საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2015 წლის 11 ნოემბერს, 10:00 საათზე საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი – “ქართველოლოგიის პრობლემები და პერსპექტივები” გაიხსნება.
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის ინფორმაციით, სტუმრებს მიესალმებიან – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – ილია II, საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე,
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და როსტოვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ბესარიონ მესხი.