• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მისცა

10 years ago
in სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პროკურატურასაქართველოს პროკურატურის მიერ, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის  უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

როგორც “თბილისი თაიმსს” პროკურატურიდან აცნობეს, ჩატარებული გამოძიებით გახსნილია დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას და რომან შამათავას ორგანიზებით განხორციელებული მოქალაქე ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტი და დადგენილია, რომ 2012 წლის 28 ივლისს,  ქ.ზუგდიდში, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა – გიორგი სამუშიამ,  ამ დროისთვის დაუდგენელ 2 პირთან ერთად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ისე რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ ელბერდ კობერიძეს,  იძულებით ჩასვა თავის სამსახურებრივ ა/ამანქანაში, დაადო ხელბორკილი, თავზე ჩამოაცვა ტომარა და გადაიყვანა ქ.თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ის უკანონოდ გამოამწყვდიეს სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთ ოთახში.

მეორე დღეს, 29 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, ზუგდიდან მოტაცებულ და ოთახში დამწყვდეულ ელბერდ კობერიძესთან შესახვედრად შეიკრიბნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე – დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე – გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი – მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი – რომან შამათავა, რომლებმაც არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით,   ელბერდ კობერიძეს დაუწყეს ცემა წამება, რომელიც გრძელდებოდა რამოდენიმე საათის განმავლობაში, კერძოდ,  მას არაერთხელ შეასხურეს მხუთავი აირი, გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და დააგდეს ძირს, წაქცეულს უმოწყალოდ სცემეს ფეხებითა და ხელკეტებით, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, თავზე აჭერდნენ ფეხს და მიმართავდნენ ყველა ხერხს, რათა ე.კობერიძეს რეალურად აღექვა სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. წამებისას ელბერდ კობერიძე გახდა ცუდად და დაკარგა გონება, რა დროსაც უგონოდ მყოფი გაიყვანეს ამავე შენობაში მდებარე სხვა ოთახში და დატოვეს ხელზე ბორკილდადებული, სადაც 8 დღის განმავლობაში  უმწეო მდგომარეობაში მყოფი ყავდათ უკანონოდ გამომწყვდეული.

მთელი ამ დროის განმავლობაში ე.კობერიძის ადგილსამყოფელი უცნობი იყო ოჯახისათვის, რის გამოც მათ დასახმარებლად პოლიციას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ, არცერთი სახელმწიფო ორგანო გატაცებული ელბერდ კობერიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ გასცემდა.

2012 წლის 6 აგვისტოს, ნაწამები და უგონო მდგომარეობაში მყოფი ე.კობერიძე, სამხედრო პოლიციის შენობიდან გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ხელბორკილით მიაბეს საწოლზე, დააწესეს მასზე მუდმივი მეთვალყურეობა და დანაშაულის კვალის შენიღბვის მიზნით იგი დაარეგისტრირეს ელდარ მამალაძის სახელით.

2012 წლის 13 აგვისტოს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაწეული მკურნალობის შემდეგ ე.კობერიძე გადაიყვანეს თბილისში და დატოვეს ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიაზე.  სადაც ის თითქოსდა 8 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“  უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა პოლიციამ. 2012 წლის 8 ოქტომბერს,  ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ე.კობერიძემ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. მთელი ამ დროის განმავლობაში კი მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის უცნობი რჩებოდა.

აღნიშნულ საქმეზე, დღეს, საქართველოს პროკურატურის მიერ წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და  რომან შამათავა,  ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ShareTweet

ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026
„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
ახალი ამბები

„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა

02/25/2026
18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ახალი ამბები

18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

02/06/2026

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი: “პირველად შეიქმნა განათლების განვითარების გრძელვადიანი ხედვა”

12 years ago

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გადახედავს

12 years ago

ახალგორის მიმართულებით ყველა ტიპის სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია

12 years ago
„ბოლო დროს, ჩემს პოსტებზე ძალიან ბევრ კომენტარს ვკითხულობ – ერთი თხოვნა მაქვს…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

„ბოლო დროს, ჩემს პოსტებზე ძალიან ბევრ კომენტარს ვკითხულობ – ერთი თხოვნა მაქვს…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

2 months ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by