• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბერი ერმოლაოსის წერილი დედას – „ახარე, დედა, ყველას…“

10 years ago
in მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
ბერი ერმოლაოსის წერილი დედას – „ახარე, დედა, ყველას…“
8
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

წერილი ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველმა ბერმა ერმოლაოსმა, (ერისკაცობაში პაატა ჭეჟია) ბერად აღკვეცის შემდეგ მისწერა დედას, სადაც უზიარებს თავის უდიდეს სიხარულს და თხოვს  ოჯახს,  სამშობლოს ახაროს, რომ „ყოვლაწმინდა უფალმა თავის ჯარისკაცად აკურთხა“.

იგი 2002 წლის თებერვალში ფეხით მივიდა ათონის წმინდა მთაზე, ივერონის მონასტერში, მაგრამ იქ არ მიიღეს და პანტელეიმონის მონასტერში გადავიდა. გახდა მორჩილად და უწოდეს პეტრე, ხოლო სამი წლის შემდეგ, 2005 წლის 24 აპრილს, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე აღკვეცეს ბერად და უწოდეს ერმოლაოსი.

12243784_890131707750554_325305001_nგამარჯობა, ჩემო საყვარელო, ჩემო კეთილო დედა!

გიხაროდეს, დედა, გაუწყებ ჩემს ენით აუწერელ სიხარულს, გიზიარებ ჩემს ბედნიერებას: შენი შვილი, შენი ერთადერთი ვაჟი, შენი პაატა, ათონის წმინდა მთაზე ბერად აღიკვეცა.

გიხაროდეს, დედა! შენი რუდუნებით გაზრდილი, მრავალი იწროებითა და ტანჯვა-წამებით აღზრდილი ვაჟკაცი, ბზობის წმიდა დღესასწაულზე, ყოვლადმოწყალე უფალმა თავის ჯარისკაცად აკურთხა. დიდება შენდა, უფალო ჩვენო იესო ქრისტე!

გიხაროდეს, დედა, გიხაროდეს! შენს შვილს ღმერთმა მეოხად აურჩია წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონის სულიერი მოძღვარი წმიდა ერმოლაოსი. შენი შვილი ღირსი გახდა, ამიერიდან ატაროს მისი წმიდა სახელი (ერმოლაოსი ბერძნული სახელია და ნიშნავს „ხალხის მასწავლებელს“).

გიხაროდეს, დედა, რომ ამიერიდან უნდა მომმართო არა „შვილო პაატა“ და არც „მორჩილო პეტრე“, არამედ „მამაო ერმოლაოს“.

გიხაროდეს, დედა, რომ კაცთმოყვარე ღმერთმა მომიტევა ჩემი აურაცხელი ცოდვები, რომლებიც დღემდე ჩემი უგუნურებით ჩავიდინე და ამიერიდან მისი წმიდა სახელით და მის სადიდებლად მოწოდებული ვარ, ჩავება ბნელეთის ძალების წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო უხილავ ომში.

გიხაროდეს, დედა, რომ შენი შვილის, შენი სისხლისა და ხორცის სიცოცხლე, მისი სული, მისი გონება, მისი გრძნობა განუყოფლად და ერთიანად ღმერთს ეკუთვნის, მისდამი განუზომელი სიყვარულითა და უსაზღვრო მადლიერებით სულდგმულობს.

გიხაროდეს, დედა! შენი ოცნებები, შენი კეთილი სურვილები ერთიანად ასრულდა: შენი პაატა ანგელოზებრივი ცხოვრების ღირსი გახადა კაცთმოყვარე ღმერთმა. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

გიხაროდეს, დედა, გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, ნუ შეგეშინდება ნურც ავადმყოფობის, ნურც ტკივილის, ნურც სიღარიბის, ნურც დაცინვის და ნურც ნურაფრის – შენი შვილი თვით ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტეს დედამ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, მიიღო თავის სავანეში და ამიერიდან მისი უშუალო მფარველობის ქვეშაა. დიდება შენდა, დედაო ღვთისმშობელო!

ახარე, დედა, მამას, ახარე, თუ რაოდენი მადლია გადმოსული ჩვენს ოჯახში, ახარე, რომ ჩვენთან არს უფალი! რომ მისი შვილი უფლის წვეულთა შორისაა და მის პეტრეს დიდი შესაძლებლობა აქვს, იყოს უფლის რჩეულთა შორის.

ახარე, დედა, ინგას, გაუზიარე ჩემი სიხარული, უთხარი, რომ დღეს უფლის მიერ ჩემთვის, უღირსისთვის, ბოძებული მაცოცხლებელი მადლის თანაბარი წილი მას ეკუთვნის, როგორც ჩემს უახლოეს ადამიანსა და მეგობარს, რადგან ჩვენ უფალმა შეგვყარა და გაგვაერთიანა და ორნი გავხდით ერთი, ხოლო ის, რაც ღმერთმა გააერთიანა, არასოდეს დაიშლება. დიდება ღვთის განგებას!

ახარე, დედა, ჩემს შვილებს – ბექას და დაჩის, ახარე, რომ მე, მათმა მშობელმა მამამ, მათთვის მლოცველმა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კურთხევით და მის მსგავსად ავიღე ჯვარი ჩემი და შევუდექი გოლგოთას, რათა ზვარაკად შევეწირო ჩემი აურაცხელი ცოდვებისათვის, რათა ჩემს შვილებს არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად ღვთის მადლი და სიყვარული არ მოაკლდეთ.

ახარე, დედა, ყველა ჩვენს კეთილ ნათესავს, რომ მათი წმიდა სახელები უსათუთეს ლოცვად აღევლინებიან ჩემს გულში, რომ მე განუწყვეტლივ ვილოცებ მათი და მათი შვილების კეთილდღეობისათვის.

ახარე, დედა, ჩემს სამშობლოს – საქართველოს, ახარე, რომ ამიერიდან ათონის წმიდა მთაზე ღვთის განგებითა და კურთხევით კიდევ ერთი, მართალია, ჯერ–ჯერობით სუსტი, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით გულგამაგრებული სანთელი აინთო, მისი პატარა საქართველოს აღორძინებისა და გაბრწყინვებისათვის. გილოცავ, დედა!

მარად შენთვის მლოცველი შენი უღირსი შვილი

ბერი ერმოლაოსი!

 

წყარო: orthodoxtheology.ge

სოფიკო ნინიკაშვილი

Share3Tweet2

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები
ახალი ამბები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

05/14/2026
„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი
ახალი ამბები

„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი

05/14/2026

საინტერესო

გენერალ სოსო ქუთათელაძეს ცეცლსასროლი იარაღით ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული

გენერალ სოსო ქუთათელაძეს ცეცლსასროლი იარაღით ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული

8 years ago

თალიბანის ლიდერი მოკლეს

13 years ago
ნიკა სიმონიშვილი: თითქმის 4 საათი ლექსოს ცხედართან წვდომა არ გვქონია, რაც კითხვის ნიშანს აჩენს

ნიკა სიმონიშვილი: თითქმის 4 საათი ლექსოს ცხედართან წვდომა არ გვქონია, რაც კითხვის ნიშანს აჩენს

5 years ago
დათის ოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა – ფოტო კლინიკიდან

დათის ოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა – ფოტო კლინიკიდან

2 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by