• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი: “ვინც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმავს პროვოკაციას, უმკაცრესად დაისჯება”

11 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

garibashvili_db1d5შეუძლებელია, არ შეგაძრწუნოს იმ ცინიზმმა და გულგრილობამ, რომელსაც იჩენენ ის პირები, რომლებსაც ოდესღაც ჩვენი ქვეყნის ბედი ებარათ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილს, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, გიგა ბოკერიასა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც გუშინ გავრცელდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რამდენად ამორალურია მათი მიდგომა ზოგადად პოლიტიკის და ქვეყნისა და ხალხის მიმართ. „ეს ის ხალხია, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან დემოსტრანტებს, ვინც სასტიკად უსწორდებოდა ოპონენტებს, ვინც არბევდა ტელევიზიებს, მათ შორის „იმედს“ და სხვებს, ვინც წლების განმავლობაში ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვით იყო დაკავებული, ვინც ციხეში შექმნა ისეთი სისტემა, რომელმაც საქვეყნოდ ლაფში ამოსვარა ჩვენი ქვეყნის სახელი. მათ ჯერაც ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ და იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული სტაბილურობა, თითოეული მოქალაქის სიმშვიდე და უსაფრთხოება. ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოების სამსახურებთან გამართული ოპერატიული თათბირის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება სიტუაციას სრულად ფლობს და აკონტროლებს. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნების თხოვნით მიმართა. „ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამაზე მაღლა დავდგეთ და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და არ დავუშვათ არეულობა. ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. პირობას გაძლევთ, ჩვენი სამართალდამცავები გამოიძიებენ ამ საკითხს ბოლომდე, აღკვეთენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას, რომელიც მიმართული იქნება ჩვენის ახელმწიფოს წინააღმდეგ და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, მათი უსაფრთხოების, მათი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად. მესმის ეს აღშფოთება, რადგან მეც კი მიჭირს ამ საშინელ  ქმედებებზე ემოციების გარეშე განცხადებების გაკეთება, მაგრამ დღეს ყველას თავშეკავება გვმართებს. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს – საქართველოშიც და საზღვარგარეთაც – თავი შეიკავეთ ამ პროცესის პოლიტიზებისგან და მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლისგან. სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, მიეცით სისტემას მუშაობის საშუალება. მიეცით საშუალება სასამართლოს და მოსამართლეს, მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება უპირობოდ უჭერს მხარს მედიის თავისუფლებას ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებული სასამართლო დავა, საქართველოს დღეს ჰყავს და ეყოლება თავისუფალი მედია. „მათ კი, ვინც გეგმავს ჩანაწერების მიხედვით დადგმულ შესაძლო შეთქმულებაში მონაწილეობას, მივმართავ კატეგორიულად – კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში. სახელმწიფო და პირადად მე, ვიღებთ პასუხისმგებლობას ვიქნებით გარანტი, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული – თთოეული ჟურნალისტის და ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანის. ასევე მივმართავ ჟურნალისტებს და ყველას – კარგად დაფიქრდით, რომ არ მოხდეს თქვენი გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად და არ აღმოჩნდეთ, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ პროვოკაციის, შესაძლო შეთქმულების თანამონაწილენი. ვინც დღეს ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, ვინც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმავს რაიმე პროვოკაციას, ვპირდები, რომ ისინი უმკაცრესად დაისჯებიან. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ლიდერები ვერასოდეს დააპირისპირებენ საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოში ვერც ერთი დღეს ვერ დაგეგმავს პროვოკაციას. ასეთი განზრახვის შემთხვევაში, ყველა ადამიანი იქნება გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. ამიტომ, დავდგეთ ამ პროვოკაციებზე, სიძულვილზე მაღლა და ერთად შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ლევან დოლიძე: რუსეთი და ტერორიზმი თანაბარ საფრთხედ ლოგიკურად დაასახელეს

ლევან დოლიძე: რუსეთი და ტერორიზმი თანაბარ საფრთხედ ლოგიკურად დაასახელეს

9 years ago
სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა

7 years ago
ქართული კინო ქუთაისს უბრუნდება

ქართული კინო ქუთაისს უბრუნდება

8 years ago
მალაიზიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

მალაიზიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

7 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by