგიონების ბიბლიოთეკებსაც მოამარაგებს და იმედი გვაქვს, რომ ეს აქტიურობა საშუალებას მოგვცემს პროექტი მომავალშიც გაგრძელდეს.

“თბილისი თაიმსი”   პროექტს “მოსიარულე ბიბლიოთეკა – წიგნი ყველა სოფელს”  წარმატებებს უსურვებს.

ესაუბრა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვი

Share1Tweet1

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

საინტერესო

იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს საქმიანობაში 4 პრიორიტეტული მიმართულება გამოყო

თეა წულუკიანი: “ოკუპაციის კანონი ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია და ის უნდა არსებობდეს”

10 years ago

მსოფლიო ბაზარზე სასურსათე ფასების ინდექსი მცირდება

9 years ago
კახა კალაძე – ექსპლუატაციაში  შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება, მუნიციპალური ინსპექციის და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს

7 years ago
“ჰამასის” მოკლული წყვილის ისტორია, რომელთაც შვილების გადარჩენა შეძლეს – 10 თვის მძინარე ტყუპი ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა 14 საათის შემდეგ იპოვეს

“ჰამასის” მოკლული წყვილის ისტორია, რომელთაც შვილების გადარჩენა შეძლეს – 10 თვის მძინარე ტყუპი ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა 14 საათის შემდეგ იპოვეს

3 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by