• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საქართველოში მხოლოდ 4 ნაგავსაყრელს გააჩნია გარემოზე ზემოქმედების ნებართვა” – ალვერდ ჩანქსელიანი

11 years ago
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უკვე წლებია,  საქართველოში არსებული ნაგავსაყრელები კვლავ  ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ყველაზე ნათელი გამოხატულება იმისა, თუ რა ხდება ზოგადად დღეს ნარჩენების მართვის კუთხით ქვეყანაში, სწორედ ეს  სპეციალური, თუ სპონტანურად წარმოქმნილი ნაგავსაყრელებია. ფაქტი ერთია, ნარჩენების მართვა საქართველოში უკანასკნელ პერიოდამდე ერთ-ერთი ყველაზე უგულებელყოფილი სექტორი იყო. რეალურად, მხოლოდ “სუფთა” ქუჩები არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ნარჩენებს უმკლავდება და სწორი პოლიტიკა აქვს შემუშავებული, მაშინ, როდესაც, განურჩევლად ყველა სახეობის ნარჩენი ერთ ნაგავსაყრელზე ხვდება, ნარჩენები არ იფარება მიწით და მისი დაწვა პირდაპირ პოლიგონებზე, ღია ცის ქვეშ ხდება, შესაბამისად, ატმოსფერო არაორგანული ნარჩენების ნამწვით ბინძურდება. ბუნებრია, ყველა დამეთანხმებით, რომ ეს  საკმაოდ სახიფათო და სავალოლო შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ატმოსფეროს არაორგანული ნარჩენების ნამწვით აბინძურებს. რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

მოკლედ, ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოში, უმეტს შემთხვევაში, ნარჩენების მართვა მხოლოდ მათი შეგროვებითა და ნაგავსაყრელზე განთავსებით შემოიფარგლება. საინტერესოა,  რა ბედი ელის ამ დროს დიდი ლილოს მოსახლეობას, მათ ვინც, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის გახსნას წლების განმავლობაში აპროტესტებდა და  განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივის და სხვადასხვა ეპიდემიებზე საუბრობს.  ზოგადად, საყურადღებო და მნიშვენლოვანია, ის თუ როგორია ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია. “თბილისი თაიმსი” აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსს ალვერდ ჩანქსელიანს  ესაუბრა.

ალვერდ ჩანქსელიანიდღეს საქართველოში განსაკუთრებით მწვავე პრობლემას წარმოადგენს ნარჩენები, რომლებიც სპეციალურ, თუ ხელოვნურ ნაგავსაყრელებზეა მიმოფანტული, ფაქტია, რომ ეს არცთუ ისე იშვიათი შემთხვევაა. თქვენი შეფასებით, რამდენად სწორად მიმდინარეობს საქართველოში ნარჩენების მართვის პროცესი და რა არის მთავარი პრობლემა?

– დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ნარჩენების მართვის პროცესი და არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებს.  სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ძალიან  ბევრი დაბინძურბული, მოუწესრიგებელი და უკანონო ნაგავსაყრლია. რეალურად,

 საქართველოში მხოლოდ 4 ნაგავსაყრელს გააჩნია გარემოზე ზემოქმედების ნებართვა და მხოლოდ  ისინი მოდის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში

დანარჩენი კი ან უნდა დაიხუროს, ან გარდამავალ პერიოდში აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. ასევე პრობლემური საკითხია სახიფათო ნარჩნების მართვაც. არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები იმ სტანდარტებით არ არის დანერგილი, რასაც საერთაშორისო რეგულაციები მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ  დღის წესრიგში აქტიურად  დგას  საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა.

ჩვენი სამინისტრო, როგორც ერთ-ერთი მაკოორდინირებელი სისტემა გარემოს დაცვის სფეროში და მთავარი პოლიტიკის გამტარებელი  ნარჩნების მართვაში აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე და შესაბამისად,  უკვე დაწყებულია მთელი რიგი აქტივობების განხორციელება.

არსებობს თუ არა ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია, რა პრიორიტეტებია განსაზღვრული და ზოგადად, როგორია ის?

–  აღსანიშნავია, ის, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობდა ნარჩენების მართვის  სამართლებრივი საფუძვლები, ეროვნული კანონმდებლობა. არსებობდა ცალკეული რეგულაციები, თუმცა ეს რეგულაციები ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში იყო. დღეს კი საქართველომ ევროკავშირთან  თანამშრომლობით შეიმუშავა ნარჩენების მართვის კოდექსი,  რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 15 იანვრიდან. ეს კოდექსი ითვალისწინებს ნარჩენების  დაგეგმვის, შეგროვების, ტრანსპორტირების, განთავსების, ნებართვების გაცემის, რეგისტრაციის, მონიტორინგისა და სხვა  საკითხებს. ასევე აღსანიშნავია, რომ შემუშავდა ნაგავსაყრელების ტექნიკური რეგლამენტი.

როგორ ხდება ნარჩენების მართვა იმ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის შექმნილი საჭირო ინფრასტრუქტურა?

– ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს მთლიან მოსახლეობას არ მიეწოდება ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მომსახურება. განსაკუთრებით ეს ეხება სოფლებს, სადაც წარმოქმნილია სტიქიური და უკანონო ნაგავსაყრელები.  ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 5 წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ნაგავსაყრელების გასუფთავება, გადატანა ან ადგილზე კონსერვაცია.

თუ აქამდე ოფიციალურად აღირიცხებოდა 63 ნაგავსაყრელი, ახლა მათი რიცხვი შეიძლება 8-მდე შემცირდეს.

ახალი ცენტრალური ნაგავსაყრელები გაკეთდება, სადაც ცალკეული მსხვილი დასახლებები ამ ნაგავსაყრელებს ნაგავგადამტვირთი სადგურების მეშვეობით დაუკავშირდება. მაგალითად ეს  პროცესი უკვე დაწყებულია  ქუთაისში და ამ პროექტის საერთო ღირებულება 26 მილიონ ევროს აღწევს. პარალელურად ასევე მიმდინარეობს აჭარის ცენტრალური  ნაგავსაყრელის მოწყობაც.

მწვავე პრობლემას წარმოადგენს ნაგავსაყრელები, რომლებიც დასახლებულ პუნქტებთან ახლოს არის განლაგებული და მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. აღსანიშნავია ის, რომ საქართველოში არსებული ნაგავსაყრელები ნარჩენების ე.წ. ღია წვით უტილიზაციის მეთოდს იყენებს, რაც ნაგვის ღია ცის ქვეშ დაწვას გულისხმობს. ეს კი ბუნებრივია, ატმოსფეროს არაორგანული ნარჩენების ნამწვით აბინძურებს. რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. რას იტყვით ამის შესახებ?

– დიახ, ეს საკითხიც ჯერ-ჯერობით პრობლემური და გადასაწყვეტია.  ზოგადად, ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ნაგავსაყრელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წყალგაუმტარი ეკრანი. ჩვენ როდესაც ნაგავსაყრელზე  ნარჩენებს ვყრით, არ აქვს მნიშვნელობა, იქ როგორი პროცესებიც არ უნდა ხდებოდეს, გრუნტის წყლები მაინც არ უნდა დაბინძურდეს და გამონაჟონი წყლები გრუნტის წყლებს არ უნდა შეერიოს, რისი ფაქტებიც დღეს ბევრია.  ნაგავსაყრელს უნდა ჰქონდეს სადრენაჟო სისტემა, გამწმენდი ნაგებობები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გაზგამომყვანი სისტემა.

ხშირად არის მდინარეში ნარჩენების ჩარეცხვის ფაქტებიც, რასაც ხელს უწყობს ნაგავსაყრელების განლაგება. საინტერესოა, რამდენად ხშირად ხორციელდება ნაგავსაყრელებზე გარემოსდაცვითი მონიტორინგი ?

– დიახ, ფაქტები ხშირია, თუმცა კოდექსის თანახმად,  სამ სტრუქტურას ევალება მონიტორინგის განხორციელება. ეს არის  გარემოს  დაცვის ზედამხვედელობის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიცია და მუნიციპალიტეტების ზედამხვედელობის სამსახურები. მოკლედ, მონიტორინგი ევალება ბევრს, სანქციებიც არის დაწესებული, თუმცა ქვეყანაში მაინც ძალიან ბევრი უკანონო დაბინძურებული ნაგავსაყრელია.

დღეს ასევე  ხშირად არის საუბარი იმის შესახებ, რომ ნაგავსაყრელებზე ნაგავი ყოველგვარი დახარისხების გარეშე შედის. არ ხდება მყარი  და სახიფათო ნარჩენების  გადარჩევა ანუ სეპარაცია. რას იტყვით ამის შესახებ?

– აღსანიშნავია, რომ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში აქცენტები ძირითადად გაკეთებულია ნარჩენების პრევენციაზე და მის გადამუშავებაზე. გეგმაში ჩადებულია ის მექანიზმები, რომ  კერძო სექტორი უფრო გაძლიერდეს. ჩვენ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ვახორცილებთ ნარჩენების მართვის ტექნოლოგიებს რეგიონებში.  ამ პროექტის ფარგლებში, თელავში უკვე  დაიწყო სეპარირებული  შეგროვების ინიციატივები. ჯერ მხოლოდ 5 სოფელი ავიღეთ საპილოტოდ, სადაც სხვადასხვა კონტეინერები დაიდგმევა. ასევე განხორციელდება რამდენიმე პროექტი, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ამის შემდეგ კი აუცილებლად დაიწყება  სეპარირების მოთხოვნები.

უკვე წლებია, რაც სოფელ ლილოს მოსახელობა, ნაგავსაყრელიდან მომავალ სუნს ებრძვის. ფაქტია, რომ პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. როგორც ლილოს მკვიდრნი აცხადებენ,  ეს ნაგავსაყრელი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და ხშირია სხვადასხვა დაავადებების გავრცელების ფაქტები. რას იტყვით ამის შესახებ? იგეგმება თუ არა  აღნიშნული ნაგავსაყრელის კონსერვაცია და სხვა ტერიტორიაზე გადატანა?

– ამ ნაგავსაყრელის ოპერირების მოთხოვნები დარღვეულია. რამდენჯერმე შევიდა ჩვენი ინსპექცია და შესაბამისი სანქციებიც დაეკისრათ. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რომ გამოასწორონ მდგომარეობა. ჩვენ ძალიან ხშირად მოგვმართავს უკმაყოფილო მოსახლეობა. ფაქტია, რომ პრობლემები არსებობს და მათი მოგვარება აუცილებელია. ჩვენ ინფორმაცია მოვითხოვეთ “თბილსერვის ჯგუფისგან”, დავინტერესდით რა კეთდება და რა აქვთ მათ სამომავლოდ დაგეგმილი ამ საკითხის მოსაგვარებლად. როგორც გავიგეთ, მთავარი პრობლემა გაზგამყვანი სისტემაა, რომელიც ბოლომდე არ არის მიყვანილი. ლილოს ნაგავსაყრელისათვის ტერიტორიის შერჩევა უაღესად რთული საკითხია, რადგან ძალიან ძნელია გამონახო ისეთი ტერიოტრია, რომ  იქ რაიმე რისკის მატარებელი საფრთხე არ არსებობდეს.

ზოგადად ყველა ნაგავსაყრელი გარემოს ზემოქმედების შეფასებას გადის, ხდება მისი ეკოლოგიური ექსპერტიზა და მერე გაიცემაა ნებართვა. თავის დროზე ასე მოხდა ლილოს ნაგავსაყრელზეც, თუმცა წლების განმავლობაში თანდათან წარმოიშვა და გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემები.

აქ თუ შესაბამისი ღონისძიებები გატარდება, მე  დარწმუნებული ვარ, რომ  მოსახლეობა აღარ შეწუხდება და პრობლემებიც მოგვარდება, მისი გადატანის გარეშე. ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ მოსახლეობას გარკვეული სახის დახმარება უნდა გაეცეს, რადგან ითვლება, რომ ისინი ნაგავსაყრელთან სიახლოვეს, რისკის ზონაში იმყოფებიან და შეიძლება, რომ მათ რაღაც მცირედი კომპენსაციები მაინც ჰქონდეთ.

როგორც ცნობილია, მყარი ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტებით მართვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. რას აკეთებს ქვეყანა ამ ვალდებულების შესასრულებლად და იგეგმება თუ არა ქარხნების საწარმოებისა და ნაგავგადამამუშავებელი ქარხნების შექმნა?

ასოცირების ხელშეკრულების თანახმად  ევროკავშირთან  ჩვენ აღებული გვაქვს მთელი რიგი ვალდებულებები და აქედან გამომდინარე ქმედითი ღონსძიებების განხორციელება უკვე დადგა დღის წესრიგში.

სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს დონორ ქვეყნებთან და საინვესტიციო ინსტიტუტებთან. ძირითადად ეს არის იბიარდი (EBRD), ეს არის აზიის განვითარების ბანკი და ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკი. ჩვენ  ასევე გვეხმარება შვედეთის, ამერიკისა და გერმანიის განვითრებიის სააგენტოები.

შეგახსენებთ, რომ  2015 წლის 15 იანვარს ძალაში შევიდა და ამოქმედდა საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისათვის. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია ნარჩენების სახეობასა და ოდენობაზე. ის იწყება 80 ლარიდან და ადის 2000 ლარამდე, ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

ესაუბრა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვი

lako

 

 

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები
ახალი ამბები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

05/14/2026
„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი
ახალი ამბები

„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი

05/14/2026

საინტერესო

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „პანორამა – თბილისის“ იურიდიული სიკეთეების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგს მოითხოვს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „პანორამა – თბილისის“ იურიდიული სიკეთეების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგს მოითხოვს

11 years ago
ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებლად ბათუმში სასტუმროების მენეჯერებს შეხვდნენ

პირველი სექტემბრიდან ბათუმში სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემა შეიცვლება

8 years ago

აზერბაიჯანის მოქალაქე ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის მიზნით დააკავეს

13 years ago
დუბლინში ტრინიტი კოლეჯში თანამედროვე ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

დუბლინში ტრინიტი კოლეჯში თანამედროვე ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

7 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by