• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საქართველოსა და ნატოს შორის ბარიერები აღარ იარსებებს”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. 

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, ავტორიტეტული უცხოური და ადგილობრივი საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.

ფორუმი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენთვის მიმდინარე და შემდგომი წელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იქნება. წინ გვაქვს დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი და ნატოს ვარშავის სამიტი, რომელსაც დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ. ვფიქრობ, აღნიშნული სამიტის შედეგები კიდევ ერთხელ და ნათლად დაადასტურებს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა შეუქცევადი და რეალური პროცესია, რომელშიც მესამე მხარე ვერასდროს გახდება დაბრკოლება. ასევე, მჯერა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ბარიერები აღარ იარსებებს და ალიანსი თამამად იტყვის – საქართველო მზად არის ნატოსთვის.“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე და მათთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა: „მართალია ჩვენი უსაფრთხოების წინაშე იდგა მნიშვნელოვანი საფრთხეები, ჩვენ წინ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა იმავე სულისკვეთებით, როგორც ჩვენი წინაპრები ათასობით წლის წინ. როგორც ევროპის ნაწილი, საქართველო გახდება მშვიდობისა და სტაბილურობის კონსტრუქციის ნაწილი, რომელსაც მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი მეზობლებისათვის და რომელიც მხოლოდ გაზრდის ჩვენს უსაფრთხოებას.“ ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთთან ურთიეთობებზე და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) დირექტორმა რობერტ ონდრეიცსაკმა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის, (GFSIS) ევროკავშირის კვლევების დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა.

კონფერენციის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა. ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა რეკომენდაციების, გამოცდილებისა და შეხედულებების გასაზიარებლად. დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე და ნატოს ვარშავის სამიტამდე განსაკუთრებით მნიშნველოვანია ამ ფორმატის გამოყენება საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ ღია დისკუსიებისთვის.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ევროატლანტიკური უსაფრთხოება, საინფორმაციო და ჰიბრიდული ომები, ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხეები, 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტი, სამხედრო ბალანსი შავი ზღვის რეგიონში, უკრაინის კრიზისი და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია დახურული სესია მედიის წარმომადგენლებისთვის.

თავდაცვის მინისტრმა ფორუმის გახსნის შემდეგ მედიასთან კონფერენციის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ორი წელია იმართება. ეს ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია 2016 წლის თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციისთვის. მოგეხსენებათ, მომავალ წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავია და ვგეგმავთ 26 მაისის კვირეულის ფარგლებში მაღალი რანგის სტუმრებით დატვირთული ღონისძიება გვქონდეს, რომელიც ვარშავის სამიტის წინ თბილისიდან ერთგვარი მთავარი გზავნილის მატარებელი იქნება ყველასთვის“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდისა (GFSIS) და სლოვაკური ორგანიზაციის – ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) ორგანიზებით, ერთობლივ ფორმატში, პირველად იმართება.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

მიხეილ ბატიაშვილი: „რეფორმის ყველა მიმართულებაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია და განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის“

მიხეილ ბატიაშვილი: „პროექტს „მომავლის განათლება“ – აშშ- ში ტექნოლოგიური მიმართულების წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან წარვადგენთ“

7 years ago
“უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის/შენგენის წევრს ქვეყნებში”

“უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის/შენგენის წევრს ქვეყნებში”

9 years ago
საქსტატი: 2015 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,6% შეადგინა

საქსტატი: 2015 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,6% შეადგინა

11 years ago
ყრმის განკურნება – კლარჯეთის უდაბნოს სასწაული

ყრმის განკურნება – კლარჯეთის უდაბნოს სასწაული

4 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by