• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მართმადიდებლობისთვის ერთ დღეს შეწირული ასი ათასი ქართველი

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
მართმადიდებლობისთვის ერთ დღეს შეწირული ასი ათასი ქართველი
12
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ასიათასი მოწამის ხსენება13 ნოემბერს მართმადიდებლური ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.  ჩვენი ერის ისტორიის ეს ტრაგიკული, სისხლიანი დღე არის მსოფლიო ერთა შორის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 000-მა  ქართველმა თავი გასწირა მართმადიდებლობისათვის,  მტკიცედ დაიცვა საკუთარი მრწამსი და არ შეურაცხყო, ფეხქვეშ არ გათელა სალოცავი სიწმინდეები.

1227 წელს ხვარაზმელებმა, ჯალალედდინის ბრძანებით მტკვრის ხიდის თავში იესო ქრისტესა და ღვთისმშობლის ხატები დაუყრიათ და  ქრისტიანებს აიძულებდნენ ხატები ფეხით გაეთელათ. ვინც ამას არ შეასრულებდა, თავს კვეთდნენ. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოწამეობრივი სიკვდილი არჩია. მემატიანეს ცნობით დაახლოებით 100 000 ადამიანი დაიღუპა. წითლად შეიღება მტკვარი მათი სისხლით.

მამა ლუკა „თბილისი თაიმსს“ დღესასწაულის არსზე დიდი დიღმის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზ ლუკა სუპატაშვილი ესაუბრა:

„ეს იყო  დიდი სასწაული ჩვენი ერის ცხოვრებაში, როცა  ვერაფრით ვერ გატეხეს ჩვენი წინაპარი, ამიტომ  ძალზე მნიშვნელოვანი და საცოდნელი დღეა, რომელიც შეგვაძლებინებს, რომ დავფიქრდეთ რისთვის ვცხოვრობთ და საბოლოო ჯამში რა არის ჩვენი მიზანი.

საქართველოს ისტორიაში  ეს ერთ-ერთი ღირსეული დღეა, როდესაც ჩვენმა ერმა თავისი რწმენის, მსოფლმხედველობის,  კულტურის გამო თავის გაწირვაც კი შეძლო. ეს დღე აჩვენებს, თუ რა ფასი აქვს ჩვენთვის რელიგიას, უფალს, იმ კულტურას, რასაც ქრისტიანობა ჰქვია. ვიღაცისთვის ეს არის ცხოვრების წესი, ვიღაცისთვის კულტურა, ვიღაცისთვის მსოფლმხედველობა, ვიღაცისთვის რელიგია ანუ ღმერთამდე მიმყვანელი გზა, რომელიც  ჩვენ გვიღირს სიცოცხლის ფასად.

ჩვენ ვიცით 200 ათასი მხედრობით შემოესივნენ ხვარაზმელები მაშინ საქართველოს. თბილისი და მისი შემოგარენის მცხოვრებნი ეწამენ ქრისტიანობისთვის. შემდეგ კი ჯალალ ედ დინი 5 წლის მანძილზე არბევდა აღმოსავლეთ საქართველოს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა უბედურება ჰქონდა ჩვენს ერს მაშინ, ალბათ არა თუ ასი ათასმა მოწამემ, არამედ გაცილებით მეტმა ადამიანმა დადო თავი ქრისტიანობისთვის.

პატრიარქმა ბევრი ტრადიცია, ბევრი სიკეთე აღუდგინა ერს და მათ შორისაა, ასი ათასი მოწამის ხსენების დღე, როდესაც ყოველწლიურად, უწმინდესი მიბრძანდება მეტეხის ხიდზე და აღავლენს სავედრებელ პარაკლისს, სადაც თავი დადეს ამ ადამიანებმა  და სადაც ამობრწყინდნენ ისინი ისტორიისათვის. როგორც ილია მართალი ბრძანებს, თუ ჩვენს იტორიას დავივიწყებთ აუცებლად გადავშენდებით.  და ჩვენც კიდევ და კიდევ უნდა გვახსოვდეს, რომ ასი ათასი მეოხი გვყავს ღმერთის წინაშე.

მე ყველას ვულოცავ  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას ვულოცავთ ერთმანეთს, რა ტიპის, რა სახის დღესასწაულებს აღვნიშნავთ. მართლაც, მისალოცია ყველასათვის სულის ასეთი სიძლიერე, რომელიც ჩვენმა ერმა ოდესღაც გამოავლინა. ვუსურვებ თითოეულ ჩვენი სამშობლოს მკვიდრს, თუნდაც მსოფლიო მოქალაქეებს, რომ მსგავსი სულისკვეთება გამოევლინოთ პირად ცხოვრებაში. სულიკვეთება, რომელიც გულისხმობს ჭეშმარიტებას, სიყვარულს, ღმერთის ერთგულებასა და სამშობლოსათვის თავდადებას.  ღმერთმა დაგლოცოთ!“

დღეს, ტრადიციულად, 17.00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე  მეტეხის ხიდზე აღავლენს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს.

 

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

Share5Tweet3

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა
ახალი ამბები

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი
ახალი ამბები

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026
ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში
ახალი ამბები

ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში

11/17/2026
ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

11/17/2026

საინტერესო

“სარჩელების ჩანაცვლებები ქურდულად, შეპარებით, მალულად არ უნდა ხდებოდეს” – მამუკა მდინარაძე

„ნაკლები კონსენსუსით, მაგრამ დახვეწილი კონსტიტუცია მივიღეთ – მამუკა მდინარაძე

9 years ago

„რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის ღია თანამშრომლობაა“-ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ინტერელიგიური სათათბიროს წევრებს შეხვდნენ

10 years ago
„პარაცეტამოლის ჭარბ დოზას აძლევდნენ, რამაც ღვიძლი დაუზიანა“ – 2 წლის გოგონა დაიღუპა

„პარაცეტამოლის ჭარბ დოზას აძლევდნენ, რამაც ღვიძლი დაუზიანა“ – 2 წლის გოგონა დაიღუპა

3 years ago

ჯონ კერი: „დოჰაში თალიბანის ახლად გახსნილი ოფისი შესაძლოა დაიკეტოს“

13 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by