საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან, რომელმაც საქართველოს პორტფელი ივნისში ლორა ტაკისაგან ჩაიბარა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის ყველა მიმა რთულებაზე ისაუბრეს.
სირილ მიულერმა ურთიერთობის შემდგომი გაფართოების მზადყოფნა გამოთქვა, რისთვისაც იგი უახლოეს დღეებში თანამშრომლობის ცალკეულ სფეროებში ვითარების უფრო ღრმად შესასწავლად საქართველოს ეწვევა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლორა ტაკი, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის წარმატებულ თანამშრომლობას.