• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ჩემი კომპანიის წარმატება, ჩემ პირად წარმატებად მიმაჩნია“ – რუსუდან კბილაშვილი

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
„ჩემი კომპანიის წარმატება, ჩემ პირად წარმატებად მიმაჩნია“ – რუსუდან კბილაშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

წარმატებასა და მასთან დაკავშირებულ კანონზომიერებებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ მის მისაღწევად მთავარია კარგი განათლება და შრომა. The Tbilisi Times რესპონდენტი კი წარმატების ფორმულას უმატებს – პოზიტიურ განწყობასა და ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობების უნარს, სიყვარულს საქმისა და კომპანიის მიმართ, სადაც მოღვაწეობ და ისწრაფვი სრულყოფილებისაკენ.  

წარმატების მიღწევა არ გულისხმობს მხოლოდ პროფესიულ და კარიერულ წინსვლა –  განვითარებას, ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს თამაშობს სამსახურთან ერთად,  ოჯახი და ამ ორი საწინააღმდეგო პოლუსის შეთავსება. როგორც გამოცდილი და წარმატებული დასავლელი მენეჯერები აღნიშნავენ, მათი შეთავსებით სამუშაო პროცესი უფრო მეტად მოხერხებული ხდება. ხშირად ქალბატონებს სწორედ ამ ფაქტორისადმი შიში უშლით ხელს იბრძოლონ წარმატებისთვის, თუმცა ისეთი მაგალითი, როგორიც „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგელობის მენეჯერი და ამავე კომპანიის მარკეტინგის დირექტორის მოადგილე, რუსუდან კბილაშვილია, გვარწმუნებს, რომ მათი შეთავსება რთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად მაინც შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ სამსახური გვიწყობს ხელს.

The Tbilisi Times ქალბატონ რუსუდანს საკუთარი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ესაუბრა.

სახელი, გვარი: რუსუდან კბილაშვილი

პროფესია: PR სპეციალისტი, CSR ტრენერი, სახელმწიფო მართვის სპეციალისტი

განათლება: ლონდონის PR სკოლა, ივ, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ბაკალავრი,  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლის დოქტორანტი.

სამუშაო ადგილი: „ვისოლ ჯგუფი“

თანამდებობა: „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგელობის მენეჯერი, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მარკეტინგის დირექტორის მოადგილე

კბილასჰვილი+

მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორია თქვენი მოკლე ბიოგრაფია?

– „ვისოლში“ დასაქმებამდე 7 წლის მანძილზე ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორისა და ორი ინგლისურენოვანი ყოველკვირეული გაზეთისთვის. გაზეთების მთავარი რედაქტორი, თავად განვსაზღვრავდი გაზეთის შინაარსსა და პოლიტიკას და რადგან სამიზნე აუდიტორია საქართველოში მცხოვრები თუ დროებით ტურისტებად  ჩამოსული უცხოელები იყვნენ, ფაქტობრივად,  ჩემი ქვეყნის PR-ს ვეწეოდი. ვცდილობდი მათთვის მიმზიდველი ყოფილიყო საქართველო არა მხოლოდ თავისი კულტურული მემკვიდრეობითა და ისტორიით, არამედ ბიზნეს შესაძლებლობებით, საინვესტიციო გარემოთი და სტუმართმოყვარე საზოგადოებით. შესაბამისად, ჩემთვის PR-ი, როგორც ძირითადი საქმიანობა კიდევ უფრო საინტერესო გახდა. ზუსტად იმ დროს, როცა სერიოზული გადაწყვეტილება მივიღე ამ მიმართულებით გამეგრძელებინა კარიერა, jobs.ge-ზე გამოცხადდა  PR სპეციალისტის ვაკანსია „ვისოლში“ და ერთ თვიანი შერჩევის პროცესის შემდგომ გავხდი „ვისოლ ჯგუფის“ დიდი გუნდის წევრი.    

უკვე 9 წელია „ვისოლ ჯგუფის“ გუნდის წევრი ვარ და ძალიან მეამაყება ის, რომ მე დავიწყე მუშაობა „ვისოლში“ მაშინ, როდესაც „ვისოლი“ მხოლოდ ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია იყო და დღეს „ვისოლი“ უკვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს ჯგუფია, რომელიც 9 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და სხვადასხვა სამომხმარებლოს ბაზარზე ლიდერის პოზიციებს იკავებს.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში, სუპერმარკეტი „სმარტი“ „ხარისხს დეტალებში“ საქართველოს 9 დიდი ქალაქის მოსახლეობას აგრძნობინებს, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „ვენდი“ უგემრიელესი კერძებით არწმუნებს მომხმარებელს, რომ „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“, „დანკინდონატსი“ კი უკვე ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილია, ავტომომსახურების ცენტრების ქსელი „ვიანორი“ „ტოტალისა“ და „შევრონის“ უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ზეთებით და სხვა ექსკლუზიური შეთავაზებით იზიდავს მომხმარებელს.

შესაბამისად ადვილი მისახვედრია, რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანია „ვისოლ ჯგუფში“ მუშაობა და მე მოხარული ვარ, რომ თითოეული ამ ბრენდის წარმოჩენის კუთხით ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი და ვარ მომსწრე იმ დინამიური განვითარებისა, რომელიც „ვისოლ ჯგუფს“ აქვს  ბოლო ამ წლების განმავლობაში.

მაგრამ ჩემ ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ მაქვს ზუსტად ისეთი თბილი ოჯახი, როგორიც წარმომედგინა და მყავს პატარა ვაჟკაცი ნიკოლოზი, რომელიც მანდომებს, რომ კიდევ ბევრი შვილი მყავდეს.

ვინ იქონია გავლენა თქვენი,როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში?

– რომელიმე ერთ კონკრეტულ პიროვნებას ვერ გამოვყოფდი. პოზიტიური ადამიანები მიყვარს, ადამინებთან გულწრფელი ურთიერთობა, რომ შეუძლიათ, ჩემთვის ეს თვისებები მნიშვნელოვანია. ადამიანი ამ უნარებით იბადება, შემდგომ ამ უნარებს ავითარებს ჯერ  საკუთარ ოჯახში, შემდგომ  სკოლაში, უნივერსიტეტში და საბოლოოდ კი იმ საზოგადოებაში, რომელშიც იგი ხვდება. ვფიქრობ, მე ამ კუთხით გამიმართლა. ჩემ გარშემო ბევრი ისეთი ადამიანია, ვისგანაც დადებით ემოციებს ვიღებ.

როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– ვფიქრობ, რომ ჩემი წარმატების ფორმულა არის ჩემი განწყობა და დამოკიდებულება საქმისადმი. მე ვთვლი, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ და  იყო მოტივირებული, მოტივირებული თუნდაც  იმ გუნდთან ერთად მუშაობით, რომთანაც ყოველდღიურად რაღაც ახალს ქმნი. თან, „ვისოლ ჯგუფში“ იმდენად მრავალფეროვანია საქმიანობა, რომ ბევრი რესურსია საინტერესო საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვის კუთხით. ჩემი კომპანიის წარმატება ჩემ პირად წარმატებად მიმაჩნია და მიხარია, რომ მეც გარკვეული წვლილი შემაქვს ამაში. ზოგადად, ვფიქრობ, რომ წარმატებისათვის მნიშვნელოვანია კომპეტენცია საქმეში, რასაც აკეთებ, ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობების უნარი, სიყვარული საქმისა და კომპანიის მიმართ სადაც მოღვაწეობ და სწრაფვა სრულყოფილებისაკენ.

მე მოტივირებული ვარ, რომ თითოეული დღე არის ახალი შესაძლებლობა გამოავლინო ახალი უნარები, მიყვარს საქმე, რასაც ვაკეთებ და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

რა არის თქვენი კომპანიის ძირითადი უპირატესობები?

– „ვისოლ ჯგუფი“ ეს ერთი დიდი ოჯახია, რაც იგრძნობა კომპანიასთან ურთიერთობის პირველივე დღიდან. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნეს ჯგუფი წარმოადგენს 5000-მდე პროფესიონალისგან შექმნილ გუნდს, ვისთვისაც კომპანიის წარმატება საკუთარი წარმატებაა. „ვისოლ ჯგუფის“ დამოკიდებულებამ თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და განსაკუთრებულმა ფოკუსირებამ ხარისხზე, განაპირობა ის, რომ ჯგუფის შვილობილ კომპანიებს ყოველდღიურად 150 000-მდე ადამიანი ენდობა და „ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს მომავალს“.

რთულ სამუშაო გრაფიკთან ერთად,როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახსა და თქვენს საქმიანობას?

– რთულია, თუმცა შესაძლებელია თუ სწორად საზღვრავ პრიორიტეტებს და სამსახურიც შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს ოჯახურ მდგომარეობას.

ჩემი პატარა ნიკოლოზი 4 თვის იყო, როცა „სმარტის“ ერთ-ერთი პრესკონფერენცია ერთად გავმართეთ. მისმა იქ ყოფნამ ღონისძიება უფრო პოზიტიური გახადა. უნდა ეცადო ყოველი თავისუფალი წუთი ოჯახთან ერთად გაატარო. თან „ვისოლში“ ერთგვარი ტრადიციაა, რომ შაბათს, როცა მოკლე სამუშაო დღეა, აუცილებლად გაიგებ ფოიეში, რომელიმე თანამშრომლის ბავშვის ტიტინს და სულაც არ უნდა გაგიკვირდეს, რომ 3 წლის და 7 თვის ბავშვმა ზუსტად იცის, რომელია „ვისოლ ჯგუფის“ თითოეული შვილობილი კომპანიის ლოგო, იცის რას საქმიანობს კომპანია და რა სახალისოა მათ კორპორაციულ გმირებთან ერთად გართობა.

თქვენ საქმიანი და წარმატებული ქალბატონი ბრძანდებით, რა არის თქვენთვის მუშაობის პროცესში მიუღებელი და ყველაზე მეტად, რა სირთულეები შეგხვდათ მუშაობის მანძილზე?

– ვერ გეტყვით, რომ ჩემი საქმიანი ცხოვრება წინააღმდეგობებით სავსეა, თუმცა ნამდვილად ყოფილა გარკვეული  დაბრკოლებები, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობა  სასიკეთოა, რადგან წინააღმდეგობის გადალახვით შენ სწავლობ ახალს,  გაფხიზლებს და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

ვფიქრობ, პრობლემიდან გამოსავლის პოვნის და მისი დიპლომატიური მოგვარების სურვილი, ღიმილი და ოპტიმიზმი წინააღმდეგობის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა და მოხარული ვარ, რომ, ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი გამომდის

მიუღებელია ის, თუ ფიქრობ და აღიარებ, რომ რამეს ვერ შეძლებ – არ გამოგივა, სანამ ყველა რესურსს, ხერხსა და ღონეს არ სცადი.

 ესაუბრა

ნათია კეკენაძე

ნათია

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In