საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეხვდა ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს.
შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ისე მომავალი საპარლამენტო არჩევნების და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები. გამოითქვა საერთო მიდგომები იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური პროცესები უნდა წარიმართოს, ერთი მხრივ, კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებში და, მეორე მხრივ, სიტყვის და სხვა პოლიტიკური თავისუფლებების დაცვის პირობებში.
„პოლიტიკოსებმა ცალსახად და უპირობოდ უნდა დაგმონ ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება და ხელი უნდა შეუწყონ სამოქალაქო თანხმობას; შიდა პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად უნდა შევძლოთ კოორდინირებული ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციების გასაძლიერებლად“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა მსგავსი საკონსულტაციო შეხვედრების რეგულარულად გამართვის თაობაზე.