• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვისი სურვილით დაიწყო რელიგიური ცხოვრება აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
ვისი სურვილით დაიწყო რელიგიური ცხოვრება აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„თბილისი თაიმსი“ შეეცადა განსხვავებული კუთხით გაეცნო თქვენთვის აღმოსავლეთ საქართველოს  მუფტი იასინ ალიევი. ვისი სურვილით  დაიწყო მან რელიგიური ცხოვრება, რას ნიშნავს მისთვის იყო ღვთის მსახური, როგორი მამა და მოძღვარია ის და რამ შეუწყო ხელი საკუთარი მიზნის მიღწევაში ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.  

მუფტი

გვიამბეთ თქვენი განვლილი ცხოვრების შესახებ? როგორი ბავშვი იყავით და რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით სასულიერო პირი?

– მშობლებს უნდოდათ გავმხდარიყავი სასულიერო პირი. ბავშვობაში იმით გამოვირჩეოდი, რომ ბილწსიტყვაობა ჩემს ლექსიკონში არ იყო, თავმდაბალი ვიყავი, კეთილი,  ყველა საქმეს, რასაც ბავშვობაში დამავალებდნენ პირნათლად ვასრულებდი. მეზობლები, ახლობლები ამბობდნენ: “ამ ბავშვისგან დადგება მოლა“ და მამამაც ძმებს შორის მე გამომარჩია, რომ გავმხდარიყავი სასულირო პირი.

ჩვენს ოჯახში საბჭოთა კავშირამდეც, უმრავლესობა სასულიერო პირები იყვნენ. ეს ერთგვარ ტრადიციადაც გვქონდა, ამიტომ მშობლებს სურდათ მათი შვილებიდან ერთ-ერთს მაინც გაეგრძელებინა წინაპრების გზა. 1984წელს, როდესაც მე-6 კლასში ვიყავი, მამამ სოფლის მოლას თხოვა მობრძანებულიყო ჩვენთან სახლში და ჩემთვის ესწავლებინა არაბული წერა-კითხვა. მაშინ მინდოდა ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მაგრამ რადგან  მამას არ სურდა  საერო განათლება მიმეღო, სკოლის დამთავრების შემდეგ, მომიწია საბჭოთა ჯარში წასვლა.  გერმანიაში ვმსახურობდი. ჯარში, ე.წ. „ლენინის ოთახში“, სადაც იყო წიგნები, გაზეთები და  შეგვეძლო კითხვა, ერთ-ერთ აზერბაიჯანულ გაზეთში მოვკარი თვალი, რომ ბაქოში უკვე გახსნილ იყო ისლამის რელიგიური უნივერსიტეტი. ჯარი რომ დავამთავრეთ დაგვირიგეს სამგზავრო ფული 1000 რუბლი და როგორც კი თბილისის აეროპორტში ჩამოვფრინდი სახლშიც არ მივსულვარ პირდაპირ წავედი ბაქოში. შევაგროვე შესაბამისი დოკუმენტაცია უნივერსიტეტში მისაღებად. მაშინ შეზღუდვა იყო საქართველოდან ოთხზე მეტი სტუდენტი ვერ ჩაირიცხებოდა. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, როგორც წარჩინებული სტუდენტი გამაგზავნეს ერაყში, მაგისტრატურის გასაგრძელებლად, რომელიც 1998 წელს დავამთავრე. ამ პერიოდიდან უკვე იწყება ჩემი რელიგიური ცხოვრება.  დავიწყე მუშაობა თბილისის ჯუმა მეჩეთში იმამ ხათიბად, ადრე საქართველო შედიოდა კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შემადგენლობაში და აგრეთვე ვიყავი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლის მოადგილე.

მართალია, აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები მუსლიმებიდან იყვნენ ისეთები,რომლებიც  სწავლობდნენ ისლამურ სასწავლებელში, მაგრამ რატომღაც არ ისურვეს გაეგრძელებინათ რელიგიური ცხოვრება. ასე რომ, მე ვიყავი პირველი ვინც განათლების მიღების შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები სუნიტი მუსლიმების, ეთნიკურად აზერბაიჯანელების სასულიერო ლიდერი, მოძღვარი გავხდი.

ნებისმიერ ადამიანს სამსახურის სფეროში მომავალი მიზნები და გეგმები აქვს და მეც მინდოდა საქართველოში შექმნილიყო ისეთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მუსლიმებისთვის დამოუკიდებელი ორგანიზაცია იქნებოდა, რადგან კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს არსებობის პერიოდში იყო დაპირისპირება და შუღლი შიდა ორგანიზაციებს  შორის, ზოგადად უყურადღებობა მუსლიმების მიმართ. ჩემი საქმიანობა ისე წარვმართე, რომ  რელიგიური ნიშნით არ ყოფილიყო დაპირისპირება. საქართველოში არსებული ტოლერატული გარემო კი დამეხმარა  მიზნის მიღწევაში.

2011წელს დაფუძნდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო. მისი შექმინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და მომხრე ვიყავი. დაფუძნების შემდეგ, უკვე ამ ორგანიზაციაში, გახლავართ მუფტი, ვცდილობ მრევლს ვასწავლო ტოლერანტობა, ერთიანობა, მეგობრობა და ღვთის სიყვარული.

შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის მიმართ ყურადღება, თანადგომა, სხვადასხვა კონფესიებს შორის მეგობრული  ურთიერთობა, შემწყნარებლობა მისასალმებელია და ბიძგს გვაძლევს  მშვიდად ვემსახუროთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს,  ჩვენს ქვეყანს,  მომავალ თაობას.

აღნიშნეთ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში გსურდათ ჩაგებარებინათ. ამ გადმოსახედიდან რამდენად სწორად მიგაჩნიათ მშობლები გადაწყვეტილება?

– მე სასულირო ცხოვრებამ ჩამომაყალიბა ადამიანად. არ ვიცი ეს ნაბიჯი, რომ არ გადამედგა შესაძლოა სხვანირად წარმართულიყო ჩემი ცხოვრება. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემს დედასამშობლოში ვემსახურები ღმერთს, ოჯახსა და მრევლს. ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობ, რომ შემიძლია, შეძლებისდაგვარად, დავეხმარო მეზობლებს, გაჭირვებულებს. ასეთი ცხოვრება კი ჩემთვის უფრო სასიამოვნოა. ადამიანი თავისი გაკეთებული საქმით უნდა ამაყობდეს, ზრუნავდეს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე და თუ მე ღმერთმა სასულიერო ცხოვრების  გზა მარგუნა, რა თქმა უნდა, ამით ბედნიერი, კმაყოფილი ვარ. ჩემთვის ამაზე მშვენიერი არაფერი არაა.

12167092_876775289086196_2056637822_n

რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ღვთის მსახური და როგორი ურთიერთობა გაქვთ მრევლთან?

– როდესაც ღვთის მსახური  ხარ ეს  დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ასე უნდა იცხოვრო, ამის გარეშე შეუძლებელია. თავიდან, როცა ჩამოვედი  თბილისში და ჯუმა მეჩეთში ვმსახურობდი, პარასკევობით მაქსიმუმ 10-15 კაცი თუ შეიკრიბებოდა ლოცვაზე, ფაქტიურად  ცარიელი იყო მეჩეთი,  მაგრამ დღეს შეგიძლიათ ნახოთ ადგილი აღარ არის, მრევლს ვეღარ იტევს.

ვერ ვიტყვი, რომ ასი პროცენტით შევასრულე ჩემი მოვალეობა ღვთის წინაშე, მაგრამ ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ნაწილობრივ შევძელი მრევლი შემეკრიბა. არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც ხალხი ლოცულობს, ღვთის ბრძანებებს  ასრულებს, ჩემთვის ეს სასიამოვნოა.

ბატონო იასინ, მოგვიყევით თქვენს მეუღლეზე, შვილებზე? როგორი მამა ბრძანდებით? როგორ ანაწილებთ დროს ოჯახზე და სამუშაოზე?

– გვიან შევქმენი ოჯახი, ორი მცირეწლოვანი გოგონა მყავს. სამწუხაროდ დიდ დროს ვერ ვუთმობ რთული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, მაგრამ ვცდილობ დღის გარკევული ნაწილი მაინც გავატარო მათთან ერთად. ბევრი საუბარი არ მიყვარს საკუთარ თავზე, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ბავშვები საღამოს ჩემთან ერთი-ორი წუთის გატარების გარეშე არ დაიძინებენ. რა დროც არ უნდა იყოს მელოდებიან ხოლმე. როცა სახლში გელოდებიან ეს დიდი გრძნობაა. მადლობა უფალს, ოჯახში ყველაფერი კარგად გვაქვს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვობიდან არ ვყოფილვარ უხეში, ახლაც ყოველთვის ვცდილობ ყველას ვასიამოვნო და დავეხმარო, ასევე ოჯახშიც, ბავშვებსაც სულ ვეფერები, ვესიყვარულები, მეუღლე  მეუბნება ხოლმე ძალიან ანებივრებ შვილებსო.

რამიზანი ძალიან კარგი დედაა. ყოველთვის ცდილობს შემიწყოს ხელი  სამსახურეობრივი საქმიანობის შერულებაში, მაგრამ არის ისეთი მომენტები, როდესაც აუცილებელია მათთან ვიყო და მიწევს სამსახურის დატოვება, ეს მაშინ ხდება, როცა საქმე ბვაშვების ჯანმრთელობას ეხება.

აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ბრძანდებით. რა სამომავლო გეგმები გაქვთ სამსახურეობრივ სფეროში და რაიმე მწვავე პრობლემების წინაშე ხომ არ დგას დღეს თქვენი სამუფტო?

– პრობლემები ყველა საქმეში არის, თუმცა თუ შევადარებთ დღევანდელ მსოფლიოსა და მეზობელ ქვეყნებიში მცხოვრები მუსლიმების მდგომარეობას, საქართველოში ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაცულები, მდგომარეობა  უკეთესობიკენ მიდის, მე კმაყოფილი ვარ. მას შემდეგ, რაც სახელმწოფომ ფინანსური დახმარება გამოგვიყო (და სხვა შემოსავლების წყალობით), ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, თუ ჩვენ ამ ტემპით წავედით წინ, ვფიქრობ, ყველა პრობლემა აღმოიფხვრება. ერთი წელია, რაც ჩვენი დაფინანსება დაიწყო და თანხები ძირითადად მიმართულია მეჩეთების რესტავრაცია-რემონტისთვის, 400-ზე მეტ სასულირო პირს რელიგიური საქმიანობისთვის ფინასურად ვეხმარებით, მიმდინარეობს მეჩეთების რეგისტრაციის პროცესი, იბეჭდება ლიტერატურა, ტარდება ღონისძიებები, კონფერენციები, სემინარები. 100 წლის მანძილზე დაგროვებული პრობლემები ორ წელიწადში აღმოიფხვრა. მე პირადად განცვიფრებული ვარ.

და ბოლოს, რას უსურვებდით საქართველოს,  თვენს მრევლს?

– ჩვენ ყოველ პარასკევს ტრადიციულ ლოცვაზე ვევედრებით უფალს, რომ დაიფაროს საქართველო, გამთლიანდეს, ეკონომუკური სიძლიერე, ბარაქა, მშვიდობა მოუტანოს, რადგან ხალხი იყოს ბედნიერი  და კმაყოფილი. თუ ქვეყანაში სტაბიულურობა არ იქნება, ის საქმეები, რომელიც ჩამოვთვალეთ ვერ გაკეთდება, ამიტომ ჩვენი მიზანია ქვეყანა იყოს ერთიანი, მშვიდობიანი და ძლიერი.

და ჩემს იმამებს, მოძღვრებს, მრევლს ვუსურვებდი, რომ ღმერთმა მათ უფრო მეტი ცოდნა, მეტი რწმენა, სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი და კეთილი საქმეების  კეთების ძალა მისცეს, რათა უფრო ძლიერი იყოს ჩვენი ქვეყანა.

ესაუბრა

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

საინტერესო

„საქართველოსთან თამაშში არავითარ შემთხვევაში მივცემთ თავს მოშვების უფლებას, ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ“ – პეპე

„საქართველოსთან თამაშში არავითარ შემთხვევაში მივცემთ თავს მოშვების უფლებას, ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ“ – პეპე

2 years ago

საია მიხეილ სააკაშვილს ზურა ვაზაგაშვილის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამრთლოში უჩივის

13 years ago

ბანკები ვეღარ შეძლებენ იპოთეკარებს ბინები გაუყიდონ?!

10 years ago
მინსკის მოლაპარაკებებზე მიღებული დოკუმენტი

მინსკის მოლაპარაკებებზე მიღებული დოკუმენტი

12 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by