• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ცალსახად მივიღოთ უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ევროპარლამენტში აქვს”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხიდაშელისაქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროკავშირის პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომა საქართველოს საკითხის განხილვას მიეძღვნა. პარლამენტის წევრებს თავდაცვის მინისტრი კომიტეტის თავმჯდომარემ ანა ფოტიგამ წარუდგინა. საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხები განიხილეს. თინათინ ხიდაშელმა ევროპარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ოკუპაციაზე, კონფლიქტურ რეგიონებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი იყო. კომიტეტის თავმჯდომარემ ანა ფოტიგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან.

„კომიტეტის წევრებმა ჩვენგან საქართველოს უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაცია და ის დღის წესრიგი მოისმინეს, რომელიც ქართულ სახელმწიფოს დღეს ევროკავშირთან მიმართებაში აქვს. დეპუტატების მხრიდან ძალიან საინტერესო კომენტარები, საინტერესო რეკომენდაციები, გამოსვლები იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ცალსახად მივიღოთ უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ევროპარლამენტში აქვს, ერთი მხრივ, იმ პოლიტიკური კურსის, რეფორმების, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მეორე მხრივ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის თვალსაზრისით“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ანა ფოტიგას შეფასებით, თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა ძალიან ინფორმაციული იყო. „გვქონდა საკმაოდ ინფორმაციული ბრიფინგი უსაფრთხოებისა და სამხედრო ასპექტებზე, საქართველოს პოლიტიკასა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქმედებათა სამსახურის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ასევე განვიხილეთ საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში. ვაფასებთ საქართველოს წვლილს. შესაძლებლობა გვქონდა, მოგვესმინა მინისტრის შეფასება საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ საჯად კარიმმაც შეაჯამა: „ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმ გახსნილი ურთიერთობის, რომელიც საქართველოს მთავრობას ევროკავშირის პარლამენტთან აკავშირებს. ეს არის მუშაობის ჯანსაღი წესი. ევროკავშირის პარლამენტის საშუალებით მსგავსი შეხვედრები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გამყარებას უწყობს ხელს. პარლამენტებს შორის დიალოგი სამომავლო ურთიერთობებისთვის აუცილებელია“.

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს სანდრა კალნიეტეს შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა ლატვიელ დეპუტატთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი და არსებული გამოწვევები განიხილა.

„ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვინაიდან მათ ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარეს ის გზა, რომელზეც ჩვენ დღეს ვდგავართ. ამიტომ ყოველი შეხვედრა ბალტიისპირეთის ქვეყნების დეპუტატებთან არის, ერთი მხრივ, სასწავლო, სარეკომენდაციო და, მეორე მხრივ, უზარმაზარი მხარდაჭერის მაჩვენებელი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, როდესაც ბრიუსელში არ ვართ, აქ არიან ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩვენს მისწრაფებებს იცავენ, ჩვენს ამოცანებზე საუბრობენ და ჩვენს რისკებზე ეძებენ პასუხებს“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა

29 მოქალაქის მიმართ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

8 years ago
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

11 years ago
„საქართველოს რკინიგზის მიმზიდველობა შემცირდა“

„საქართველოს რკინიგზის მიმზიდველობა შემცირდა“

13 years ago
მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია COATS 2019 გაიმართება

მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია COATS 2019 გაიმართება

7 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by