• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აფბა: “რომ არა ეროვნული ბანკის ხელშემშლელი პოლიტიკა, ლარს გამყარების ტენდენცია ექნებოდა”

11 years ago
in ეკონომიკა
A A
„აფბა“: ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის მოთხოვნებს არ ასრულებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აფბამიმდინარე წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიცითი მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც ლარის კურსზე დადებითი გავლენა უნდა მოეხდინა. თუმცა, ეროვნული ბანკის პოლიტიკის ნეგატიური ზემოქმედების გამო მოხდა საპირისპირო და მეორე კვარტალში ლარი დასტაბილურების ნაცვლად, კვლავ გაუფასურდა – ასეთ შეფასებას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ მეორე კვარტლის საგადასახდელო ბალანსის გამოქვეყნების შემდეგ აკეთებს.

როგორც „აფბას“ პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე აცხადებს, 2015 წლის მეორე კვარტალში წლიურ გამოსახულებაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 16,2%-ით გაუმჯობესდა და თუ 2014 წლის მეორე კვარტალში დეფიციტი 423 მილიონ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 354 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

მისი თქმით, გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ტრანსფერტები, რამაც დადებითი როლი შეასრულა სავაჭრო დებიციტის დაფინანსებაში. კვარტალი კვარტალთან შედარებით, 2015 წელს 5,6%-ით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 379 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ტრანსფერტების მოცულობა 15,3%-ით გაიზარდა 423 მილიონ დოლარამდე.

„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2015 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 10,4% შეადგინა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 10 წლიან მონაკვეთში, თუ არ ჩავთვლით 2013 წელს, როდესაც რუსული ემბარგოს გაუქმების შემდეგ ადგილი ჰქონდა ექსპორტის მკვეთრ მატებას.

რაც შეეხება კაპიტალის და ფინანსურ ანგარიშს, 2015 წლის მეორე კვარტალში იგი გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 10,2%-ით შემცირდა და 368 მილიონი დოლარი შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სრულად იქნა გადაფარული პირდაპირი ინვესტიციებით, სესხებით და სხვა წყაროებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 89%-ით და 354 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო სესხების სახით შემოდინება გაიზარდა თითქმის 9-ჯერ, შარშანდელი 21 მილიონ დოლარიანი მაჩვენებლიდან მიმდინარე წელს 184 მილიონ დოლარამდე.

შედეგად, თუ იმპორტის მაღალი დონის და სხვა მიზეზების გამო მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ადგილი ჰქონდა 354 მილიონი დოლარის გადინებას, ინვესტიციების, სესხების და სხვა წყაროების საშუალებით შემოდინებული იქნა 368 მილიონი დოლარი. ანუ შემოდინებული იქნა 14 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე იქნა გადინებული“, – აცხადებს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მეორე კვარტალში, როდესაც ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, საქართველოდან უფრო მეტი დოლარის გადინება იყო სახეზე, ვიდრე იყო შემოდინება. ამ მხრივ 2015 წლის მეორე კვარტალი ასევე უკეთესი იყო პირველ კვარტალთან შედარებით.

„ჯამში, წლის პირველ ნახევარში უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინება დაბალანსებული იყო და გარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული სტატისტიკა, ჩვენი, ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, არ ქმნიდა ლარის შემდგომი გაუფასურების საფუძველს. როდესაც ვალუტის შემომავალი ნაკადი დაბალანსებულია და კურსი მაინც უფასურდება, რჩება ერთადერთი ფაქტორი, ეს არის შიდა ფაქტორი და ამ შემთხვევაში ეს არის ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რომელიც ნეგატიურად აისახებოდა ლარზე. ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინების ახალმა სტატისტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და გაამყარა ის პოზიცია, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან მიმართებაში უჭირავს. ეროვნული ბანკის ე.წ. „იაფი ლარის“ პოლიტიკამ, რაც რბილ მონეტარულ პოლიტიკაში გამოიხატებოდა, ლარს არ მისცა გამყარების საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ფაქტორები მნიშვნელოვნად დაბალანსდა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

ჩატარდება თუ არა „თბილისი პრაიდი“, ორგანიზატორები დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას

თბილისი პრაიდი ჩატარდება

7 years ago
მიხეილ ბატიაშვილი: „თითქმის 3-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება ახალი სკოლების მშენებლობას და არსებულის რეაბილიტაციას“

მიხეილ ბატიაშვილი – 2019 წლისთვის სკოლების 80% გადაფარული გვექნება მანდატურის სამსახურებით

7 years ago
ჟენევაში საქართველოს ჰაერის ხარისხის პოლიტიკის ძირითად მიმართულებები დადებითად შეაფასეს

ჟენევაში საქართველოს ჰაერის ხარისხის პოლიტიკის ძირითად მიმართულებები დადებითად შეაფასეს

7 years ago

დავით უსუფაშვილი საუდის არაბეთში იმყოფება

10 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by