• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ევროკავშირი საქართველოს 4 მლნ ევროს გადაურიცხავს

13 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 4 მილიონი ევროს გადარიცხვის  გადაწყვეტილება მიიღო, რაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ მიმართული 40 მილიონი ევროს ოდენობის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტისთვის განკუთვნილი დახმარების პირველი ტრანშია.

2013 წელს ევროკავშირმა საქართველოსთან დაიწყო „ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD), რაც მიზნად ისახავს სურსათის წარმოების გაზრდას და სოფლად სიღარიბის შემცირებას. საქართველოში სოფლის მოსახლეობა 46.8%–ს შეადგენს, ხოლო სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მშპ–ში 10%–ზე ნაკლებია.

„სიტუაციის შეფასების შემდეგ, ევროკავშირი მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველო დამაკმაყოფილებლად პროგრესირებს სოფლის მეურნეობის სფეროში შემუშავებული პოლიტიკის განხორციელების კუთხით და რომ ამ პირველი ტრანშის  გადახდისთვის დაწესებული პირობები სრულდება“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 24 ივნისს.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა, რომ „ამის დასტურია რაიონებში შექმნილი აგროსერვის ცენტრები, რომელიც ფერმერთა კონსულტირებასა და ინფორმირებას უზრუნველყოფს და ახალი კანონმდებლობა, რომელიც ფერმერული კოოპერატივების შექმნის მიზნითაა ინიცირებული“.

„ყველა ეს ღონისძიება ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის პროგრამა ENPARD–ით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიმართულებების შესაბამისად ხორციელდება“, – განაცხადა მან.

„ევროკავშირის მიერ სასოფლო–სამეურნეო სექტორში არსებული სტრატეგიის განხორციელების დადებითი შეფასება გვარწმუნებს, რომ სექტორის მოდერნიზებისა და მცირე ფერმერთა პირობების გაუმჯობესების საქმეში სწორ გზას ვადგავართ“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.

ევროკავშირის დაფინანსებით ცოტა ხნის წინ წარდგენილ ანგარიშში, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს აფასებს, ნათქვამია, რომ ქვეყნის სასოფლო–სამეურნეო შესაძლებლობები სუსტია, ხოლო წარმოება „უკიდურესად დაბალი“.

„ქვეყანაში სიღარიბის ხანგრძლივი მაღალი დონის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზების კრახი. სავარგულების საერთო რაოდენობა 43%-ით შემცირდა. ასევე შემცირდა ერთ ჰექტარ სავარგულზე საშუალო პროდუქტის რაოდენობაც. სოფლის მეურნეობას კვლავ განსაკუთრებული როლი ეკისრება, მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა სექტორის წილი მშპ-ში… ამ სექტორში დასაქმებულად კვალიფიცირებულთა შორის 95% ‘წვრილი ფერმერია’, რომლებსაც, ჩვეულებრივ, 1.2 ჰა მიწის ნაკვეთი და 2 ძროხა ჰყავთ. მიჩნეულია, რომ ასეთი ოჯახები მიეკუთვნებიან საარსებო საშუალებების მქონეთა ან ნაწილოებრივ მქონეთა კატეგორიას“, – ნათქვამია ანგარიშში.

25.06.13

Tags: ევროკავშირი საქართველოს 4 მლნ ევროს გადაურიცხავს
Share1Tweet1

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

საინტერესო

სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება

10 years ago
რატომ აღნიშნავენ განსაკუთრებულად „ვარაგის ჯვრის დღესასწაულს“ ვანში?

რატომ აღნიშნავენ განსაკუთრებულად „ვარაგის ჯვრის დღესასწაულს“ ვანში?

10 years ago

ირაკლი ჩარკვიანის საუკეთესო სიმღერებისგან შემდგარი CD ალბომი გამოვა

13 years ago

საკონსტიტუციომ მარიხუანის მოხმარებისთვის ჯარიმაც გააუქმა

8 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by